Get All Access for $5/mo

GITA-ს ინოვაციურმა ბანაკმა საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებიდან 100 მოსწავლეს უმასპინძლა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ინოვაციური ბანაკი დახურა. წელს STEAM ბანაკში მონაწილეობის სურვილი 3000-ზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა. ბანაკმა საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებიდან 100 შერჩეულ მოსწავლეს უმასპინძლა.

მონაწილეებს პროექტის განმავლობაში მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, ხელოვნებისა და მათემატიკის მიმართულებით არაერთი საინტერესო ტრენინგი თუ ვორქშოფი ჩაუტარდათ. პრაქტიკული მეცადინეობების გარდა, ბანაკის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ მოწვეული სპიკერებისათვის და ჩართულიყვნენ გასართობ/გუნდურ თამაშებსა და სპორტულ აქტივობებში. ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეები ეცნობოდნენ რობოტიკას, კიბერუსაფრთხოებას, პროგრამირებისა და ასტროფიზიკის საწყისებს, რაც თითოეულ მათგანს დაეხმარება სამომავლოდ კარიერული ცხოვრების უკეთ დაგეგმვასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებაში.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე GITA–ს თავმჯდომარემ მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სერთიფიკატები გადასცა.

აგვისტოს თვეში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, განხორციელდა სტუდენტური ბანაკები ხელოვნური ინტელექტის და ბიოტექნოლოგიების მიმართულებით და ასევე STEAM ბანაკი სკოლის მოსწავლე გოგონებისათვის. ტექნოლოგიური ბანაკები მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ ცოდნისა და ინტერესის გაზრდას და მათი უნარების განვითარებას აღნიშნულ სფეროებში.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი