Get All Access for $5/mo

გირჩევთ წაიკითხოთ: ადამ გრანტის "კიდევ დაფიქრდი"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ავტორის შესახებ:

ადამ გრანტი - ამერიკელი ფსიქოლოგი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს სკოლის - Wharton-ის ორგანიზაციული ფსიქოლოგიის გამორჩეული პროფესორი. ასევე, ადამ გრანტი ცნობილია საავტორო პოდკასტებითა და დასამახსოვრებელი გამოსვლებით პროექტში TED Talks. ადამ გრანტს სჯერა, რომ გონებამახვილობა დასწავლადი უნარია და მისი წიგნი "კიდევ დაფიქრდი" სწორედ ამ იდეის ირგვლივ ავტორის თვალსაჩინო მიგნებების შესახებაა.

რას მოგვცემს წიგნი "კიდევ დაფიქრდი"

წიგნი გთავაზობთ, უარი თქვათ იმ ცოდნასა და შეხედულებებზე, რომლებიც აღარ მუშაობენ თქვენს სასიკეთოდ და თანმიმდევრულობის ნაცვლად, თქვენი ხასიათის მთავარ თვისებად მოქნილობა აქციოთ.

დიდი ხნის განმავლობაში, ადამიანის ინტელექტის შესაფასებელ მთავარ კრიტერიუმად აზროვნებას განვიხილავდით. მაგრამ დღეს, სწრაფად ცვალებად, თანამედროვე სამყაროში ეს მიდგომა შეიცვალა და აზროვნების გარდა, მასზე მეტად მნიშვნელოვანი კოგნიტური უნარები გამოიკვეთა - გააზრება და მოძველებულ ინფორმაციაზე უარის თქმა.

ცხოვრების განმავლობაში უამრავ ინფორმაციას ვაგროვებთ. ინფორმაციისა და ტექნოლოგიების დღევანდელი ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, ცოდნის მოცულობა არა მხოლოდ იზრდება, არამედ - იზრდება დაჩქარებული ტემპით. ჩვენს ხელთაა მრავალფეროვანი კოგნიტური "ხელსაწყო", რომლებსაც რეგულარულად ვიყენებთ - ფაქტები, გამოთქმული ვარაუდები ან სუბიექტური შეხედულებები. დროთა განმავლობაში, შეგროვილი ინფორმაციის დიდი ნაწილი იცვლება, ჩვენ კი მათ ვერ ველევით და ამის გამო, ადრე თუ გვიან აუცილებლად ვაწყდებით წინააღმდეგობებს.

ამ წინააღმდეგობების გადასალახად ან თავიდან ასარიდებლად საჭიროა აზრის გადასინჯვა გონების რეგულარულ დავალებად ვაქციოთ. აზრის გადასინჯვა - ეს არის უნარი, ისწავლოთ გარშემომყოფებისგან და ისე იცხოვროთ, რომ შემდეგ სანანებელი არაფერი გქონდეთ. ის ფილტრი კი, რომლის მიხედვითაც უნდა დავადგინოთ, როდის დგება დრო არსებული ინფორმაციისა თუ სხვა რესურსების გადაფასებისთვის, პრაქტიკითა და მეტი დაფიქრებით გამომუშავდება.

ცვლილებების დაჩქარებული ტემპი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, იმას ნიშნავს, რომ ჩვენც ადრინდელზე უფრო სწრაფად უნდა შეგვეძლოს ჩვენი შეხედულებების გადასინჯვა, რაც ნამდვილად არ არის ადვილი ამოცანა. რაც მეტად ვეფლობით სუბიექტურ შეხედულებებში, ისინი მით უფრო უკიდურესები და კომპლექსურები ხდებიან.

ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, უმეტესი ჩვენგანი მხარს უჭერს რწმენის კომფორტს, ვიდრე ეჭვის დისკომფორტს. ჩვენ ვუსმენთ მოსაზრებებს, რომლებიც თავს კარგად გვაგრძნობინებენ, ნაცვლად იმისა, მივილტვოდეთ იდეებისსკენ, რომლებიც გვაიძულებენ მეტი ვიფიქროთ. ჩვენ აზრთა სხვადასხვაობას ვუყურებთ როგორც საფრთხეს ჩვენი ეგოსისთვის, და არა სწავლის შესაძლებლობას. სწორედ აზროვნების ამ ფუნდამენტის შეცვლისკენ მოგვიწოდებს ადამ გრანტი წიგნში "კიდევ დაფიქრდი"

შეიძინე ადამ გრანტის "კიდევ დაფიქრდი" Entrepreneur Shop-ზე და მიიღე თბილისში უფასოდ.
წიგნი ხელმისაწვდომია ასევე ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში და Palitra L-ის ვებ გვერდზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია