Cyber Monday Sale! 50% Off All Access

Globalize-მა ვაშინგტონში ქართული სტარტაპებისთვის მიღება გამართა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გასულ კვირას, Globalize-ის გუნდი ვაშინგტონში იმყოფებოდა, სადაც VentureX-თან პარტნიორობით ქართულ სტარტაპებს, ადგილობრივ დიასპორას, ინვესტორებს და პარტნიორებს უმასპინძლა.

ღონისძიებას ამერიკის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი ესწრებოდა, რომელმაც სიტყვით მიმართა დამსწრე აუდიტორიას, ხაზი გაუსვა ქართული სტარტაპებისთვის ამერიკის ბაზარზე არსებულ შესაძლებლობებს და მზაობა გამოთქვა მათ მხარდასაჭერად.


Globalize-ის გუნდმა მიმდინარე პროექტები გააცნო დამსწრე აუდიტორიას და უახლოეს პერიოდში ამერიკის ბაზრისთვის გლობალაიზის ონლაინ მარკეტფლეისის ჩაშვება დააანონსა. შემდეგ კი, სცენა სტარტაპებს დაეთმოთ, სადაც ხუთმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა წარადგინა საკუთარი ინოვაცია: Lawformer, Tasteit, Roommate, Sidekick და FAG Accounting.

მიღება VentureX-თან პარტნიორობით განხორციელდა, რომელიც არის ვაშინგტონში არსებული საერთო სამუშაო სივრცე Adams Morgan-ზე.

ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: ამერიკის საელჩო საქართველოში, Nexia Georgia, Georgian Association in the USA, Global Analytics and Advisory Services, Affinia Events, American Chamber of Commerce და Entrepreneur.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი