გირჩევთ წაიკითხოთ: თავდაუზოგავი
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ჯონ შოლი გლობალური მოაზროვნე და მომხმარებელთა მომსახურების სფეროში ავტორიტეტული ფიგურაა. მან 40 წელზე მეტი მიუძღვნა გამორჩეული მომსახურების კულტურის შექმნას საავტორო ტექნოლოგიით, რომელიც აგებულია პრაქტიკულობაზე, სიმარტივესა და საღ აზრზე.
მისი წიგნი "თავდაუზოგავი" სწორედ მომსახურების კულტურის სტრატეგიებს ეხება.წიგნში შოლი გვარწმუნებს, რომ ორგანიზაციის სტაბილური წარმატების ერთადერთი გარანტია და ამოსავალი წერტილი მომხმარებელთან ურთიერთობისა და მომსახურების უწყვეტად დახვეწაა. რაც თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს.
რა არის თავდაუზოგაობა?
- თავდაუზოგაობა ელიტური, ექსკლუზიური ორგანიზაციების კულტურის ნაწილია
- თავდაუზოგაობა ნიშნავს, რომ არასდროს დანებდებით. მუდამ კლიენტის მომსახურებაზე იქნებით ფოკუსირებული.
- თავდაუზოგაობა ვნებად უნდა იქცეს. მას მთელი ცხოვრება უნდა უერთგულოთ.
ეს წიგნი პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის არის, ვინც საკუთარ ბიზნესს, სახელმწიფო თუ არაკომერციულ ორგანიზაციას უდგას სათავეში და მის ხასიათსა და ხედვას აყალიბებს. "თავდაუზოგავი" გამოადგება ყველას, ვისთვისაც თავისი ორგანიზაციის განვითარება და წარმატება პრიორიტეტია და სწორედ ამ მიზნით, მომხმარებლის მოთხოვნას წინა პლანზე აყენებს.
წიგნის წაკითხვის შემდეგ თავდაუზოგაობის მნიშვნელობას უკეთ მიხვდებით და იმასაც ჩაწვდებით, რა არის საჭირო თავდაუზოგავი შრომისთვის. ამის გარდა, ჯონ შოლი მრავალწლიან პროფესიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მომსახურების სფეროს საიდუმლოებებზე და ეფექტურ სტრატეგიებზე გიამბობთ. ამის გარდა, გაეცნობით მაგალითებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს - თუ რა სახეს იღებს თავდაუზოგაობა პრაქტიკაში; ასევე, პირად და ბიზნესმეთოდებს, შთაგონებას მათგან, ვინც წარმატებას თავდაუზოგაობით მიაღწია და მათაც გაეცნობით, ვინც ეს ვერ შეძლო.
შეიძინეთ "თავდაუზოგავი" Palitra L-ის ვებგვერდზე, "ბიბლუსის" ქსელში ან Entrepreneur Shop-ზე ონლაინ.