Join our Waitlist for Expert Advice!

GITA-ს ინიციატივით, მეწარმე ქალებისა და IX-XII კლასის მოსწავლე გოგოებისთვის ხელოვნური ინტელექტის კვირეული მიმდინარეობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, UNDP-ისა და შვედეთის მხარდაჭერით, გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, 21 ოქტომბერს მეწარმე ქალებისა და IX-XII კლასის მოსწავლე გოგოებისთვის ხელოვნური ინტელექტის კვირეული დაიწყო, რომელსაც საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია ახორციელებს.

კვირეულის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენების გზების შესახებ.

მონაწილეები 5 დღის განმავლობაში:

* დაესწრებიან წამყვანი პროფესიონალების ლექციებს ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებისა და ყველაზე მნიშვნელოვანი AI ინსტრუმენტების შესახებ;

* გაიგებენ, როგორ შეიძლება ამ ხელსაწყოების ბიზნეს საქმიანობასა და სწავლაში გამოყენება;

* თავად იმუშავებენ მეწარმეების რეალური ბიზნეს ამოცანების AI-ის საშუალებით გადაწყვეტაზე.

კვირეული მიზნად ისახავს ქალებისა და გოგოების გაძლიერებას, მათ ტექნოლოგიებში ჩართვასა და პროფესიული და სამეწარმეო კარიერის განვითარებაში მხარდაჭერას. კვირეულის ფარგლებში მიღებული ცოდნა მეწარმე ქალებს საკუთარი ბიზნესის გაზრდისა და ბიზნეს ოპერაციების გამარტივების საშუალებას მისცემს, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით. მოსწავლე გოგოებს კი ტექნოლოგიებში ცოდნის გაღრმავებაში, ინტერესების აღმოჩენასა და კარიერის დაგეგმვაში დაეხმარება.

კვირეულის სილაბუსი აერთიანებს ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებს, AI ხელსაწყოების გამოყენებას მარკეტინგის, პროექტების მართვის, ფინანსური და ოპერაციების ანალიტიკისა და დაგეგმვის მიმართულებით. კვირეულის ბოლოს მოსწავლეებისა და მეწარმე ქალებისგან დაკომპლექტებული გუნდები რეალური ბიზნეს ამოცანების გადაწყვეტებს შეიმუშავებენ, AI ხელსაწყოების გამოყენებით.

კვირეული ხორციელდება საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და მას 21-25 ოქტომბერს საქართველოს ბანკის ბიზნეს სივრცე - 4B მასპინძლობს (ალ. ყაზბეგის N15).

ინდუსტრიული ტრენდები

Hapttic - ინოვაციური ციფრული მედია მონიტორინგის ხელსაწყო

სრულიად ახალი პრაქტიკები მარკეტინგული კვლევისა და მომხმარებელთა ანალიტიკის პროცესებში