გაყიდვები, როგორც სტრატეგია – როგორ წყვეტს Mycorner For Business დეველოპერულ სექტორში გაყიდვების გამოწვევებს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

უძრავი ქონების ბაზარზე, სადაც კონკურენცია და ფინანსური რისკები ყოველდღიურად იზრდება, დეველოპერებისთვის გაყიდვების არაეფექტური მართვა მხოლოდ დაკარგულ მოგებას არ ნიშნავს. ეს არის რეალური საფრთხე მშენებლობის პროცესისთვის, რაც ხშირად არაპროგნოზირებად ფინანსურ დანაკარგებსა და რეპუტაციულ რისკებთან არის დაკავშირებული.
სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ შეიქმნა კომპანია Mycorner For Business, რომლის დამფუძნებლები – თამო წოწორია და ლაშა ნაკაშიძე დეველოპერულ სექტორს გაყიდვებისა და მარკეტინგის ინდივიდუალურ, შედეგზე ორიენტირებულ მოდელს სთავაზობენ.
Mycorner.ge, როგორც უძრავი ქონების მართვის კომპანია, დასრულებული პროექტების მიმართულებით 2022 წლიდან წარმატებით ოპერირებს. კომპანიის დამფუძნებელი, თამო წოწორია, წლების განმავლობაში მუშაობს გაყიდვების მიმართულებით. სწორედ Mycorner.ge-ს პროექტების მართვის პროცესში გადაიკვეთა მისი და მარკეტინგის სპეციალისტის, ლაშა ნაკაშიძის პროფესიული გზები. ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, თამომ და ლაშამ გადაწყვიტეს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაეერთიანებინათ. ასე შეიქმნა Mycorner For Business – კომპანია, რომელიც ექსკლუზიურად დეველოპერულ სექტორს ემსახურება.
"გვსურდა, დეველოპერებისთვის გაგვემარტივებინა გაყიდვების პროცესი და განგვევითარებინა მათი ბრენდი, რათა მათი ერთადერთი საზრუნავი მშენებლობის ხარისხიანად და ვადებში დასრულება ყოფილიყო", – განმარტავენ Mycorner For Business-ის დამფუძნებლები, თამო წოწორია და ლაშა ნაკაშიძე.
მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე მსგავსი მომსახურების მომწოდებელ კომპანიებს ვხვდებით, Mycorner For Business-ის გუნდისთვის საწყის ეტაპზე მთავარი გამოწვევა სანდოობის მოპოვება აღმოჩნდა. სექტორში, სადაც აუთსორსინგ მომსახურების პოზიტიური გამოცდილება მწირი იყო, Mycorner For Business-მა აქცენტი სწორ მარკეტინგულ სტრატეგიასა და კონკრეტულ ციფრებზე გააკეთა.
Mycorner For Business-ის წარმატების გასაღები დამფუძნებლების სტრატეგიული მიდგომაა. თამო წოწორიას და ლაშა ნაკაშიძეს მიაჩნიათ, რომ წარმატებული ანტრეპრენერები ხედავენ პრობლემას, ნერგავენ ცვლილებებს და ქმნიან ღირებულ შესაძლებლობებს იქ, სადაც სხვები მხოლოდ დაბრკოლებებს ამჩნევენ.
"ანტრეპრენერებს არ ეშინიათ იმ რისკების, რომლებიც ცვლილებებს მოჰყვება, რადგან ისინი სწორედ ამ პროცესში ვითარდებიან და აღწევენ წაემატებას", – ამბობენ Mycorner For Business-ის დამფუძნებლები.
საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, თამო და ლაშა დამწყებ ანტრეპრენერებსა და ტოპმენეჯერებს ურჩევენ, რომ სამ კომპონენტზე ფოკუსირდნენ: რისკების ზუსტ გათვლაზე, საქმის სიღრმისეულ ცოდნასა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენაზე.
დღეს Mycorner For Business-ისთვის მთავარი მოტივაცია ის პოზიტიური უკუკავშირია, რომელიც მათ მიერ მოგვარებულ პრობლემებს მოჰყვება.
"კარიერული ზრდა და უკუკავშირი, რომელიც მიღწეულ შედეგს მოჰყვება, გვაძლევს მოტივაციას, ხარისხიანად ვაკეთოთ ის, რაც გვიყვარს და კარგად გამოგვდის – გაყიდვებისა და მარკეტინგული გამოწვევების გადაჭრა დეველოპერულ სექტორში".