გუმბათი ჰოლდინგი – 2025 წლის შეჯამება "სწორი მიდგომების წყალობით კომპანიამ არა მხოლოდ შეინარჩუნა სტაბილურობა, არამედ განამტკიცა თავისი პოზიცია ბაზარზე, რაც 2026 წლის აქტიური გეგმებისთვის მყარ საფუძველს ქმნის."

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წლის ბოლო საუკეთესო დროა თვითრეფლექსიისთვის – რა ვისწავლეთ 12 თვის განმავლობაში და საით მივდივართ? ეს პროცესი განსაკუთრებით აქტუალურია ბიზნესსექტორისთვის.

ცვალებადი გეოპოლიტიკური თუ ლოკალური რეალობა და მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ძვრები ქართული კომპანიებისთვისაც სერიოზულ გამოცდად და, ამავდროულად, შესაძლებლობებად იქცა. რა ბარიერების გადალახვამ მოუწიათ მათ 2025 წელს და რით ამაყობენ ყველაზე მეტად?
ENTREPRENEUR GEORGIA-სთან საუბარში განვლილ პერიოდს აჯამებენ და 2026 წლის მოლოდინებს გვიზიარებენ "გუმბათი ჰოლდინგის" დირექტორები, ნატო ბოჭორიშვილი და სოსო მაჩაიძე.

ნატო ბოჭორიშვილი
"გუმბათი ჰოლდინგი" – დირექტორი

სამშენებლო სფეროში სტაბილურობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, ხოლო მისი შენარჩუნება განსაკუთრებით სწრაფად ცვალებად ეკონომიკურ და საბაზრო გარემოში კვლავ რჩება ყოველწლიურ გამოწვევად.

2025 წელს "გუმბათი ჰოლდინგისთვის" მთავარი მიზანი იყო სწორედ ეს – ოპერაციული და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება ბაზრის მერყეობის პირობებში.

ეფექტურმა დაგეგმვამ და მოქნილმა ფინანსურმა მართვამ საშუალება მოგვცა, სწრაფად მიგვეღო გადაწყვეტილებები და დაგვემორჩილებინა გარემოს ცვლილებები.

სწორი მიდგომების წყალობით კომპანიამ არა მხოლოდ შეინარჩუნა სტაბილურობა, არამედ განამტკიცა თავისი პოზიცია ბაზარზე, რაც 2026 წლის აქტიური გეგმებისთვის მყარ საფუძველს ქმნის.
2025 წელს "გუმბათი ჰოლდინგის" განსაკუთრებით საამაყო კომპლექსის, "ვაკე რეზიდენსის", მშენებლობა დასრულების ფაზაში გადავიდა. ეს არის პროექტი, რომელმაც მაღალი სტანდარტების, პრემიუმ კლასის არქიტექტურისა და ინჟინერიის ერთობლიობით მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა თბილისის თანამედროვე განვითარების რუკაზე.

დღეს უკვე, ფაქტობრივად, ბოლო შტრიხებს ვასრულებთ, მიმდინარეობს გარე ფასადის საბოლოო მოპირკეთება და სხვა საკვანძო დეტალების დახვეწა, რაც პროექტს დასრულებამდე მიიყვანს.

"ვაკე რეზიდენსი" "გუმბათი ჰოლდინგისთვის" არა მხოლოდ მასშტაბური სამშენებლო სამუშაოების წარმატებით განხორციელებას ნიშნავს, არამედ კომპანიის ხარისხისა და გამორჩეული სტანდარტების კიდევ ერთხელ დამტკიცებას.

სოსო მაჩაიძე

"გუმბათი ჰოლდინგი" – დირექტორი

"გუმბათი ჰოლდინგისთვის" 2025 წელი დასრულდა სტაბილური ზრდით, პროექტების შეუფერხებელი მიმდინარეობითა და ახალი სტრატეგიული დასაწყისებით, რაც კომპანიას მომდევნო წლებში კიდევ უფრო ძლიერ პოზიციებზე აყენებს.

წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ შიდა სამუშაო პროცესები – ოპტიმიზაციის შედეგად შემცირდა პროექტების მართვის დრო და გაიზარდა პროცესების გამჭვირვალობა.

ასევე, დაინერგა თანამედროვე და უფრო ეფექტური მონიტორინგის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაოების დროულად და მაღალი ხარისხით შესრულებას.

2026 წელი ბიზნესსექტორისთვის იქნება აქტიური, ტექნოლოგიურად უფრო განვითარებული და კონკურენტული. მომხმარებლები მოითხოვენ უფრო მაღალ ხარისხს, გამჭვირვალობას და ენერგოეფექტურობას.

კომპანიის გეგმაშია ახალი საცხოვრებელი და მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებელობის დაწყება თბილისის მნიშვნელოვან ლოკაციებზე.

აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას გარემოზე ზემოქმედების შემცირების საკითხზე და ენერგოეფექტური გადაწყვეტილებების გამოყენებაზე ჩვენს სამომავლო პროექტებში.

კომპანიის გუნდის გაფართოება და სპეციალისტების ჩართვა, რაც საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ პროექტების რაოდენობა და მასშტაბი.

2026 წელი "გუმბათი ჰოლდინგისთვის" იქნება ზრდისა და გაფართოების ეტაპი, სადაც მთავარი პრიორიტეტი კვლავ დარჩება მაღალი ხარისხი, სტაბილურობა და გამორჩეული საცხოვრებელი გარემოს შექმნა.