GWM.ge ავტომობილის შერჩევისა და ტესტ დრაივის პროცესს აერთიანებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღეს ავტომობილის არჩევა მხოლოდ შოურუმში ვიზიტით აღარ იწყება. თანამედროვე მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილების მიღებამდე სრული ინფორმაცია ონლაინ, სწრაფად და მარტივად მიიღოს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება GWM-ის ვებგვერდი - gwm.ge, სადაც მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ დეტალურად გაეცნონ HAVAL, TANK და POER-ის მოდელებს და შოურუმის ოფიციალურ გახსნამდეც დაჯავშნონ ტესტ დრაივი.

ვებგვერდზე წარმოდგენილია ამომწურავი ინფორმაცია ავტომობილების შესახებ: ტექნიკური მახასიათებლები, უსაფრთხოების სისტემები, ინტერიერისა და ექსტერიერის დეტალები, ფოტო და ვიდეო მასალა. პლატფორმა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ონლაინ მიიღოს ის ინფორმაცია, რასაც ჩვეულებრივ შოურუმში ვიზიტის დროს ეცნობოდა.

განსაკუთრებული შესაძლებლობა კი ისაა, რომ დაინტერესებულ პირებს უკვე შეუძლიათ GWM-ის ავტომობილების ექსკლუზიური ტესტირება შოურუმის ოფიციალურ გახსნამდეც. მომხმარებლები პირველები შეძლებენ გამოსცადონ HAVAL H6-ისა და Jolion-ის მოდელები, ასევე TANK 300-ისა და POER-ის შესაძლებლობები რეალურ გარემოში და პირადად შეაფასონ მათი კომფორტი, ტექნოლოგიები და მართვის გამოცდილება.

ტესტ დრაივის დაჯავშნა შესაძლებელია სპეციალურ გვერდზე.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ GWM-ის ახალი ვებგვერდი მხოლოდ ინფორმაციის პლატფორმა არ არის - ეს არის სივრცე, სადაც მომხმარებლის გამოცდილება ჯერ კიდევ შოურუმში მისვლამდე იწყება.

შეგახსენებთ, რომ GWM-ის ავტომობილებზე ტესტ დრაივები და გაყიდვები უკვე დაწყებულია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს - GWM.ge, ან Facebook გვერდს.

________________________________________________________________________

Great Wall Motors -
მოსალოდნელზე მეტი

GWM მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილებითა და ინოვაციით საქართველოს ბაზარზე ახალ სიტყვას ამბობს. ბრენდი წარმოდგენილია 170-ზე მეტ ქვეყანაში და მილიონობით მომხმარებელს მართვის უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს. დღეს GWM გრძელვადიანი ხედვით, მრავალწლიანი გამოცდილებითა და ტექნოლოგიური შესაძლებლობებით საქართველოშია წარმოდგენილი.