Get All Access for $5/mo

Golden Tulip Design Tbilisi-ში 2 წლის იუბილე იზეიმეს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საერთაშორისო ბრენდის დიზაინ სასტუმროში Golden Tulip Design Tbilisi 2 წლის იუბილე აღნიშნეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ სასტუმროს პარტნიორები, საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, მედიის და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები.

იუბილეზე, სასტუმროს ორწლიანი წარმატებული საქმიანობა და მნიშვნელოვანი მიღწევები, მისმა გენერალურმა მენეჯერმა ელენე ოთარაშვილმა შეაჯამა. მან შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მუდმივი მხარდაჭერისთვის და ერთგული პარტნიორობისთვის.

"ჩვენი სასტუმრო 2022 წლის სექტემბერში გავხსენით და მას მერე ვაშენებთ ჩვენი წარმატების ისტორიას. გასული 2 წლის განმავლობაში მოვიპოვეთ არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ჯილდო. მათ შორის განსაკუთრებულად გამოვყოფდი მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟულ კონკურსს World Travel Award, სადაც უკვე ორჯერ მოვიპოვეთ გამარჯვება ნომინაციაში "საუკეთესო დიზაინ სასტუმრო". ეს ჯილდო ერთგვარი დასტურია ჩვენი გუნდის ინოვაციური ხედვის და თავდაუზოგავი მუშაობის. ჩვენ შევმქნით საოცარი სივრცე, თანამედროვე დახვეწილი ესთეტიკით, სადაც თითოეული სტუმარი თავს განსაკუთრებულად გრძნობს." - აღნიშნა ელენე ოთარაშვილმა.

საღამო Golden Tulip Design Tbilisi-ის უნიკალურ, პანორამული ხედებით გამორჩეულ, თბილისის საუკეთესო ღია ტერასაზე გაგრძელდა, სადაც მორიგი ექსკლუზიური ღონისძიება გაიმართა. სტუმრების წინაშე საერთაშორისო მუსიკალური სცენის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, გამორჩეული შემსრულებელი TAYLLOR წარდგა. ის მსოფლიოს მასშტაბით უკრავს ყველაზე პოპულარულ კლუბებში იბიცაზე, მიკონოსში და მონაწილეობას იღებს ისეთ ფესტივალებში, როგორიცაა Tomorrowland; Ushuaia და სხვ.

Golden Tulip Design Tbilisi მსოფლიოს წამყვანი მულტიბრენდული სტუმარმასპინძლობის ჯგუფის, Louvre Hotels-ის სტრატეგიული ბრენდია, რომელიც ინდუსტრიაში ახალი ინოვაციური მიდგომების დანერგვაზეა ორიენტირებული. ამჟამად ეს მზარდი ჯგუფი 54 ქვეყანაში 1 700 სასტუმროს მართავს.

Golden Tulip Design Tbilisi თანამედროვე დიზაინის 77 ნომრისგან შედგება. თითოეული ნომერი ქართველი არტისტების ხელით შექმნილი ნამუშევრებითაა გაფორმებული და საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ფრაგმენტებს გადმოსცემს. სასტუმრო აერთიანებს რესტორანს, ტერასას და ორ საკონფერენციო სივრცეს. მისი ყველა დეტალი სტუმარზეა მორგებული.

სასტუმროს ასევე გამოარჩევს გამორჩეული არქიტექტურის შენობა, საიდანაც მტკვარზე და ძველ თბილისზე ყველაზე შთამბეჭდავი პანორამული ხედი იშლება.

პროექტი საინვესტიციო კომპანია Block Group-მა განახორციელა, რომელსაც საქართველოს ბაზარზე ოპერირების 28-წლიანი ისტორია აქვს. ამჟამად ჯგუფი ორ მსხვილ პროექტზე მუშაობს: მულტიფუნქციური რეზორტი Central Park Towers და 180-ნომრიანი სასტუმრო რედისონი თბილისის ცენტრში.

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია