"გლობალ სელი" ტექნოლოგიური სიახლეების წინა ხაზზე — ციფრული მომავლის სამსახურში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მსოფლიო სატელეკომუნიკაციო სფერო სწრაფად იცვლება და მუდმივად პროგრესირებს. მომხმარებლებს სჭირდებათ არა მხოლოდ საიმედო კავშირი, არამედ მოქნილი, ციფრული და მარტივად ხელმისაწვდომი სერვისები. სწორედ ამ სერვისების ერთობლიობამ აქცია "გლობალ სელი" წამყვან მოთამაშედ როგორც საქართველოს, ისე გლობალურ ბაზარზე.
კომპანია, რომელმაც 2009 წელს ქართული ბაზრიდან დაიწყო ოპერირება, უკვე გლობალურ ტექნოლოგიურ ბრენდად იქცა, რომელიც ციფრულ კავშირს ხელმისაწვდომ, უსაფრთხო და ტექნოლოგიურად დახვეწილ გამოცდილებად გარდაქმნის. ბრენდის იდენტობა ეფუძნება სამ ძირითად ღირებულებას: ინოვაცია — როგორც განვითარების მუდმივი ძრავა; ხელმისაწვდომობა — როგორც ციფრული სერვისების გამარტივებული გამოცდილება და ნდობა — როგორც სტაბილურობისა და გრძელვადიანი პარტნიორობის გარანტია.
"გლობალ სელი" იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც მომხმარებლებს e-SIM ტექნოლოგია და ინოვაციური ციფრული სერვისები შესთავაზა. e-SIM მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაამყაროს სწრაფი, მარტივი და უსაფრთხო კომუნიკაცია მსოფლიოს 150+ ქვეყანაში, ყოველგვარი ფიზიკური ბარათის გარეშე. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც აერთიანებს კომფორტს, თავისუფლებასა და ხარჯების ოპტიმიზაციას.
გარდა ამისა, კომპანიის ციფრული პლატფორმები მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს მართოს საკუთარი სერვისები დამოუკიდებლად. ასევე, მიიღოს 24/7 საკონსულტაციო და ტექნიკური მხარდაჭერა, ისარგებლოს მოქნილი ტარიფებითა და ინოვაციური პროდუქტებით.
"გლობალ სელი" ინვესტიციას დებს არა მხოლოდ ახალი სერვისების შექმნაში, არამედ მათ უსაფრთხოებასა და სისტემურ გამართულობაში. ყველა პლატფორმა დაცულია თანამედროვე სტანდარტებით, ხოლო მომხმარებლის მონაცემთა უსაფრთხოება კომპანიის უმთავრესი პრიორიტეტია. აღნიშნულის მყარ საფუძველს ქმნის არაერთი ISO სერტიფიცირება, რაც კომპანიას აქვს მიღებული ინფორმაციული უსაფრთხოებისა და ხარისხის მართვის მიმართულებებით.
ბრენდის განვითარების ტექნოლოგიური ვექტორი მჭიდროდ არის დაკავშირებული საერთაშორისო პარტნიორობასთან. 2019 წლიდან კომპანია აქტიურად თანამშრომლობს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან (UNWTO). 2024 წლიდან კი ოფიციალურად გახდა გაეროს საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის (ITU) პირველი წევრი ოპერატორი საქართველოდან. ეს პარტნიორობა არა მხოლოდ აღიარებაა, არამედ ტექნოლოგიური და სტრატეგიული გამოცდილების გაზიარების პლატფორმა, რაც ბრენდს ანიჭებს უპირატესობას ციფრული მომსახურებების სფეროში.
"გლობალ სელის" მთავარი პრინციპი რჩება უცვლელი: ტექნოლოგია არ უნდა იყოს რთული, ის უნდა იყოს მარტივი, ადამიანზე მორგებული და ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირებული.
ინოვაცია "გლობალ სელში" ნიშნავს რეალურ სარგებელს მომხმარებლისთვის, სწრაფ კავშირს, მოქნილ პირობებს, გამარტივებულ სერვისებს და მუდმივად განახლებად ციფრულ გადაწყვეტილებებს.
"გლობალ სელი" ეს არის ბრენდი, რომელიც საქართველოში დაიბადა, თუმცა, მისი ხედვა საზღვრებს სცდება, კომპანია, რომელიც არა მხოლოდ ეხმიანება ტექნოლოგიურ ტრენდებს, არამედ თავად ქმნის მას.