Sponsored Content

GT MOTORS-მა საქართველოში BMW-ს ლიმიტირებული მოდელი M5 CS შემოიყვანა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

GT Motors, საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი საავტომობილო ჰოლდინგი, სექტემბრის დასაწყისში BMW-ს და Mini-ს ოფიციალური იმპორტიორი გახდა და პირველი BMW, რომელიც კომპანიამ უკვე შემოიყვანა ბაზარზე, არის ლიმიტირებული M5 CS.

ეს სიახლე განსაკუთრებულია, რადგან აღნიშნული მოდელი წარმოებულია ლიმიტირებული რაოდენობით და მსოფლიო მასშტაბით მისი მხოლოდ 1000 ერთეული არსებობს. საქართველოში კი GT Motors-მა 9 ერთეული შემოიყვანა, რაც ბაზრის სიმცირიდან გამომდინარე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ეს ექსკლუზიური მოდელი, BMW-ს ისტორიაში ყველაზე სწრაფი ბიზნეს სედანია.

ასევე აღსანიშნავია, რომ GT Motors არის ერთადერთი BMW-ს წარმომადგენელი, რომელმაც ოფიციალური პარტნიორობის გამოცხადების შემდეგ, პირველი ავტომობილი გაყიდა ლიმიტირებული სერიიდან.

კომპანია საქართველოში ოფიციალურად წარმოდგენს შემდეგ წამყვან საავტომობილო ბრენდებს: Jaguar, Land Rover, Suzuki, BMW, MINI. ხოლო ამერიკულ გიგანტს, ფორდს, ჯი-თი მოტორსი ოფიციალურად წარმოადგენს საქართველოსა და აზერბაიჯანში.

აღსანიშნავია, რომ GT Motors მრავალ სიახლეს გეგმავს ავტომოყვარულებისთვის, მათ შორისაა კომპანიის მიერ ოფიციალურად წარმოდგენილი სხვა ავტობრენდების საიუბიელეო ლიმიტირებული ერთეულების შემოყვანა და ასევე, რა თქმა უნდა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდების BMW-სა და Mini-ს შოურუმის გახსნაც.