"გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს" – მთავარი გზავნილი მეწარმეებს ლიბერთი ბიზნესისგან
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მიკრო და მცირე ბიზნესი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ამ სექტორისთვის კი გაზაფხული ტრადიციულად ყველაზე აქტიურ პერიოდად ითვლება, როდესაც ბიზნესებსა და აგრომეურნეობებს ფინანსური რესურსების მობილიზება სჭირდებათ.
"ლიბერთის" მიკრო და მცირე ბიზნესის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ხათუნა ჭელიძის შეფასებით, მიმდინარე სეზონი აქტიური და შედეგიანი აღმოჩნდა.
"მიკრო და მცირე ბიზნესსეგმენტის მომხმარებლების მოთხოვნები ყოველთვის ინდივიდუალური და ცვალებადია, თუმცა მრავალწლიანი გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას, სწრაფად მოვერგოთ მათ საჭიროებებს, – ამბობს ხათუნა ჭელიძე.
2026 წლის საგაზაფხულო კამპანია "გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს", "ლიბერთის" უკვე კარგად ცნობილი პლატფორმის – "გაზარდე შენი ბიზნესი", გაგრძელებაა. ახალი გზავნილი უფრო მეტად ემოციურ კომპონენტს უსვამს ხაზს.
მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესდაკრედიტების მიმართულებით "ლიბერთი" ბაზარზე სულ რამდენიმე წელია გამოჩნდა, დღეს ბანკი მიკრო და მცირე ბიზნესის ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ პარტნიორად მიიჩნევა.
2020 წლიდან ბანკმა ბიზნესდაკრედიტება ერთ-ერთ სტრატეგიულ პრიორიტეტად აქცია. ამ პერიოდში შეიქმნა ფართო ქსელი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველა წერტილში დაკომპლექტებულია პროფესიონალი და საქმეზე ორიენტირებული თანამშრომლებით.
მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო მომსახურების სისწრაფესაც. დღეს მიკრო, არაუზრუნველყოფილი სესხის დამტკიცება და გაცემა "ლიბერთის" ფილიალებში განაცხადის შევსებიდან მაქსიმუმ ერთ სამუშაო დღეშია შესაძლებელი.
ბანკი აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო პროგრამებთან და ჩართულია ყველა პროგრამაში, რომელიც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს ბიზნესსექტორში მომხმარებლებს, მოქნილი პირობებით მიიღონ ფინანსური მხარდაჭერა.
ახლახან საბანკო სექტორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა "ბაზის ბანკის" მიერ და "ლიბერთის" აქციების შესყიდვის ტრანზაქცია, რომელიც შექმნის ახალ შესაძლებლობებს მომხმარებლებისთვის მომსახურების ხარისხისა და პროდუქტების პირობების გაუმჯობესების მიმართულებით.
"ლიბერთი" წლის მეორე ნახევარშიც იმავე გზავნილს ინარჩუნებს – "გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს". ბანკის სტრატეგიული მიზანი, მიკრო და მცირე ბიზნესის მიმართულებით 2026 წელს, სტაბილურად მზარდი ბაზრის წილის შენარჩუნება და მომხმარებლებისთვის წარმატებული კამპანიების შეთავაზება.