HIF 2026 x Alliance Group: ხიდი საქართველოსა და გლობალურ სტუმარმასპინძლობას შორის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

18 თებერვალს, Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში "სტუმარმასპინძლობის საინვესტიციო ფორუმი თბილისი 2026" (HIF) გაიმართა, რომლის გენერალური წარმდგენიც, ალიანს ჯგუფი იყო.

ალიანსის კომერციულმა დირექტორმა თემო ბიწაძემ, B2B შეხვედრებსა და პანელურ დისკუსიაში - Branded Residences and Serviced Apartments: The Next Growth Engine in Hospitality Real Estate მიიღო მონაწილეობა.

დარგის ექსპერტებთან - Aimbridge Hospitality EMEA-ს, Radisson Hotel Group-ის, Artlife Kempinski Residences Yerevan-ის, LSG SOLUTIONS-ისა და CMC-ის წარმომადგენლებთან ერთად, ბიწაძემ ბრენდული რეზიდენციები, მრავალფუნქციურ პროექტებში საინვესტიციო უძრავი ქონების პოტენციალი და პერსპექტივები მიმოიხილა.

ბაზარზე ყველაზე მასშტაბური, საერთაშორისო სტუმარმასპინძლობის პორტფელით, ალიანს ჯგუფი საქართველოსა და გლობალურ სტუმარმასპინძლობას შორის, სტრატეგიულ ხიდს წარმოადგენს.

ბრენდის 20-წლიანი ისტორია, ისეთ პიონერულ პარტნიორობებს მოიცავს, როგორიც Hyatt Hotels Corporation, Marriott International, Wyndham Hotels & Resorts, Aimbridge Hospitality, McInerney Hospitality International და World Trade Centers Association-ია (WTC).

Stone Development-ის მიერ დაარსებულმა ფორუმმა, მკაფიოდ წარმოაჩინა საქართველოს საინვესტიციო და სტუმარმასპინძლობის მიმზიდველობა, საერთაშორისო ასპარეზზე.

ღონისძიების ფარგლებში, ალიანსსა და HIF-ს შორის, პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა.