გაყიდვებისა და პრეზენტაციის 17 კაუჭი, რომელსაც სტივ ჯობსი იყენებდა მიგნებები ამოკრებილია Carmine Gallo-ს წიგნიდან The Presentation Secrets of Steve Jobs
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
გაყიდვა ადამიანის გონებაში ღირებულების აღქმის ფორმირებაა და არა სალაროს აპარატზე ამორტყმული "ჩეკით" დაფიქსირებული ყიდვა-გაყიდვის აქტი.
გთავაზობთ 17 კაუჭს, რომელიც დაგეხმარება გაყიდო ისე, როგორც სტივ ჯობსი ყიდდა:
1. ერთი მკაფიოდ გამოხატული იდეით ძალიან შორს წასვლა შეიძლება.
2. პროდუქტის რეკლამირებისას მხოლოდ ერთ მთავარ ფუნქციაზე გააკეთე ფოკუსი.
3. მომხმარებლისთვის დიდი არჩევანი ხშირად უფრო მეტ დაბნეულობას ნიშნავს.
სტივს სჯეროდა, რომ მომხმარებლის ნაცვლად სწორედ კომპანიას უნდა გაეკეთებინა რთული სამუშაო პროდუქტის დახვეწის მხრივ.
4. სტივის მთავარი საზრუნავი იყო, ყველაფერი მომხმარებლისთვის უფრო მარტივი გაეხადა.
თუ რაიმე ზედმეტ სირთულეს ხედავდა, დაუყოვნებლივ აშორებდა.
5. პროდუქტი მის არსამდე დაიყვანე.
6. სტივს სჯეროდა, რომ თუ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები ყველა ეტაპზე პირადად არის ჩართული, საბოლოო ხარისხი იზრდება.
"მე ისე მიყვარს მუშაობა, რომ ყველაფერს თავად ხელებით ვეხები".
– სტივ ჯობსი
7. სტივი არასოდეს ანდობდა რეკლამირების გადაწყვეტილებებს სხვებს.
ის ამტკიცებდა თითოეულ სიტყვას, თითოეულ გამოსახულებას.
რეკლამის ტექსტზე საათობით ფიქრობდა.
8. ის დაუყოვნებლივ მოითხოვდა, რეკლამა ჯერ თავად ენახა – სანამ მისი მენეჯერები ნახავდნენ მას.
არ სურდა, ვინმეს წინასწარ გაეფილტრა ის, რასაც დაინახავდა. არ აძლევდა უფლებას სარეკლამო სააგენტოს, წინასწარ "აეხსნა" რეკლამა.
"როცა გაზეთში ამ რეკლამას ვნახავ, გვერდით დამიჯდებით და ამიხსნით, რას ვუყურებ?" – სტივ ჯობსი.
9. თუ სტივი ფიქრობდა, რომ შეხვედრაზე აუცილებელი არ იყავი – უბრალოდ, ბოდიშის გარეშე გაგიშვებდა ოთახიდან.
ზედმეტი ადამიანები = ზედმეტი სირთულე.
სტივს კი სირთულე ჯოჯოხეთივით სძულდა.
10. სტივს თითქმის რელიგიური ერთგულება ჰქონდა სიმარტივის მიმართ.
ეს ერთგულება მუდმივი იყო – ყოველდღე, ყოველ წუთს.
მოუსმინეთ სრულ პოდკასტს აქ "სტივ ჯობსის გაყიდვის ფსიქოლოგია" THE OUTSIDERS - Sell like pro
11. სირთულე ყოველთვის ცდილობს სისტემაში შემოპარვას.
კარგი ლიდერის საქმეა, იპოვოს ეს სირთულე და გააუვნებელყოს.
12. სტივი ხარისხის სტანდარტებს ფულის გამო არასოდეს თმობდა.
ერთხელ მან დაგეგმილი სარეკლამო კამპანია ერთი დღით ადრე გააუქმა, რადგან რეკლამის ხარისხი მის სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა – მიუხედავად იმისა, რომ Apple-ს მილიონები უკვე დახარჯული ჰქონდა რეკლამის მომზადებაში.
ჩაძირული ხარჯები მის გადაწყვეტილებაზე გავლენას არ ახდენდა. ის არ იყო "ხო კარგი არა უშავს" მენეჯერი.
ხარისხი მისი გადარჩენის სტრატეგია იყო.
13. სტივი პატივს მხოლოდ იმ ადამიანებს სცემდა, ვინც რეალურად ქმნიდა საქმეს.
არ უყვარდა ბიუროკრატია და რთული კორპორაციული სტრუქტურები.
14. დიდი იდეები – პატარა გუნდებით.
სტივის მთავარი ორგანიზაციული პრინციპი იყო: პატარა ჯგუფები ჭკვიანი ადამიანებით.
15. ახალი პროდუქტის გაყიდვისას მესიჯების აღრევა დაუშვებელია.
მომხმარებელს ერთი ძლიერი იდეის აღქმაც კი უჭირს – მითუმეტეს, რამდენიმე იდეის ერთდროულად.
ამის საუკეთესო მაგალითი:
"1 000 songs in your pocket". – Ipod
16 სტივი ყოველ კვარტალში მხოლოდ ერთ პროდუქტს ან ერთ ფუნქციას უწევდა მთავარ პრომოუშენს.
მთელი კომპანიის ყურადღება და რესურსი ამ ერთ რამეზე იყო კონცენტრირებული.
17. რაც უფრო შორდები "ერთ მთავარ იდეას", მით უფრო მეტ სირთულეს უშვებ სისტემაში.
მოუსმინეთ სრულ პოდკასტს აქ "სტივ ჯობსის გაყიდვის ფსიქოლოგია" THE OUTSIDERS - Sell like pro