ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან ჰეშბანკი, W Group-ის ეკოსისტემასთან სინერგიით, ტრადიციულ საბანკო სერვისებსა და კრიპტოაქტივების გარე მისამართებიდან მიღება-გატანის სერვისს ერთ აპლიკაციაში აერთიანებს.
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საბანკო სექტორში ახალი სტანდარტი მკვიდრდება: საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული უნივერსალური ციფრული ბანკი ჰეშბანკი პირველია რეგიონში, რომელმაც ტრადიციული საბანკო სერვისი და ღია Web3 ეკონომიკის ინფრასტრუქტურა ერთ ეკოსისტემაში სრულფასოვნად გააერთიანა.
ინტეგრაციის ასეთი მასშტაბი გლობალურ საბანკო ინდუსტრიაშიც იშვიათია. ჰეშბანკის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ მიიღონ 150-ზე მეტი დასახელების ციფრული აქტივი გარე საფულეებიდან და განახორციელონ კრიპტოს გატანა გარე ბლოკჩეინ-მისამართებზე ზედმეტი შუამავლების გარეშე.
საბანკო სერვისი და ციფრული აქტივები ერთ სივრცეში
აქამდე საბანკო ანგარიშები და კრიპტო ინფრასტრუქტურა ორ ცალკეულ სისტემად ოპერირებდა. ჰეშბანკი ამ ბარიერს სრულად აქრობს. უკვე შესაძლებელია ჰეშბანკის ანგარიშის მარტივად შევსება გარე კრიპტოსაფულეებიდან (External Wallets) და პირიქით - კრიპტოს გატანა ჰეშბანკიდან გარე ქსელებში. მისი გადაცვლა ეროვნულ თუ უცხოურ ვალუტაში და ტრადიციული საბანკო სერვისებით სარგებლობა.
თითოეული ტრანზაქცია დაცულია ორმაგი ავთენტიფიკაციით, გარე მისამართების წინასწარი ვალიდაციით, AML პროცედურებითა და Blockchain Analytics-ის ინსტრუმენტებით.
"ჩვენ არ ვქმნით ბიზნესს, რომელიც მხოლოდ Web2-ში ან Web3-ში იარსებებს. ყველაზე დიდი შესაძლებლობები სწორედ მათ შორის გაჩნდება. ჩვენი ამოცანაა ავაგოთ ინფრასტრუქტურა - ხიდი, რომელიც ამ ორ სამყაროს ერთად მუშაობის შესაძლებლობას მისცემს. ჰეშბანკი ამ სტრატეგიის თვალსაჩინო მაგალითია", - აცხადებს W Group-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ნოსოვი.
გლობალური ფინანსური ეკოსისტემის შესაძლებლობები
ჰეშბანკმა, რომელიც ეროვნული ბანკის ლიცენზიას 2023 წლიდან ფლობს, ოპერირება 2024 წელს დაიწყო და დღეს უკვე 73 ქვეყნის 60 000-მდე მომხმარებელს აერთიანებს.
ბანკის მოდელი უნიკალურია: ის ერთმანეთთან აკავშირებს გარე კრიპტოსაფულეებს, WhiteBIT-ის პლატფორმასა და ტრადიციულ საბანკო პროდუქტებს როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე ბიზნესებისთვის.
შედეგად, ჰეშბანკი გახდა პირველი ლიცენზირებული Crypto-forward ბანკი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რომელმაც მომხმარებლებს ეს შესაძლებლობა ერთ სივრცეში შესთავაზა.
"ამ სერვისის დანერგვით ჰეშბანკი ახალ პრეცედენტს ქმნის საბანკო სექტორში როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში და კიდევ უფრო ამყარებს ხიდს ტრადიციულ საბანკო სისტემასა და ციფრულ აქტივებს შორის. ჩვენი მიზანია, საზღვრების გარეშე ბანკინგი რეალობად ვაქციოთ," - აცხადებს ჰეშბანკის გენერალური დირექტორი, გოგა ჩანადირი.
W Group-ის გლობალურ ეკოსისტემაში ჰეშბანკი და WhiteBIT-ი პირდაპირი ინტეგრაციითა და სტრატეგიული სინერგიით ოპერირებენ, თუმცა ინარჩუნებენ დამოუკიდებელ სალიცენზიო მმართველობას. WhiteBIT-ის პლატფორმას 10 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, ხოლო W Group-ის ფართო ეკოსისტემა მსოფლიოს მასშტაბით 40 მილიონ მომხმარებელს აერთიანებს.