Get All Access for $5/mo

GCMC - ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი ვინ როგორ აშენებს?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი (GCMC), ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, პროექტ "კლასტერები განვითარებისთვის" ფარგლებში შეიქმნა. მას "გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება" GIZ ახორციელებს.

GCMC იმ მცირე და საშუალო საწარმოებს აერთიანებს, რომლებიც საქართველოს მსხვილ სამშენებლო სექტორში ოპერირებენ. კლასტერის შექმნისა და მუშაობის მიზანს, ერთი მხრივ, სამშენებლო პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება, საოპერაციო სტანდარტის ოპტიმიზაცია და უნარების ამაღლება, ხოლო მეორე მხრივ სამართლებრივი და ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესება, ადგილობრივ ბაზარზე ქართული პროდუქტის ცნობადობის ამაღლება, ექსპორტის წახალისება და საერთო ჯამში, სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

კლასტერის განვითარების მიდგომა ადგილობრივ კომპანიებს წვდომას უხსნის უახლეს ციფრულ გადაწყვეტებზე, ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებზე, რის შემდეგაც მათი ზრდა მნიშვნელოვნადაა მოსალოდნელი.

GCMC-ის უმთავრეს უპირატესობას წარმოადგენს მისი წევრების მუდმივი მზადყოფნა, აქტიურად ითანამშრომლონ სექტორის სხვა მოთამაშეებთან და დამატებითი ღირებულებები შექმნან.

კლასტერი ოფიციალურად გასული წლის დეკემბერში რეგისტრირდა, თუმცა მისი საინიციატივო ჯგუფი 6 თვით ადრე ჩამოყალიბდა და თავდაპირველად 13, ახლა კი უკვე 17 მცირე და საშუალო ზომის საწარმოს საერთო მისიით აერთიანებს. მის შესასრულებლად კი კლასტერს საკუთარი ორგანიზაციული მოწყობა და სტრუქტურა აქვს. დირექტორთა საბჭო, კლასტერის მენეჯერი, ასოცირებული და სრული წევრები ერთგვარ ეკოსისტემას ქმნიან. GCMC-ის წევრი სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიათა ჩამონათვალი კი შემდეგნაირად გამოიყურება: "აკუსტიკო", "ბაზალტ ფაიბერსი", "ბედეგი", "დიო", "კანო" "კრაფტი", "ლუკა", "პანექსი", "სმარტერი", "სპეცკომფორტი", "თერმოპანელი", "უნივერს ბიზნესგრუპი" "ზოდი", "გრაალი 92", "მეგადორსი", Ytong Caucasus და "ფორმულა ქონსთრაქშენი".

თუ რა უპირატესობები აქვს კლასტერულ გაერთიანებებს და კონკრეტულად საქართველოს სამშენებელო მასალების კლასტერს, ამას Entrepreneur-ს სალომე არღვლიანი − კლასტერების განვითარების პროგრამების ექსპერტი (GIZ) განუმარტავს:

"მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეს მხარდაჭერა ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ბიზნესკლასტერების ხელშეწყობასაც მოიცავს. კლასტერული განვითარება მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს საშუალებას აძლევს ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან პარტნიორობით გახდნენ გაცილებით კონკურენტუნარიანი და თანაც, შექმნან მეტი სამუშაო ადგილი. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტი "კლასტერები განვითარებისთვის". ეს პროექტი ხელს უწყობს მდგრადი ბიზნესკლასტერების შექმნას სამშენებლო მასალის, ტანსაცმლის წარმოებისა და ტურიზმის სექტორებში. ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი (GCMC) 2020 წლის დეკემბერში დაფუძნდა. ის იმ მცირე და საშუალო საწარმოებს აერთიანებს, რომლებიც სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალას საქართველოში აწარმოებენ. GCMC-ის მიზანსა და მისიას სამშენებლო მასალების მწარმოებელთა და დაკავშირებული სექტორის წარმომადგენელთა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენს, რათა სფეროსა და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარება საერთო სინერგიით მოხდეს. პროექტის ტექნიკური მხარდაჭერით, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები აქტიურად მუშაობენ ერთი მხრივ, კლასტერის სტრატეგიულ განვითარებაზე, ხოლო მეორე მხრივ, წარმოების ხარისხის გაუმჯობესების, პროცესების მართვის ეფექტურობის, ინოვაციურობისა და ციფრული ინსტრუმენტების დანერგვის ხელშეწყობაზე. ქართული სამშენებლო მასალების მწარმოებელთა შესახებ ცნობიერების ამაღლება, ნდობის გაძლიერება და ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ზრდა, კლასტერის მთავარი ამოცანებია", − სალომე არღვლიანი.

როგორ სალომე გვიხსნის, GCMC-ის ფორმირება, ბაზრის დეტალური კვლევით დაიწყო. სამუშაო ჯგუფმა, ექსპერტების მხარდაჭერით შეისწავლა ადგილობრივ ბაზარზე აქტიური სამშენებლო მასალების მწარმოებლები, გაეცნო მათ პრობლემებსა და გამოწვევებს. ასევე, კომპლექსურად გაანალიზდა როგორც მიწოდების ჯაჭვი და დაკავშირებული სექტორები, ისე ადგილობრივი რეგულაციები და მათი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტთან. ბაზრის კვლევისა და ანალიზის შემდეგ კი, მუშაობა უკვე კლასტერის მისიაზე, მიზანსა და სტრატეგიაზე დაიწყო, რაც ექსპერტების თანხლებითა და კლასტერის საინიციატივო ჯგუფის აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობდა. მასში მცირე და საშუალო ზომის სამშენებლო მასალების მწარმოებელი 13 კომპანია შევიდა. დღეის მდგომარეობით კი კლასტერი, მთავარი იდეის ქვეშ "ინოვაციით ნაშენი ხარისხი", უკვე 17 ქართულ კომპანიას აერთიანებს და განვითარებას განაგრძობს.

GCMC-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კომპანია "დიოს" თანადამფუძნებელი
და მმართველი პარტნიორი − თამაზ დაუშვილია, რომელიც კლასტერის მიზნებისა და სამუშაო პროცესის შესახებ გვიყვება.

"GCMC, ანუ სამშენებლო მასალების წარმოების სფეროში მომუშავე მოწინავე 17 ქართული კომპანიის
ეს გაერთიანება, მუშაობს ჯანსაღი კონკურენციის შექმნაზე, ხარისხის გაუმჯობესებასა და გამოცდილების გაზიარებაზე. სწორედ ერთობლივი მუშაობით შეიქმნა სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებაც კლასტერის სამ სამუშაო ჯგუფშია გადანაწილებული (კვლევა და განვითარება, სერტიფიცირება და რეგულაციები, ხარისხის გაუმჯობესება). მათ შესრულებას სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელები უწევენ მონიტორინგს. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, აღნიშნული ჯგუფები ორგანიზებულ აჯენდას მიჰყვებიან და ყოველთვე მართავენ აქტიურ-სადისკუსიო შეხვედრებს საჭიროებების დეტალურად შესასწავლად და გამოცდილების გასაზიარებლად. პარალელურად, მიმდინარეობს წამყვან დარგობრივ უწყებებთან კომუნიკაცია, სახელმწიფო დონეზე არსებული რეგულაციების, ნორმებისა და სტანდარტის შესაბამის ექსპერტებთან განხილვა და რეკომენდაციების შემუშავება. ეს ცოცხალი პროცესია და თითოეული ჩვენგანი მოხარულია, რომ ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე შეგვიძლია ვიქონიოთ გავლენა, როგორიცაა სახელმწიფო კანონპროექტები ან საერთაშორისო ნორმატიული აქტების საქართველოში დანერგვა.

გასულ თვეს, ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი (GCMC) "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციას" შეუერთდა. ასევე, ჩაეყარა საფუძველი "გერმანიის ბიზნესასოციაციასთან" (DWV) თანამშრომლობას, რაც მალე ოფიციალურად გაფორმდება. წამყვან სექტორულ თუ ბიზნესასოციაციებში გაწევრიანება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია კლასტერისა და მისი წევრების განვითარებისათვის.
ამ მიზანს კი სწორედ ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის "კლასტერები განვითარებისათვის", რომელსაც GIZ ახორციელებს, მხარდაჭერით მივაღწევთ", − ამბობს თამაზ დაუშვილი და დარწმუნებულია, რომ ამგვარ გაერთიანებებთან ერთობლივი მუშაობით, ეფექტურადაა შესაძლებელი საერთო პრობლემების გადაჭრა და სამშენებლო სექტორის ახლებურად გაძლიერება.

GCMC-ის მართვაში აქტიურად მონაწილეობს ლიკა ქარდავა. ის კლასტერის მენეჯერია და საქართველოში სამშენებლო ინდუსტრიის ღირებულებათა ჯაჭვის გამსხვილება-გაძლიერებაზე ზრუნავს.

"ქართული სამშენებლო მასალების კლასტერის როლი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად სამშენებლო სექტორისა და მასში მოთამაშე კომპანიების ზრდის ხელშეწყობისთვის. აგრეთვე,
მასში ჩართული სხვადასხვა პროფილის კომპანიების ახალი თანამშრომლობებისა და ბიზნესკავშირების გაძლიერებისთვის.

საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ჩატარდა წევრი კომპანიების საჭიროებების ჩაღრმავებული კვლევა, რის შედეგადაც გამოიკვეთა გამოწვევები სტანდარტის, სერტიფიცირების, ლაბორატორიული ინფრასტრუქტურისა თუ კვალიფიციური მუშახელის მიმართულებებით. მთავარ მიზნებზე დაყრდნობით, მომზადდა კლასტერის სამოქმედო გეგმა, შეიქმნა თემატური ჯგუფები და დაიწყო აქტიური თანამშრომლობა სახელმწიფო ორგანიზაციებთან და სააგენტოებთან, სექტორულ ასოციაციებთან და სფეროს ექსპერტებთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ქართული სამშენებლო მასალების სანდოობის, ცნობადობის ამაღლებისა და საბაზრო წილის ზრდის ხელშეწყობისთვის, კლასტერის ერთ-ერთ წევრ კომპანია SMARTER-თან ერთად მიმდინარეობს მუშაობა ინოვაციური შოურუმის გახსნაზე, სადაც წევრ კომპანიებს დაეთმობათ სპეციალურად გამოყოფილი სივრცე მათი პროდუქციის ციფრულ ფორმატში წარმოსაჩენად. აქვე აღვნიშნავ, რომ GCMC მზადაა გააფართოოს წევრთა შემადგენლობა და იწვევს სამშენებლო მასალების დაინტერესებულ მწარმოებლებს თანამშრომლობისთვის. .

კომპანიების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები კი შემდეგია: ქართული კაპიტალი და ეკონომიკური პოტენციალი. ასევე, კომპანიების მზადყოფნა, აწარმოონ ინოვაციური, ხარისხიანი, ეკომეგობრული და ენერგოეფექტური პროდუქტები. წარმოების პროცესში კი ე.წ. "ჭკვიანი გადაწყვეტები" გამოიყენონ", − გვეუბნება ლიკა ქარდავა.

ინოვაციური პლატფორმა SMARTER GCMC-ის შოურუმის გახსნა ახლო მომავალში იგეგმება. როგორც მისი დამფუძნებელი დიტო აბულაძე გვიხსნის, განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიებს და დაინტერესებულ კერძო პირებს ერთ სივრცეში გაუწევს კონსულტირებას, წარმოდგენილი ქართული მასალების მახასიათებლებისა და უპირატესობების შესახებ. ეს კი, თავის მხრივ, კომპანიებს ცნობადობის ზრდასა და გაყიდვების სტიმულირებაში დაეხმარება.

"არაერთ უპირატესობასთან ერთად, სმარტერის შოურუმი ავტომატიზების მიმართულებით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში პირველი იქნება. აქ როგორც ჭკვიანი სახლის, ისე ინდუსტრიული ავტომატიზებისა და სასტუმროს ე.წ. ჭკვიანი სისტემების ყველაზე ფართო არჩევანი იქნება წარმოდგენილი მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან. სმარტერის შოურუმი განსაკუთრებით საინტერესო იქნება ინტერიერის დიზაინერებისთვის, საპროექტო კომპანიებისა და ინჟინრებისთვის, რომლებსაც ადგილზე დახვდებათ ე.წ. ჭკვიანი ჩამრთველებისა თუ სხვა ინოვაციური მოწყობილობების ყველაზე ფართო სპექტრი", − დიტო აბულაძე.

ამგვარად, საქართველოში მშენებლობის სექტორი სწრაფად ვითარდება და ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან, მზარდ ნაწილს ახალ შესაძლებლობებთან ერთად ქმნის. ამავდროულად, ამ სფეროში მომუშავე, სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიებს არაერთ გამოწვევასთან უწევთ შეჭიდება, რომელიც კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად პროფესიულად უნდა დასძლიონ. საქართველოს სამშენებლო მასალების კლასტერი GCMC კი მათ ამ ეტაპების ეფექტურად გავლასა და ახალი შესაძლებლობების არეალის პროდუქტიულად ათვისებაში ეხმარება.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

რევოლუცია "შავი ლომისგან"

"ჩვენ მომხმარებლის გემოვნება შევცვალეთ"