GITA-ს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი ცნობილია
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
GITA-ს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი ცნობილია:
Eye2Eye - პროდუქტი არის აპარატი, რომელიც მიზნად ისახავს სტრაბიზმის ანუ "სიელმის" და ამბლიოპიის ანუ "ზარმაცი თვალის" სტატისტიკის გლობალურ შემცირებას.
Roommate Georgia - ალგორითმის საშუალებით, ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შეუძლიათ, იპოვნონ ოთახის მეზობელი, გადაინაწილონ ბინის ქირის ხარჯი, რაც საცხოვრებელს ბევრად ხელმისაწვდომს ხდის მათთვის.
Retain - კომპანიები იყენებენ რითეინს იმისათვის, რომ მიიღონ მომხმარებლის უკუკავშირი საკუთარი ფილიალებიდან QR კოდებისა და ონლაინ არხებიდან SMS-ის, ელ.ფოსტისა და ინტეგრაციების (API, SDK) საშუალებით.
Horsetours - საცხენოსნო ტურიზმის განვითარების ინოვაციური გადაწყვეტა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა ტიპის საცხენოსნო ტურს.
Zeussing - ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე დაფუძნებული, სასტუმროების Self Check-in სერვისი სტაფის გარეშე.
Adviso - მობილური და ვებ ფინტექ აპლიკაცია, შექმნილი მიკრო/მცირე მეწარმეებისთვის, რომელიც ძალისხმევის გარეშე, რეალურ დროში იძლევა ინტუიციურ ბიზნეს ანალიტიკურ და ქმედით ფინანსურ რჩევებს.
Connect - სტარტაპი სთავაზობს სამედიცინო მომხმარებლებსა და მიმწოდებელს ციფრულ სივრცეს მათი ინტერესების თანაკვეთისთვის.
DataStudio - AI-ზე ორიენტირებული ERP სისტემა, რომელიც გარდაქმნის ოპერაციათა მართვას.
metric.ge - სტარტაპი ავტომანქანებისა და ბინის შეძენის მსურველებს ეხმარება, შესაძენი ქონების შერჩევაში, მათ შეფასებაში და შესაძენად საჭირო ფინანსების მიღებაში.
Mimirex - Marketplace, რომელიც აკავშირებს ტექ. ინდუსტრიაში კარიერის დაწყების, მასში მიგრაციის ან ტექნოლოგიური/სამეწარმეო უნარების გაძლიერების მსურველ მომხმარებლებს აღნიშნულ სფეროში გამოცდილ პროფესიონალებთან.
Wiggly AI - ცხოველის პირადი AI ასისტენტი, რომელიც შეინახავს ცხოველის ისტორიას და მის საფუძველზე ოთხფეხა მეგობრის მეპატრონეს გაუწევს ექსპერტულ და ინდივიდუალურ კონსულტაციას, მისცემს პერსონალიზირებულ რჩევებს მისთვის საინტერესო/საჭირო საკითხზე.
Promofy - გემიფიკაციის პლატფორმა, რომელიც AI გამოყენებით თამაშის ელემენტებს ამატებს ციფრულ პროდუქტებში, როგორიც არის ქულები, დონეები, ბეიჯები და სხვა.
Sfero - დასაქმების პლატფორმა, რომელიც აჩქარებს დასაქმების ეფექტურობას და ამცირებს მის ხარჯებს.
tasteit - connecting foodmates - სოციალური ქსელის პლატფორმა, რომელიც ორიენტირებულია საკვებზე.
Herio - სწრაფი დასაქმების პლატფორმა აკავშირებს სტუმართმასპინძლობის სფეროს ახალგაზრდებთან.
Student Hunt - სტარტაპი ეხმარება სტუდენტებს, ერთიან სივრცეში იპოვნონ მათთვის სასურველი და საჭირო შეთავაზებები ბრენდებისგან, ხოლო ბრენდებს საშუალებას აძლევს 4-ჯერ იაფად შეძლონ სტუდენტური სეგმენტის მოზიდვა.
SmartSense - ინდუსტრიული ობიექტის ტექნიკურ გამართულობაზე დამოკიდებულია ობიექტის შეუფერხებელი მუშაობა. ხარვეზის წინასწარი პრევენციის მიზნით, იქმნება აპლიკაცია, რომელზეც შეტყობინება შემოვა, ობიექტზე დაყენებული დეტონატორიდან და სენსორიდან.
Arena Games - WEB3 თამაშების პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს WEB2 თამაშების დეველოპერებს შეუფერხებლად ჩააშენონ ბლოკჩეინ ტექნოლოგიები თავიანთ თამაშებში და დანერგონ თავიანთი პროდუქტის მონეტიზაციის ახალი გზები WEB3 საზოგადოების მეშვეობით.
Compound - სტარტაპი აძლევს შესაძლებლობას ინდივიდებს, სტარტაპებსა და ბიზნესებს, 24 საათზე ნაკლებ დროში დაუკავშირდნენ კვალიფიციურ ფრილანსერებს და მიიღონ მომსახურება, სტაბილური ყოველთვიური გადასახადის სანაცვლოდ.
AREALLY - ღრუბლოვანი ეკოსისტემა სასტუმროს მართვისთვის SAAS მოდელით, რომელიც უზრუნველყოფს შიდა მართვას, გაყიდვების არხებთან პირდაპირ კავშირს და დაჯავშნის მოდულს სასტუმროებისთვის, ჰოსტელებისთვის და აპარტოტელებისთვის.