Hapttic x OBSIDIA - ინოვაციური მიდგომა ფიტნესში და AI-ზე დაფუძნებული ანალიტიკა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
რა ხდება მაშინ, როცა ფიტნეს სივრცე მხოლოდ ვარჯიშის ადგილი კი არა, ადამიანის ცხოვრების გზა ხდება? როგორ ხვდება წამყვანი კლუბი, რას ელიან მისგან წევრები, სანამ ამას პირდაპირ იტყვიან?
ამ კითხვებზე პასუხს OBSIDIA-ს ინოვაციური მიდგომა გვაძლევს, რომელიც Hapttic-ის AI Marketing Intelligence პლატფორმის გამოყენებით მარკეტინგსა და კომუნიკაციას საფუძვლიანად უკავშირებს მომხმარებლის ხმას, ანალიზსა და ტენდენციებს.
მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომა თანამედროვე ფიტნეს ინდუსტრიაში
ფიტნესი ღრმად პირადი და ემოციური სფეროა. მოწინავე ბრენდებისგან კი მომხმარებლის მოლოდინები განსაკუთრებით მაღალია. ადამიანი სივრცეს ირჩევს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის გამო, არამედ უნიკალური სერვისის, უმაღლესი ხარისხის აღჭურვილობის, გარემოს, ატმოსფეროსა და იმ განცდის მიხედვით, თუ რამდენად ზუსტად პასუხობს შეთავაზება გაღებულ ინვესტიციას. ეს გადაწყვეტილება კი ხშირად ონლაინ სივრცეში იწყება: სხვა წევრების გამოცდილებით, სოციალური მედიის შთაბეჭდილებებითა და შეფასებებით.
მზარდი კონკურენციისა და სწრაფად ცვალებადი მოლოდინების ფონზე, შაბლონური სარეკლამო დაპირებები აუდიტორიასთან გრძელვადიან კავშირს ვეღარ უზრუნველყოფს. დღეს გადამწყვეტია ზუსტად დაინახო, რა ამოძრავებს მომხმარებელს და რა წარმოადგენს მისთვის დაბრკოლებას არჩევანის გაკეთების პროცესში.
OBSIDIA-ში ფიტნესი ვარჯიშის ფარგლებს სცდება და პერსონალურ მოგზაურობად იქცევა. კლუბი წევრებს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ვარჯიშებს სთავაზობს - ძალოვანი და ფუნქციური მიმართულებებიდან LES MILLS-ის საერთაშორისო პროგრამებამდე. წევრების მიზნების, მოლოდინებისა და გამოცდილების გააზრება კი OBSIDIA-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია - ამ პროცესს კლუბი Hapttic-თან თანამშრომლობით, AI-ზე დაფუძნებული ანალიტიკით აძლიერებს.
Hapttic-ის პლატფორმის გამოყენება ყოველდღიურ პროცესებში
Hapttic-ის პლატფორმა OBSIDIA-ს აძლევს შესაძლებლობას, ოთხი სტრატეგიული წყარო ერთიან ანალიტიკურ სურათად გარდაქმნას: ონლაინ სივრცის განწყობები (Social Listening), მომხმარებელთა შეფასებები (Review Analysis), შიდა მიმოწერის ნაკადი (Conversational Intelligence) და კონტენტის ეფექტიანობა (Content Analysis).
ეს ტექნოლოგიური ინტელექტი გუნდს ეხმარება, ყოველდღიურად უპასუხოს ისეთ კითხვებს, როგორიცაა:
- როგორია წევრებისა და პოტენციური აუდიტორიის განწყობა კლუბის, ექსკლუზიური ფორმატებისა და მწვრთნელების მიმართ?
- რა უნიკალურ გამოცდილებას უსვამენ ხაზს შეფასებებში ყველაზე ხშირად და სად ჩნდება გაუმჯობესების შესაძლებლობები?
- რა კითხვები ჩნდება Inbox-ში ყველაზე ხშირად (მაგალითად, პირველ ვიზიტზე, ინდივიდუალურ განრიგსა თუ წევრობის პირობებზე)?
- რომელი თემები, ფორმატები და ვიზუალური მიმართულებები ეხმიანება აუდიტორიას საუკეთესოდ?
არა უბრალოდ სტატისტიკა, არამედ ყველა სიგნალი ერთად. როცა რაიმე იცვლება, პლატფორმა ამოწმებს დაკავშირებულ წყაროებს და აჩვენებს, რა დგას ამ ცვლილების უკან. მაგალითად, ახალი ფორმატის ან ლიმიტირებული სერიის მიმართ გაზრდილი ინტერესი ერთდროულად აისახება სოციალურ ქსელში, შეფასებებსა და პირად შეტყობინებებში. ეს ამარტივებს კამპანიის ოპტიმიზაციასა და მესიჯის დახვეწას რეალურ დროში.
ინოვატორი ბრენდი და ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია ფიტნეს სივრცეში
OBSIDIA-ს ინოვაციური მიდგომა აჩვენებს, თუ როგორ ხდება AI ტექნოლოგიები და მონაცემები უმაღლესი ხარისხის სერვისის განუყოფელი ნაწილი. OBSIDIA-მ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მარკეტინგული ანალიტიკის დანერგვით არა მხოლოდ საკუთარი კომუნიკაცია დახვეწა, არამედ, მაგალითი მისცა მთლიან ინდუსტრიას და სფეროს განვითარების მოწინავე მიმართულება აჩვენა.
როცა ონლაინ სივრცის საუბრები, შეფასებები, Inbox-ის კითხვები და კონტენტის შედეგები ერთ ანალიტიკურ სურათად იკრიბება, ბრენდი მომხმარებელთან არა უბრალოდ ლაპარაკობს, არამედ უსმენს მას.
მაღალი კლასის ფიტნეს სივრცეში მონაცემებზე დაფუძნებული AI გადაწყვეტილებები უკვე აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგიური უპირატესობა, ეს არის ის მოწინავე მიდგომა, რომლითაც OBSIDIA Hapttic-თან ერთად ინდუსტრიის მომავალს ქმნის.