განსაკუთრებული საინვესტიციო შესაძლებლობები CMG-ისა და Tower Group-ისგან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საინვესტიციო-საკონსულტაციო კომპანია CMG და დეველოპერული კომპანია Tower Group-ი მაისის თვის განმავლობაში განსაკუთრებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს გთავაზობთ, რომლებსაც თბილისის და ბათუმის მოსახლეობა განსაკუთრებული ფორმით იხილავს.

1 მაისიდან თბილისის ეკრანებზე ყოველდღე, საღამოს 18:00 საათზე, გაშუქდება სპეციალური შეთავაზებები და დეტალური ინფორმაცია პროექტების შესახებ — ლოკაცია, ინფრასტრუქტურა, საინვესტიციო პოტენციალი და მთავარი უპირატესობები.

მიმდინარე პროექტები აერთიანებს მრავალფეროვან საინვესტიციო შესაძლებლობებს — ზღვისპირა აპარტამენტებიდან პრემიუმ საცხოვრებელ კომპლექსებამდე, სადაც თითოეული პროექტი გამოირჩევა უნიკალური კონცეფციით, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და მაღალი საინვესტიციო პოტენციალით.

Piazza Residence — ბათუმის პრესტიჟულ უბანში მდებარე პროექტი, რომელიც ინარჩუნებს კულტურულ მემკვიდრეობას და გამოირჩევა საკუთარ ეზოში მოწყობილი იტალიური პიაცას კონცეფციით.

Kvirike Residence — ქობულეთში მდებარე პროექტი სრული ინფრასტრუქტურით, სადაც გათვალისწინებულია კომფორტული ცხოვრების ყველა დეტალი ოთხივე სეზონისთვის — დასასვენებელი და სარეკრეაციო სივრცეები, აუზები და განვითარებული გარემო.

პროექტების არქიტექტურულ კონცეფციაზე იმუშავა Alpha Architectura-მ და არქიტექტორმა ირაკლი ემირიძემ. Alpha Architectura 2025 წელს გახდა A' Design Award-ის მფლობელი და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული ღონისძიების — World Architecture Festival-ის — ფინალისტად დასახელდა, რაც აღნიშნული პროექტების არქიტექტურულ გამორჩეულობასა და საერთაშორისო აღიარებას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

მაისის განმავლობაში, თბილისის ეკრანებზე ყოველდღე შესაძლებლობა გექნებათ, დეტალურად გაეცნოთ თითოეულ პროექტს და შეარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო საცხოვრებელი ან საინვესტიციო მიმართულება.

არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, დაიწყოთ ინვესტიცია ყველაზე ხელსაყრელი პირობებით.

დამატებითი ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ მათ ვებ გვერდს ან დაუკავშირდით 0422 222 222