Georgian Space - ადამიანები, იდეები და შესაძლებლობები ნიუ-იორკში ქართული პროფესიული კავშირები და ახალი ინიციატივა - "ემიგრაცია, როგორც შესაძლებლობა"
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ფოტო: ხატია ჭანტურია
2026 წლის 10 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, Opera America-ს Rehearsal Hall-ში Georgian Space-ის პროექტის, Salon-Style Gatherings NYC-ის, რიგით მერვე შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართველი პროფესიონალები გამოცდილების გაზიარების, აქტუალურ საკითხებზე მსჯელობისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის მიზნით.
რა არის Georgian Space?
ნანუკა თევზაძის მიერ დაარსებული Georgian Space წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი პროფესიონალების გაერთიანებას, მყარი ქსელის შექმნასა და ერთმანეთის მხარდაჭერას. პლატფორმა მოიცავს მრავალფეროვან მიმართულებებს და პროექტებს, რომლებიც პასუხობენ თანამედროვე ემიგრაციის გამოწვევებსა და საჭიროებებს:
Salon-Style Gatherings NYC - რეგულარული სალონური შეხვედრები, სადაც განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა ფინანსური სტრატეგიები, ბიზნესი, ინვესტიციები და პერსონალური ზრდა.
Podcasts - Innovation & Change NYC - ინოვაციებისა და ცვლილებების შესახებ შექმნილი პოდკასტები, რომლებიც ფართო აუდიტორიას აცნობენ საინტერესო ისტორიებსა და ხედვებს.
Business Consultant USA - კონსულტაციები და მხარდაჭერა იმ ქართველებისთვის, რომლებსაც აშშ-ში ბიზნესის დაწყება ან განვითარება სურთ.
Ribbon for Life (სიცოცხლის ლენტი) - სოციალური და საზოგადოებრივი ინიციატივები, რომლებიც ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვას ემსახურება.
GeSpace Community - წევრობის საზოგადოებრივი პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველებს და ხელს უწყობს მათ შორის სოციალური, პროფესიული და საქმიანი ურთიერთობების განვითარებას.
GeSpace Culture - პროექტი ხელს უწყობს ქართველი ხელოვანებისა და შემოქმედებითიადამიანების წარმოჩენას, გამოფენების, კულტურული შეხვედრებისა და სხვადასხვა შემოქმედებითი ღონისძიების ორგანიზებას.
Georgian Space არ არის უბრალოდ შეხვედრების სივრცე - იგი წარმოადგენს ცოცხალ ეკოსისტემას, სადაც იდეები რეალურ შესაძლებლობებად იქცევა.
ორი ქვეყანა - ერთი ფინანსური სტრატეგია
რიგით მერვე სალონური შეხვედრის მთავარი თემა იყო "ორი ქვეყანა - ერთი ფინანსური სტრატეგია" (საქართველო და აშშ). მონაწილეებმა იმსჯელეს ფინანსური მომავლის დაგეგმვაზე, აქტივების მართვასა და რისკებზე, როდესაც ადამიანის ფინანსური ცხოვრება ორ ქვეყანას უკავშირდება.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ამერიკაში მოღვაწე ქართველი დარგის წამყვანი ექსპერტები:
დიანა მარინაშვილი - ფინანსური მრჩეველი და ინვესტიციების ვიცე-პრეზიდენტი;
ეთუნა ნემსაძე - სერტიფიცირებული ფინანსისტი (CPA);
ავთანდილ ჩხეიძე - უძრავი ქონების ექსპერტი;
ლევან წაქაძე - საოპერაციო რისკების ექსპერტი (MBA, Baruch College).
ღონისძიების განსაკუთრებული სტუმარი საქართველოდან იყო საქართველოს ბანკი, წარმოდგენილი ემიგრანტების სამსახურის ხელმძღვანელის, მარიამ ბექაურის მიერ. მისმა მონაწილეობამ კი კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ემიგრანტებთან აქტიური კომუნიკაციის, მათი საჭიროებების გააზრებისა და საქართველოსთან მჭიდრო ფინანსური კავშირების შენარჩუნების მნიშვნელობას.Entrepreneur Georgia - მედიაპარტნიორი და ახალი ინიციატივის წარდგენა
ღონისძიების მედიაპარტნიორი იყო Entrepreneur Georgia, რომლის მონაწილეობამაც ბუნებრივი საფუძველი შექმნა ახალი მასშტაბური ინიციატივის წარსადგენად. სწორედ ამ შეხვედრაზე გაჟღერდა ჩემი - თამარ გვასალიასა და Entrepreneur Georgia-ს ერთობლივი ინიციატივა - "ემიგრაცია, როგორც შესაძლებლობა "
მე, თამარ გვასალია ვარ Brain Hub-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, განათლების სფეროში მოღვაწე მეწარმე, რომლის საქმიანობაც ახალგაზრდების განვითარებას, ლიდერობას, საჯარო გამოსვლისა და კრიტიკული აზროვნების უნარებისგაძლიერებას უკავშირდება.
რადგან 5 წელია თავად ემიგრაციაში ვცხოვრობ და ჩემი მთავარი ხედვაც ადამიანების განათლებით გაძლიერებას ეფუძნება, სწორედ ამ იდეას ეხმიანება ახალი ინიციატივაც, რომელიც ქართველი ემიგრანტების გამოცდილების, პროფესიული მიღწევებისა და პირადი ისტორიების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას ისახავს მიზნად.
Georgian Space-ის სივრცე ამისთვის იდეალური გარემო აღმოჩნდა, რადგან სალონურ შეხვედრებზე სწორედ ის მოტივირებული პროფესიონალები იკრიბებიან, რომელთა ისტორიებიც პროექტის მთავარი შთაგონება გახდება.
"ემიგრაცია, როგორც შესაძლებლობა" - ქართველი ემიგრანტების ინსპირაციული ისტორიები
პროექტის მიზანია, მკითხველს გააცნოს ქართველები, რომლებმაც უცხო ქვეყანაში საკუთარი გზა იპოვეს, გადალახეს პროფესიული თუ პირადი გამოწვევები და შექმნეს ახალი რეალობა.
ემიგრაცია ხშირად რთულ გადაწყვეტილებებსა და ადაპტაციის რთულ გზას უკავშირდება, თუმცა ის თანაბრად შეიძლება იქცეს ახალი ცოდნის მიღების, კარიერული წინსვლის, საკუთარი ბიზნესის დაფუძნებისა და თვითრეალიზების უძლეველ ძალად.
პროექტი ყურადღებას გაამახვილებს არა მხოლოდ საბოლოო წარმატებაზე, არამედ იმ ფასდაუდებელ გზაზე, გამოცდილებასა და გადაწყვეტილებებზე, რომლებმაც ადამიანები ამ წერტილამდე მიიყვანა.
ხიდი საქართველოსა და მსოფლიოს შორის
Georgian Space-ის სალონური შეხვედრები და ინიციატივა "ემიგრაცია, როგორც შესაძლებლობა" ერთ საერთო მისიას ემსახურება - ადამიანების დაკავშირებას, ცოდნის გაზიარებასა და ახალი ჰორიზონტების გახსნას.
Georgian Space ქმნის პროფესიული დიალოგისა და მეგობრული კავშირების ადგილობრივ სივრცეს ნიუ-იორკში, ეს თანამშრომლობა უზრუნველყოფს, რომ თითოეული ქართველი ემიგრანტის წარმატების ისტორია ფართო აუდიტორიამდე მივიდეს და შთაგონების წყაროდ იქცეს სხვებისთვის.
Georgian Space — Connecting People, Ideas & Opportunities.
"ემიგრაცია, როგორც შესაძლებლობა" - ისტორიები ქართველებზე, რომლებმაც უცხოქვეყანაში ახალი გზები აღმოაჩინეს და საკუთარი გამოცდილება წარმატებად აქციეს.