გლობალური ავტობრენდი GWM მალე საქართველოში გამოჩნდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ავტობაზარი მალე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლით შეივსება - ქვეყანაში ოფიციალურად შემოდის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი გლობალური ავტობრენდი, GWM (Great Wall Motors). კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობა უახლოეს პერიოდში გაიხსნება და მომხმარებლებს მრავალფეროვან, თანამედროვე და ტექნოლოგიურად განვითარებულ ავტომობილებს შესთავაზებს.

GWM ჩინური ავტოინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც 1990 წელს დაარსდა და დღეს უკვე წარმოდგენილია მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანიის ისტორიაში გაყიდულია 17 მილიონზე მეტი ავტომობილი, რაც მას გლობალურად ნდობაზე დაფუძნებულ ბრენდად აქცევს. 30-წლიანი გამოცდილება, 700-ზე მეტი დილერი და საერთაშორისო მასშტაბზე სწრაფი ზრდა GWM-ს თანამედროვე ავტოინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ აყალიბებს.

მრავალფეროვანი პორტფოლიო და სამი ქვებრენდი საქართველოში

GWM-ის პორტფოლიო მოიცავს სხვადასხვა ტიპის ავტომობილს - SUV-ებს, პიკაპებს, ოფროუდ და სატვირთო მოდელებს. საქართველოს ბაზარზე ბრენდი წარმოდგენილი იქნება სამი ქვებრენდით: TANK, HAVAL და POER.

ოფროუდის მოყვარულებისთვის ხელმისაწვდომი იქნება TANK 300, მოდელი, რომელიც თავის სეგმენტში კონკურენციას უწევს წამყვან საერთაშორისო ბრენდებს. პრემიუმ კლასის ავტომობილების მოყვარულებს კი ელოდება TANK 500 - 7-ადგილიანი, ბიზნეს კლასის SUV, რომელიც აერთიანებს სიმძლავრეს, კომფორტსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს.

SUV სეგმენტში განსაკუთრებულად გამოირჩევა HAVAL H6, რომელიც აერთიანებს უსაფრთხოებას, ეკონომიურობას, ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და დახვეწილ დიზაინს. ხოლო HAVAL JOLION არის მოდელი, რომელიც მომხმარებლის მოლოდინს აჭარბებს - თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ეფექტური შიდა წვისა და ჰიბრიდული ძრავებით.

პიკაპების სეგმენტში კი წარმოდგენილი იქნება POER, რომელიც ამ კატეგორიაში ერთ-ერთ ლიდერად ითვლება.

ტექნოლოგია, ინოვაცია და ქართულ ბაზარზე მორგებული გლობალური გამოცდილება

GWM გამოირჩევა ძლიერი ტექნოლოგიური ბაზით და აქტიური ინვესტიციებით კვლევასა და განვითარებაში. კომპანიას კვლევითი ცენტრები აქვს მსოფლიოს 10 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, გერმანიასა და იაპონიაში.

ბრენდი აქტიურად ავითარებს თანამედროვე ენერგეტიკულ მიმართულებებს და მომხმარებლებს სთავაზობს: ჰიბრიდულ და plug-in ჰიბრიდულ მოდელებს, სრულად ელექტრო ავტომობილებსა და წყალბადზე მომუშავე ტექნოლოგიებს.

GWM არაერთ საერთაშორისო რეიტინგსა და ჯილდოშია წარმოდგენილი. მათ შორის, კომპანია შევიდა Forbes-ის "2000 უმსხვილეს კომპანიას" შორის, ხოლო 2018 წელს დაიკავა პირველი ადგილი "Top 100 Most Valuable Auto Brands"-ში.

GWM-ის საქართველოში წარმომადგენლობის მთავარი მიზანია, ავტომობილის ფლობა გახდეს უფრო მარტივი, გამჭვირვალე და მომხმარებელზე მორგებული პროცესი.

ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს სრულ ციკლს - ავტომობილის შერჩევიდან შეძენამდე და შემდგომ ფლობამდე - სადაც თითოეული ეტაპი მაქსიმალურად გამარტივებულია. დაგეგმილია: გამჭვირვალე ფინანსური მოდელები; მოქნილი პირობები, მათ შორის Trade-in და Buy-back; ფლობის ხელმისაწვდომი და საიმედო პირობები.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სერვისის ხარისხს - მომხმარებელს საშუალება ექნება ისარგებლოს ოფიციალური სერვისცენტრით, მიიღოს ბრენდის სტანდარტების შესაბამისი მომსახურება და ორიგინალი ნაწილები უმოკლეს დროში.

Great Wall Motors - მოსალოდნელზე მეტი

GWM გლობალური მასშტაბით მუდმივად აფართოებს შესაძლებლობებს ტექნოლოგიის, უსაფრთხოებისა და ინოვაციის მიმართულებით. საქართველოში კი ბრენდის მიზანია, ეს გამოცდილება მაქსიმალურად მოარგოს ადგილობრივ მომხმარებელს - მის რეალურ საჭიროებებსა და მოლოდინებს.

Great Wall Motors - მოსალოდნელზე მეტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს - GWM.ge, ან Facebook გვერდს.