GT მოტორსის გუნდმა კიდევ ერთხელ მოიპოვა BMW-ს პრეზიდენტის ჯილდო
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ჯი-თი მოტორსი კიდევ ერთხელ გახდა მსოფლიოს წამყვანი საავტომობილო ბრენდის, BMW-ს პრეზიდენტის ჯილდოს მფლობელი. ეს აღიარება BMW-ს საქართველოს გუნდმა უკვე მეორედ მოიპოვა. ჯილდო გუნდს საერთაშორისო კონფერენციაზე ქალაქ მიუნხენში გადაეცა, რომელსაც 45 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ BMW ჯგუფის C3-R1 რეგიონიდან (სახელმწიფოები აზია-წყნარი ოკეანის, აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის არეალებიდან).
"ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ოპერირების პირველ და მეორე წელს მივიღეთ ეს საპატიო ჯილდო. დიდი პატივია წარმოვადგენდეთ ამ ბრენდს საქართველოში და გუნდის თითოეული წევრი დაუღალავად შრომობს იმისთვის, რომ საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ ის საქართველოში. სწორედ ამიტომ, კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ ამას რეგიონული ოფისიც აფასებს. ეს მხოლოდ დასაწყისია, წინ კიდევ ბევრი წარმატებაა. ამ წარმატებაში კი დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი ახალი შოურუმი, რომელიც ყველაზე დიდი და გამორჩეული იქნება რეგიონში" - აცხადებს თამუნა დიასამიძე, GT მოტორსის BMW-სა და MINI-ს გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი.
ჯი-თი მოტორსი მსოფლიოს წამყვან საავტომობილო ბრენდს, BMW-ს 2022 წლის სექტემბრიდან წარმოადგენს და თანამშრომლობის არასრული სამი წლის განმავლობაში უკვე საერთაშორისოდ აღიარებული მიღწევები აქვს. აღსანიშნავია ის საერთაშორისო ღონისძიებები, რომლებიც გლობალურ ბრენდთან პარტნიორობით საქართველოში იმართება. მათ შორის არის ლიმიტირებული გამოშვების ავტომობილების ტესტ-დრაივები და საავტომობილო ტურები, რომლებიც გარდა ბრენდის პოპულარიზაციისა, საერთაშორისო დონეზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობადობის ამაღლებასაც ემსახურება.
BMW-ს პრეზიდენტის პირველი ჯილდო საქართველოს გუნდმა გლობალურ ბრენდთან თანამშრომლობის პირველივე წელს მოიპოვა, რაც წარმატებული ოპერირების შედეგია. BMW გლობალთან თანამშრომლობის ფარგლებში ჯი-თი მოტორსს დიდი გეგმები აქვს. კომპანია აშენებს BMW-სა და MINI-ს შოურუმს, რომელიც უახლესი სტანდარტის მიხედვით იქნება დაპროექტებული და რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იქნება. პროექტში, რომელზეც გერმანელმა და ქართველმა არქიტექტორებმა იმუშავეს, ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია იდება. "მომავლის შოურუმი " Retail.Next-ის პრინციპით იმუშავებს, რაც BMW-ს ახალ საცალო კონცეფციას წარმოადგენს, რომელიც უკვე მრავალ ქვეყანაში იქცა წარმატებულ მოდელად.