Sponsored Content

Globalize UK Conference ლონდონში წარმატებით დასრულდა 15 ქართული სტარტაპი წარსდგა აუდიტორიის წინაშე და 25-მდე საექსპორტო პროდუქტი განთავსდა საგამოფენო სივრცეში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Globalize

Globalize UK კონფერენცია 18 ნოემბერს, ლონდონში შედგა. 15 ქართული სტარტაპი წარსდგა აუდიტორიის წინაშე და 25-მდე საექსპორტო პროდუქტი განთავსდა საგამოფენო სივრცეში.

კონფერენცია მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც სხვადასხვა პანელურ სესიებსა და მოხსენებებში 35-მდე სპიკერმა მიიღო მონაწილეობა. ?ათ შორის, დამსწრე აუდიტორიას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც მიმართა: "ჩემი აზრით, აქ წარმოდგენილია ის ყველაფერი, რაც დღეს საქართველოს ესაჭიროება. პირველ რიგში, გლობალიზება. ჩვენ გლობალური სამყაროს ნაწილად ყოფნა გვჭირდება, Globalize-ის ინიციატივაში უდიდესი პოტენციალია და რა გზითაც იქნება შესაძლებელი, მსურს, მისი მხარდამჭერი ვიყო" - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა ქართული სტარტაპის, Theneo-ს დამფუძნებელი, ანა რობაქიძე მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე დაფუძნებული წარმატებული ბიზნესპროექტის შექმნისათვის, საზღვარგარეთ ქართული სტარტაპების ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

Globalize UK კონფერენციას ესწრებოდნენ ქართველი ანტრეპრენერები, ბრიტანეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წევრები, ინვესტორები, ადგილობრივი ტექ-ქომიუნითი, სავაჭრო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ოფიციალური პირები.

Globalize UK Conference "საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს", USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის და "საქართველოს ბანკი ბიზნესის" მხარდაჭერით ჩატარდა. კონფერენციის პარტნიორები არიან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU), "დომუსი"- Domus, Sweeft Digital, Sky Logistics, Nexia TA, Reforma. საინფორმაციო მხარდაჭერას ბიზნეს მედია საქართველო (BMG), Marketer.ge და Entrepreneur და ბიზნეს პარტნიორი უზრუნველყოფენ.

"Globalize UK კონფერენცია დასრულდა. გვიხარია, რომ სილიკონის ველისა და პარიზის კონფერენციების შემდეგ, ბრიტანულ აუდიტორიასაც წარმატებით გავაცანით ქართული ბიზნეს იდეები, წარვადგინეთ სტარტაპები და ვიზიტორებისთვის ქართული საექსპორტო პროდუქცია გამოვფინეთ. Globalize გააგრძელებს ქართველი მეწარმეებისთვის შესაძლებლობების გახსნას მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც" - ამბობს Globalize დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, სალომე კუკავა.

მისივე თქმით, კონფერენცია ქართულ კომპანიებს მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებაში დაეხმარება და მომავალში მათ ბრიტანულ ბაზარზე გაფართოებას შეუწყობს ხელს.

კონფერენციაზე გაიმართა პანელური დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორებიცაა განვითარებადი ტენდენციები საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემებში, კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის მომავალი, ქალები ტექნოლოგიებში და სხვა. აღნიშნული კონფერენცია კიდევ ერთი წარმატებული მაგალითია ქართული ბიზნესისა და სტარტაპების ზრდის ხელშეწყობისა საქართველოს საზღვრებს გარეთ.

18 ნოემბერს Globalize UK Conference-ზე მოეწყო ქართული პროდუქციის ექსპოც. კონფერენციის ვიზიტორებს, ასევე ბაერებს, საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ საუკეთესო ხარისხის ქართული საექსპორტო პროდუქტი. გამოფენის მიზანია, ქართველი მეწარმეების ხელშეწყობა ბიზნესის არეალის გაფართოებაში.

კონფერენციამდე ერთი დღით ადრე, 17 ნოემბერს, გაიმართა მიღება სტუმრებისთვის, რომელსაც Globalize-მა "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა" და დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით უმასპინძლა.

ახლო მომავალში Globalize კონფერენციებს ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გეგმავს.

GLOBALIZE არის ბიზნეს-საკონსულტაციო ორაგნიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ქართულ სტარტაპებსა და ექსპორტიორებს საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებაში, ინოვაციური, სანდო და შედეგზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველყოფით. კომპანია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი პროფესიონალებისგან ქმნის საკონსულტაციო ჯგუფებს, რომლებიც ეხმარებიან ქართულ კომპანიებს საერთაშორისო ბაზრებზე ადაპტაციაში. ამ დროისთვის Globalize Community აერთიანებს 6,000-მდე წარმატებულ ქართველ პროფესიონალს საზღვარგარეთ. Globalize-ს იდეა სიმარტივითა და ხელმისაწვდომობით გამოიხატება, რადგან ის აერთიანებს ყველა საჭირო რესურსს გლობალურ ბაზარზე მოსახვედრად. აღსანიშნავია, რომ GLOBALIZE-ს უკვე ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ჯგუფები 12 ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბიტანეთსა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში.