გვირილობის ისტორია - მირაბალდების ახალი პროექტი მიკრობანკი "კრისტალის" მხარდაჭერით

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქუთაისში, მაისი განსაკუთრებული სითბოთი და სიმბოლური მნიშვნელობით მოდის — 2 მაისს ქალაქი გვირილობას აღნიშნავს. ეს დღესასწაული ქუთაისის ისტორიას, ადამიანურ თანაგრძნობასა და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას აერთიანებს. სწორედ ამიტომ, მიკრობანკი "კრისტალისთვის" გვირილობა განსაკუთრებულად ახლობელი და ემოციურად მნიშვნელოვანი თარიღია — კომპანიის დაარსება და პირველი წარმატებები ხომ სწორედ ამ ქალაქს უკავშირდება.

გვირილობის ისტორია გამორჩეულ ქალს — ალექსანდრა (საშა) ჩიქოვანს უკავშირდება. მისი ინიციატივით მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისში დაიწყო საქველმოქმედო მოძრაობა, რომლის მიზანი ტუბერკულოზით დაავადებულთა მხარდაჭერა იყო. ალექსანდრა, სხვა ქალებთან ერთად, გვირილებს ყიდდა და მიღებულ თანხას ავადმყოფების დახმარებას ახმარდა. ამ პატარა ინიციატივამ საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, რომელიც დროთა განმავლობაში ქალაქის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ— ზრუნვის, სოლიდარობისა და საერთო პასუხისმგებლობის ნიშნად იქცა.

წელს გვირილობის აღნიშვნა კიდევ უფრო გამორჩეული გახდა. მირაბალდების მიერ შექმნილი კომიქსი ალექსანდრა ჩიქოვანის ისტორიას თანამედროვე, ვიზუალურად მიმზიდველ ფორმატში აცოცხლებს. პროექტის მიზანი ახალგაზრდებისთვის ისტორიული მემკვიდრეობის უფრო ხელმისაწვდომი და საინტერესო ფორმით მიწოდებაა, ამასთან, ზრდის ცნობიერებას მოქალაქეობრივი ჩართულობისა და სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე.

მირაბალდების ამ ინიციატივის განხორციელებას მხარი მიკრობანკმა "კრისტალმა" დაუჭირა. კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც საზოგადოებრივ ღირებულებებს, განათლებასა და ქალთა როლს უსვამს ხაზს. სწორედ ამიტომ, მირაბალდების კომიქსი არა მხოლოდ ისტორიის გადმოცემის ახალი ფორმა, არამედ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო რესურსიც გახლავთ.

როგორც კრისტალში აღნიშნავენ: "გამორჩეული ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების ქალაქი ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებულად რჩება. "კრისტალის" დაარსება, პირველი ნაბიჯები და წარმატებები ხომ სწორედ ქუთაისს უკავშირდება. ამიტომ, გვირილობას ჩვენც ყოველთვის აღვნიშნავთ და ზუსტად ისე გვევსება გული სიყვარულით, როგორც მის მაცხოვრებლებს. წლევანდელი გვირილობისთვის გვინდოდა, მეტი მოგვეყოლა ქალზე, რომლის სახელსაც ეს დღე უკავშირდება. გვირილობის შესახებ ამბავს ამიერიდან ახალი კომიქსიც გვიამბობს. გვიხარია, რომ მირაბალდების იდეა სწორედ ჩვენი მხარდაჭერით განხორციელდა და წელს ქუთაისისთვის განსაკუთრებული საჩუქარი გვაქვს".

გვირილობა, როგორც ტრადიცია, აგრძელებს განვითარებას და ინარჩუნებს თავის ძირითად იდეას, თუმცა, თანდათან იძენს ახალ ფორმებსა და შინაარსს. მირაბალდების კომიქსი სწორედ ამ განახლებული ნარატივის ნაწილია: ისტორია, რომელიც ერთ დროს ქუჩაში გაყიდული გვირილებით დაიწყო, დღეს უკვე ილუსტრაციებისა და ამბების ენით გადაეცემა მომავალ თაობებს.

#გააგრძელე სიკეთის გზა, გააგრძელე ალექსანდრას ისტორია

Mirabaldebi • მირაბალდები

#გვირილობა2026