GEC მცირე და საშუალო ბიზნესის ლიდერებისთვის 40-კვირიან ზრდის პროგრამას იწყებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბევრ მეწარმეს სიტყვა "ტრენინგის" გაგონებაზე, ბუნებრივია, სტანდარტული ასოციაცია უჩნდება: ორ-სამ დღეში გაცნობილი სლაიდები, სიმბოლური სერტიფიკატი და მომდევნო ორშაბათიდან – ისევ ჩვეულებრივი, უცვლელი სამუშაო კვირა. ტრადიციული საგანმანათლებლო ფორმატები ხშირად ვერ პასუხობს რეალური ბიზნესის ყოველდღიურ გამოწვევებს.

სწორედ ამ საჭიროების საპასუხოდ, საკონსულტაციო კომპანია GEC იწყებს მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) ზრდის პროგრამას, რომელიც სრულიად უნიკალური, პრაქტიკაზე ორიენტირებული კონცეფციით არის შექმნილი.

GEC წამყვანი სერვის-კომპანიაა, რომელიც 2010 წლიდან ბიზნესებს ეხმარება სტრუქტურირებულ ზრდაში, სისტემური აზროვნების და გადაწყვეტილებების ზუსტი იმპლემენტაციის გზით. კომპანია ოპერირებს კავკასიის, ცენტრალური აზიის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე.

GEC-ის პროგრამის პირველი ნაკადი სტარტს 11 ივნისს აიღებს და მასზე ამჟამად მხოლოდ 2 თავისუფალი ადგილია დარჩენილი.

პროგრამის დეტალებზე GEC-ის მმართველ პარტნიორს, გიორგი სიმონგულაშვილს ვეესაუბრეთ.

"ჩვენ 40 კვირის მანძილზე თქვენს გვერდით ვიქნებით – არა კლასიკური ლექტორების, არამედ პარტნიორების ამპლუაში. პროგრამაში ჩართულია 13 პრაქტიკოსი მენტორი. თითოეულ მათგანს აქვს კომპანიების მასშტაბირების, ახალ ბაზრებზე შესვლისა და კრიზისული სიტუაციების მართვის მდიდარი პირადი გამოცდილება, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ეს პროგრამა სპეციალურად შეიქმნა SME ( მცირე და საშუალო საწარმოები) სექტორისთვის, ანტრეპრენერებისა და იმ მმართველი რგოლის მენეჯერებისთვის, რომელთა მთავარი მიზანი ბიზნესის რეალური, მდგრადი ზრდაა და არა მხოლოდ თეორიული ცოდნის დაგროვება.

პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები მენტორებთან ერთად ყოველკვირეულ რეჟიმში იმუშავებენ ბიზნესის ისეთ ფუნდამენტურ მიმართულებებზე, როგორიცაა: ეფექტიანი გაყიდვების სისტემის გამართვა; ფინანსური მართვა და ოპტიმიზაცია; ძლიერი გუნდის მშენებლობა და ლიდერშიპი; სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება.

40 კვირა სწორედ ის პერიოდია, როდესაც კურსის მონაწილეები რეალურ, ხელშესახებ პრაქტიკულ ცოდნას მიიღებენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ბიზნესი სტაბილურად იზრდება მაშინ, როდესაც ლიდერი, გამოცდილი პროფესიონალების მხარდაჭერით, სისტემატურად, ნაბიჯ-ნაბიჯ აუმჯობესებს თავისი გადაწყვეტილებების ხარისხს. ჩვენი მიზანიც ეს არის – შევქმნათ გარემო, სადაც ეს ხედვა გრძელვადიან პერსპექტივაში ხელშესახებ ღირებულებად იქცევა," – აღნიშნავს გიორგი სიმონგულაშვილი.

კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია მითითებულ ბმულზე.