Get All Access for $5/mo

Google-ი არ აპირებს, ოფისში დაბრუნება და ტრადიციული სამუშაო გრაფიკი დააბრუნოს - ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე

By Erin Davis

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Google-ი არ აპირებს, Amazon-ს მიჰბაძოს და თანამშრომლები ჰიბრიდული რეჟიმიდან ოფისში დააბრუნოს. ამის შესახებ თანამშრომლებთან შეხვედრაზე კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

Google-ის ბოლო TGIF (Thank God It's Friday - მადლობა ღმერთს, პარასკევია) შეკრებაზე, სადაც მენეჯმენტის წარმომადგენლები თანამშრომლებს ხვდებიან და მათ კითხვებს პასუხობენ, ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა სწორედ სამუშაო რეჟიმს ეხებოდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ Google-ი ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმიდან საოფისე რეჟიმს დაუბრუნდებოდა. ეს ცნობები მას შემდეგ გახდა განხილვადი, რაც იგივე გადაწყვეტილება Amazon-მა მიიღო.

გასულ თვეში Amazon-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ კორპორაციის თანამშრომლები იანვრიდან კვირაში ხუთივე დღეს ოფისიდან იმუშავებენ, ხოლო გაყიდვების დეპარტამენტი ამ რეჟიმზე 1 ოქტომბრიდან გადავიდა.

Google-ი ამჟამად სთხოვს თანამშრომლებს, სამუშაო კვირის 3 დღე გაატარონ ოფისში, ხოლო დანარჩენი - მათთვის კომფორტულ გარემოში. TGIF შეხვედრაზე კომპანიის მენეჯმენტმა სწორედ ამაზე ისაუბრა - მათი თქმით, ეს რეჟიმი მუშაობს და პროდუქტიულობაც არ იკლებს, ამიტომაც ტექგიგანტი რაიმე ცვლილებებს არ გეგმავს.

ბოლო პერიოდში დიდ ტექკომპანიებში შეინიშნება ტენდენცია, რომ თანამშრომლებს უფრო და უფრო მკაცრად უკონტროლებენ ოფისიდან მუშაობას. თუმცა Alphabet-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება კომპანიამ მხოლოდ ტრენდის არსებობის გამო არ უნდა მიიღოს და თანამშრომლების პროდუქტიულობის მიხედვით იმსჯელოს - თუკი გუნდი ჰიბრიდულ რეჟიმშიც მუშაობს, მათი კომფორტის ზონიდან გამოყვანის აუცილებლობა არ დგას.

Google-ის წარმომადგენელმა TGIF შეხვედრაზე დასმული კითხვებისა და კომპანიის პოზიციის შესახებ Business Insider-თან ისაუბრა. თუმცა მას სხვა დეტალები არ დაუზუსტებია.

Erin Davis

Entrepreneur Staff

Freelance Writer

ტექნოლოგიური ტრენდები

5 ანტრეპრენერი, რომელიც რადიკალურად ცვლის განათლებას

ბავშვები ჩვენი მომავალია, ეს ანტრეპრენერები კი საგრძნობლად დიდ შესაძლებლობას აძლევენ მათ, რომ ხარისხიანი განათლება მიიღონ