Cyber Week Sale! 50% Off All Access

Google, Spotify, Stanford, Miro - პროდუქტების მენეჯმენტის პირველი ქართული კონფერენცია საერთაშორისო სპიკერების ჩართულობით გაიმართა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ოდესმე დასწრებიხართ ან გისაუბრიათ ბიზნესკონფერენციაზე კვირადღეს? მე დავსწრებივარ, მაგრამ არ ვნანობ, ვინაიდან ეს ყველაფერი საქართველოში ხდებოდა!", − სწორედ ასე აფასებს სტენფორდის ლიდი, პიოტრ იან პიეტრცაკი (Piotr Jan Pietrzak − Stanford Club of Poland, Stanford LEAD) საქართველოში პირველად ჩატარებულ, Product Management-ზე ორიენტირებულ კონფერენციას − ProdAct Conference 2023 − HOW?. 30-მდე გლობალური მასშტაბის სპიკერი Google-იდან, Spotify-დან, Stanford-იდან, Miro-დან და სხვა, 400 დამსწრე, ნეთვორქინგის შესაძლებლობა მსოფლიო დონის ტექნოლოგიურ სახეებთან. ღონისძიება მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ProdAct Community-ის ორგანიზებით თბილისში გაიმართა და ამით ერთ სივრცეში მოაქცია ყველა ის ადამიანი, რომლებიც დაკავშირებული არიან სხვადასხვა პროდუქტის შექმნასთან, მათ შორის: დიზაინი, მარკეტინგი, დეველოპმენტი, მონაცემთა ანალიზი, ციფრული ტრანსფორმაცია და სხვა.

"იმის გათვალისწინებით, თუ რა უკუკავშირიც გვაქვს დამსწრე საზოგადოებისგან, მიგვაჩნია, რომ ღონისძიება საკმაოდ წარმატებული იყო. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ პროექტს 400 ადამიანი ესწრებოდა და რამდენიმე დღით ადრე არა მხოლოდ გაყიდული იყო ყველა ბილეთი, არამედ იმაზე მეტი მოთხოვნა დაფიქსირდა, ვიდრე ველოდით. სამწუხაროდ, ფიზიკურად მეტი ადამიანის დატევის შესაძლებლობა არ გვქონდა.

გიორგი ლომიძე, ProdAct

რაც შეეხება უშუალოდ კონტენტს, აღსანიშნავია ფაქტი, რომ საერთაშორისო სპიკერები გულახდილად და ღიად საუბრობდნენ საკუთარ გამოცდილებასა და შეცდომებზერა ისწავლეს წლების განმავლობაში და რეალურად როგორ შეცვალეს საკუთარი მიდგომები? ამასთან, მოწვეულმა სპიკერებმა ისაუბრეს კონკრეტული მაგალითებითროგორ იცვლება პროდუქტების მენეჯმენტი წლების განმავლობაში, რა ტრენდები და ტენდენციები შეინიშნება და რა იქნება სამომავლოდ აქტუალური? ვფიქრობთ, ინფორმაცია, რომელიც ღონისძიების ფარგლებში გაჟღერდა, საკმაოდ საინტერესო იყო იმ ადამიანებისთვის, რომლები დღესდღეობით მუშაობენ პროდუქტების შექმნაში ან დაინტერესებულია ამ სფეროთი", − განმარტავენ ProdAct Community-ის გუნდში.

ინიციატივა გათვლილი იყო ყველა იმ ადამიანზე, რომლებსაც ციფრული პროდუქტები აინტერესებთ − სწორედ ამიტომ აღსანიშნავია ფაქტი, რომ პროექტის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა, პირისპირ შეხვედროდნენ მსოფლიოს ტექნოლოგიური ბრენდების წარმომადგენლებს, გაეცვალათ კონტაქტები და მიეღოთ ინფორმაცია მუდმივად განვითარებადი ინდუსტრიის შესახებ.

"საქართველოზე გაფიქრებისას, შესაძლოა, არ მოგივიდეს თავში აზრა, რომ ეს ქვეყანა ტექნოლოგიებსა და ბიზნესზე ორიენტირებულია, ვინაიდან ის შედარებით პატარა ქვეყანაა, რომელიც ევროპისა და აზიის კვეთაზე მდებარეობს. აღმოჩნდა, რომ ქართულ სტარტაპებს აქვთ გლობალური ხედვა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მცირე ბაზარია, აქაური ანტრეპრენერები არიან მამაცნი, წინდახედულნი და ცდილობენ, გააფართოონ საკუთარი ბიზნესი ინდოეთისა და ფილიპინები ბაზრებამდე. ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ქართულ საზოგადოებაში სიამაყის შეგრძნებამ და ბიზნესის წარმატების მტკიცე რწმენამ. ბიზნესთან მიმართებით მათ აქვთ ამბიციური, თუმცა საკმაოდ პრაქტიკული მიდგომები.

რაც შეეხება თავად ღონისძიებას, ეს იყო ერთ-ერთი საუკთესოდ ორგანიზებული პროექტი, რომელსაც ოდესმე დავსწრებივარ. მსგავსი ტიპის ღონისძიებები უმნიშვნელოვანესია ქსელის გაძლიერებისთვის. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო გიორგი ლომიძეს, სოფო კალანდაძეს, თათია ქარჩხაძესა და მთელ ProdAct საზოგადოებას მოწვევისთვის.

აქვე სახალისო ფაქტი: ქართველები იმდენად ერთგულები არიან თავიანთი საქმისადმი, რომ საქმიან ღონისძიებებს შაბათ-კვირასაც კი აწყობენ. ეს არის მათი მძლავრი სამუშაო ეთიკის აშკარა ასახვასამუშაო დღეებში არ აწყობენ კონფერენციებს და შესაბამისად, დროს არ აკლებენ სამუშაო საათებს.

ასე რომ, აქ არის ჩემი მოწოდება მოქმედებისკენ: ეწვიეთ საქართველოს, როგორც მოგზაურობისთვის, ასევე საქმიანი შესაძლებლობებისთვის. დამიჯერეთ, იმედგაცრუებული არ დარჩებით. საქართველო, შენ წარუშლელი კვალი დატოვე ჩემს გულზე!", − აღნიშნავს Piotr Jan Pietrzak − Stanford Club of Poland, Stanford LEAD.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პროგრამა ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ის ყოველწლიურად, წლის შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში გაიმართება. დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, შესაძლოა, სამომავლოდ ფორმატი შეიცვალოს − რაც ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე სცენაზე პარალელურად რამდენიმე გამოსვლა გაეწევა ორგანიზება და დამსწრე აუდიტორია შეძლებს მოუსმინოს იმ სესიას, რომელიც მათთვის ყველაზე საინტერესოა. გარდა ამისა, მიმდინარე პერიოდში, ნოემბერსა და დეკემბერში, დაგეგმილია ორი ე.წ. მითაფი, რომლის შესახებ ინფორმაცია ProdAct Community-ის გვერდზე იქნება განთავსებული.

კონფერენციის გენერალური პარტნიორია "საქართველოს ბანკი", ასევე სხვა ღირებული პარტნიორები: GITA, PSP, Gulf, Noxtton, Veli Store, BRID, Entrepreneur, Marketer.ge, BMG.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

ბიზნეს ქოუჩინგი ანტრეპრენერებისთვის

რა უფრო არის ქოუჩინგი – მეცნიერება თუ ხელოვნება?