Cyber Week Sale! 50% Off All Access

Greenwood Hotel, Restaurant & Spa — ახალი სასტუმრო მწვანე კონცხზე, ზღვისა და ბოტანიკური ბაღის ხედებით

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დატვირთული ყოველდღიურობის ფონზე დასვენება და ძალების აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ზაფხულში შვებულებას ყველანი გულმოდგინედ ვგეგმავთ. ზღვა, სიმწვანე, საუცხოო ხედები, კომფორტი და უმაღლესი ხარისხის მომსახურება – ყველაფერს, რაც იდეალური დასვენებისთვისაა საჭირო, Greenwood Hotel, Restaurant & Spa ერთ სივრცეში აერთიანებს.

"გრინვუდის" სასტუმრო მწვანე კონცხზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის გვერდით, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. სასტუმრო სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა, თუმცა პირველი სტუმრებისგან კმაყოფილება და დადებითი შეფასებები უკვე დაიმსახურა.

"გრინვუდის" სასტუმრო 74 ნომერს აერთიანებს. სტუმრებს თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით შეუძლიათ აირჩიონ სხვადასხვა ზომის ნომრები ზღვისა თუ ბოტანიკური ბაღის ხედით, ვერანდითა თუ პირადი ჯაკუზით. თითოეული ნომერი თანამედროვე ინტერიერითა და დახვეწილი დეტალებით გამოირჩევა და სტუმრების კომფორტისა და საუკეთესო განწყობის შესაქმნელად მაქსიმალურადაა აღჭურვილი, მათ შორის, საჭირო ტექნიკითა და სწრაფი ინტერნეტით.

სასტუმროში ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების სტუმრებს მყუდრო გარემო და შეუდარებელი მომსახურება დახვდებათ. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ წყვილებმა, ოჯახებმა და სამუშაო შეხვედრებისა თუ მივლინებისთვის ჩამოსულმა სტუმრებმა დრო შესანიშნავად გაატარონ.

ის, რაც "გრინვუდის" სასტუმროს სხვებისგან განსაკუთრებულად გამოარჩევს, ბათუმის ბოტანიკური ბაღია. 1912 წელს გახსნილი ბოტანიკური ბაღი 500-ზე მეტი სახეობის მცენარეს აერთიანებს და ბუნების ნებისმიერი მოყვარულის ფავორიტი ადგილია. "გრინვუდის" სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ბაღის დათვალიერებით გული იჯერონ და მწვანე ხედებით თავიანთი ნომრებიდანაც დატკბნენ.

"გრინვუდის" სტუმრებს მწვანე კონცხის პლაჟთან ერთად, სასტუმროს შიდა აუზი და სპაც ელოდებათ. "ლოტუსის" სპა იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურება, განტვირთვა და ძალების აღდგენა სჭირდებათ. სპა დამსვენებლებს გამაახალგაზრდავებელ თერაპიას, არომათერაპიას, სახისა და სხეულის მასაჟს, თურქულ აბანოებს, ფინურ საუნასა და სხვა სასარგებლო თუ სასიამოვნო პროცედურებს სთავაზობს.

დასვენება გემრიელი კერძების გარეშე წარმოუდგენელია. "გრინვუდის" სტუმრებს რესტორანი "ლოვატი" დაუვიწყარ გასტრონომიულ თავგადასავლებს ჰპირდება. ყველასათვის საყვარელ კერძებთან ერთად "ლოვატში" ტრადიციული ქართული სამზარეულოს, მათ შორის, ადგილობრივი კერძების დაგემოვნება სასტუმროდან გაუსვლელადაა შესაძლებელი.

დამსვენებლებს სასტუმროდან რამდენიმე წუთის სავალზე კლდეებითა და ბოტანიკური ბაღით გარშემორტყმული მყუდრო სანაპირო ზოლი დახვდებათ, სადაც მზის ჩასვლით, ტალღების ხმითა და სიმშვიდით შეუძლიათ დატკბნენ.

თუ ბათუმის დათვალიერებასა და ქალაქის აქტიური ცხოვრების რიტმში ჩართვას მოინდომებთ, სასტუმროდან მანქანით 20 წუთში ბათუმის ცენტრში აღმოჩნდებით და სხვადასხვა სანახაობით ისიამოვნებთ. "გრინვუდის" სასტუმროდან იმავე მანძილითაა დაშორებული პეტრას ულამაზესი ციხეც, რომელიც ერთხელ მაინც უნდა მოინახულოთ. ბათუმის ბოტანიკური ბაღის დათვალიერების შემდეგ კი შესაძლოა მტირალას ეროვნულ პარკში გასეირნებაც გადაწყვიტოთ, რომელიც გრინვუდის სასტუმროდან მანქანით 40 წუთის სავალზეა.

თუ ზაფხულის გატარებას შავიზღვისპირეთში გეგმავთ, "გრინვუდის" სასტუმროში საუცხოო ბუნება, პლაჟი, სუფთა ჰაერი, ულამაზესი ხედები და დაუვიწყარი გარემო გელოდებათ, სადაც მომავალში კიდევ არაერთხელ დაბრუნდებით.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი