GAU და Cavea+ მარკეტინგის მსოფლიო რუკაზე კოტლერის ბესტსელერი უკვე Amazon-ზეა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თანამედროვე მარკეტინგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოს - Essentials of Modern Marketing (EOMM) - ქართული გამოცემა უკვე რეალობაა და ის ხელმისაწვდომია ონლაინ, Amazon-ის პლატფორმაზე.
ქართული გამოცემის ოფიციალური პარტნიორი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტია (GAU), რომელიც პროექტში ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვან როლს ასრულებს – კონსულტირებას უწევს ქეისებში ჩართულ კომპანიებს, ახორციელებს აკადემიურ ზედამხედველობას და ხელს უწყობს სახელმძღვანელოს ადგილობრივ კონტექსტზე მორგებას.
სახელმძღვანელო ლეგენდარული მარკეტოლოგის, მსოფლიოში აღიარებული მარკეტინგის გურუ - ფილიპ კოტლერისა და შვიდი საერთაშორისო ექსპერტის ავტორობით შეიქმნა, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ პროექტს ქართველი თანაავტორებიც ჰყავს, მათ შორის - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანი, ნატო ტორონჯაძე.
,,Essentials of Modern Marketing არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს მარკეტინგის თანამედროვე მიდგომებსა და რეალურ ბიზნეს პრაქტიკას. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მქონდა შესაძლებლობა ქართულ გამოცემაში შემეტანა მნიშვნელოვანი წვლილი - როგორც თეორიული მასალის, ისე ქართული ქეისების შერჩევის და დამუშავების კუთხით. ვთვლი, რომ ეს პროექტი ახალი ნაბიჯია საქართველოს განათლების საერთაშორისო დონეზე ინტეგრაციის პროცესში და ასევე, მჯერა, რომ წიგნი ბევრ სტუდენტსა და პროფესიონალს გაუღრმავებს ცოდნას და შთააგონებს ახალ პრაქტიკულ მიღწევებს" - განაცხადა GAU-ს ბიზნესის სკოლის ვიცე დეკანმა, ნატო ტორონჯაძემ".
EOMM პროექტის უნიკალურობა სწორედ მის მიდგომაშია, ის მარკეტინგის სწავლას რეალურ ადგილობრივ ქეისებზე ამყარებს. წიგნში შეტანილია ქართული წარმატების ისტორიები, მათ შორის GAU-სა და Cavea+-ის ერთობლივი პროექტი – "ცვალებადი ნიშნები", რომელიც პირველი ქართული სტუდენტური სერიალია, მან ორი სეზონის განმავლობაში ყველა ციფრულ პლატფორმაზე ჯამურად 100 მილიონზე მეტი ნახვით რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია.
ქეისების მიზანია, აჩვენოს როგორ პოულობენ ქართული კომპანიები თავიანთ სამიზნე აუდიტორიას, როგორ ერგებიან ბაზრის დინამიკას და აღწევენ წარმატებას. სახელმძღვანელო უმაღლესი საგანმანათლებლო ღირებულების მატარებელია და GAU-ს სასწავლო გეგმაშიც შევა, რაც სტუდენტებისთვის მეტად პრაქტიკულ და თანამედროვედ ფორმირებულ აკადემიურ გამოცდილებას უზრუნველყოფს.
პროქტი ხორციელდება AWE კონსალტინგის, რეგიონსა და საფრანგეთში Kotler Impact-ის ოფიციალური წარმომადგენლის ხელშეწყობითა და "ლურჯ ოკეანესთან" პარტნიორობით.
სახელმძღვანელოს ინგლისურენოვანი ვერსია უკვე ხელმისაწვდომია Amazon-ზე, ხოლო ქართული გამოცემა 2025-2026 სასწავლო წლიდან ტოპ ბიზნეს სკოლების სწავლების განუყოფელი ნაწილი გახდება.
,,GAU-ს მოხვედრა მსოფლიო მარკეტინგის რუკაზე უნიკალური ქეისით წარმოადგენს არა მხოლოდ ქართული მარკეტინგისა და განათლების ინდუსტრიების დიდ მიღწევას, არამედ მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას. განსაკუთრებით ამაყები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორობა კავეა პლიუსთან და ერთობლივი, ინოვაციური პროექტი "ცვალებადი ნიშნები" უკვე იქცა შთამბეჭდავ მაგალითად იმისა, თუ როგორ შეიძლება უნივერსიტეტმა კრეატიულ ინდუსტრიებთან თანამშრომლობით შექმნას კულტურული და საგანმანათლებლო გავლენის მქონე პროდუქტი, რომლის გაცნობის შესაძებლობა უკვე 50-მდე ქვეყნის აკადემიური წრეებსა და სტუდენტებს ექნებათ" – განაცხადა GAU-ს მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი თაქთაქიშვილმა.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, როგორც საქართველოში პირველი ამერიკული სტანდარტის უნივერსიტეტი 2005 წლიდან ემსახურება განათლების საერთაშორისო დონეზე განვითარებას. დღეს GAU აერთიანებს 5 სკოლას, 24 საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამას და ბოლო სამი წლის მანძილზე ამყარებს და აუმჯობესებს რეკორდს მაღალი კონკურსის შედეგად მიღებული სტუდენტების რაოდენობით.