"გოგიტიძე არტ ხელნაკეთი ნივთები" - სასურველი ნივთები თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"გოგიტიძე არტ ხელნაკეთი ნივთები" სტარტაპია, რომელიც მომხმარებელს ხელნაკეთ, ყალიბის გარეშე დამზადებულ ნივთებს სთავაზობს. ნათია გოგიტიძე, პროფესიით ექიმი და ამჟამად ერთ-ერთი კომპანიის გაყიდვების მენეჯერია, მან ეს საქმე პანდემიის დროს წამოიწყო.
"მთელი დღის დაღლილობა საყვარელი საქმის კეთებასა და სახელოსნოში მუშაობაში ხელს არ მიშლის. იცით რატომ? ეს სულის საქმეა. სიყვარულის გარეშე არცერთი საქმე არ დაიწყოთ. ბავშვობაში ლექსებს ვწერდი, ახლა ესაა ჩემთვის უსიტყვო პოეზია".
ნათია იხსენებს, რომ "აწარმოე ქართულის" გრანტის მოპოვების შემდეგ სახელოსნო ააშენა, ქალბატონები დაასაქმა. ევროკავშირის მხარდაჭერა აქვს და მსოფლიოს ვირტუალურ გამოფენებში მონაწილეობს.
"ეს საქმე 7 თვის ორსულმა დავიწყე, პანდემიის დროს. ჩემი უფროსი შვილი 1 წლის იყო. ორი მცირეწლოვანი შვილით ყოველ ღამეს ვათენებდი. ჩემო ძვირფასო ქალბატონებო, ყველა სიტუაციაში შეგიძლიათ მიზნის მიღწევა. მთავარია, მოთმინება და დაუღალავი შრომა.
იყო ბევრი სირთულე, თუმცა შეუძლებელი არაფერია. მიხარია, რომ ჩემი ხელნაკეთები ნივთები ერთ-ერთი სასურველი სასაჩუქრე ბრენდია, რომ დილას ჩემი ხელნაკეთი ფინჯნიდან ყავას მიირთმევთ და ოცნებობთ".