Get All Access for $5/mo

გირჩევთ წაიკითხოთ: ყველაზე მდიდარი კაცი ბაბილონში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

წიგნი, რომელიც თითქმის ერთი საუკუნის წინ გამოიცა და ძველი ბაბილონის შესახებ მოგითხრობთ, აღიარებულია თანამედროვე ფინანსური ლიტერატურის კლასიკად.

როგორ და რატომ გახდა 6000 წლის წინ, ბაბილონში განვითარებული მოვლენები თანამედროვე ადამიანის გზამკვლევი ფინანსურ სამყაროში?

მარტივად - ის ფინანსური გაკვეთილები, რასაც წიგნში წაიკითხავთ, აქტუალური იყო 6000 წლის წინაც და დღესაც გვასწავლის გონივრულ ბიუჯეტირებას. თანაც, საკმაოდ სახალისოდ, რაც ფინანსური ლიტერატურისთვის მეტნაკლებად უჩვეულოა.

წიგნის მიხედვით, სიმდიდრეს 5 კანონი აქვს:

1. ოქრო იმასთან მიდის, ვინც თავისი შემოსავლის ერთ მეათედს გადადებს, რათა თავისი ოჯახის მომავალი უზრუნველყოს.
2. ოქრო ბეჯითად მუშაობს ჭკვიანი მფლობელის ხელში, რომელიც მას სარფიან საქმეში იყენებს.
3. ოქროს დაცვა სჭირდება, ამიტომაც, ჭკვიანმა კაცმ ის გამოცდილი მუშაკის რჩევით უნდა დააბანდოს.
4. ოქრო ისეთ კაცს არ გაუჩერდება, რომელიც მას იმგვარ საქმეში დააბანდებს, რომელსაც არ იცნობს ან ნაცადი ადამიანის მიერ არ არის მოწონებული.
5. ოქროს ის ადამიანი არ უყვარს, რომელიც მას ავანტიურისტულ ან მაცდურ, მოუფიქრებელ საქმეში დააბანდებს და ჰგონია, რომ რომ თავის რომანტიკულ ზმანებებს რეალობად აქცევს.

თუმცა, ცხადია, ეს არ არის გამდიდრებისთვის საკმარისი. მხოლოდ მოქმედებას შეუძლია ადამიანის სასურველ წარმატებამდე მიყვანა. კაპიტალის დაგროვება, სწორი ინვესტირება, გონივრული ხარჯვა და სხვა არაერთი ჩვევა, რომლებიც იმ ადამიანებისთვისაა, რომლებმაც მკაფიო მიზნად გამდიდრება და ცხოვრებით სიამოვნება დაისახეს.

წიგნში გაეცნობით "გამდიდრების 7 წესს", რომელიც ნაცადი და აღიარებულია მსოფლიოს გავლენიანი ფინანსისტებისა და ბიზნესმენების მიერ, როგორც ფულის მოსაზიდი უნივერსალური ფორმულა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ

Business News

ზრუნვა საკუთარ თავზე?

მე ჩემზე ვიზრუნებ, რომ შენზე უკეთ ვიზრუნო

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი