Get All Access for $5/mo

Honestly, წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დიზაინ ღონისძიება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

21 სექტემბერს, თბილისში – Honestly.global ყველაზე პრაქტიკულ და მნიშნელოვან, ერთდღიან დიზაინ ღონისძიებას უმასპინძლებს Kino Sakhli-ის შენობაში, რომელსაც ეწვევიან უმაღლესი დონის პრაქტიკოსი პროფესიონალები ისეთი ცნობილი კომპანიებიდან, როგორიცაა: Meta, Miro, Revolut, Farfetch, Backer, Craftdocs და Arrival

Რატომ არის Honestly წლის ყველაზე მნიშნველოვანი დიზაინ ღონისძიება?

გულწრფელად რომ გითხრათ, თითქმის ყველა დიზაინ კონფერენცია მხოლოდ სისტემურ ფიქრს ეძღვნება. Honestly, ერთდაერთი დიზაინ ღონისძიებაა სადაც ტრადიციული დიზაინის წესებისგან გათავისუფლებას შეძლებ, მიიღებ მონაწილეობას რეალურ და ბუნებრივი დიზაინ პროცესებში, უშუალოდ გაიცნობ პრაქტიკოს და კრეატიულ დიზაინერებს.

ღონისძიება არის ყველასთვის: დიზაინერისთვის, დეველოპერისთვის, ფროდაქთ ოუნერისთვს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - გაიგებ როგორია Holistic მიდგომა დიზაინში, რამდენად მარტივია შექმნის პროცესი, საზღვრების და სხვადასხვა სისტემური ელემენტების გარეშე.

Როგორია ღონისძიების ფორმატი?

გვაქვს მოკლე, მაგრამ ძალიან პრაქტიკულ მაგალითებზე შექმნილი 15-წუთიანი გამოსვლები და უფრო ხანგრძლივი, Hands-on 40-წუთიანი ვორქშოფები. აქცენტს ვაკეთებთ პრაქტიკულ, ხელშესახებ გამოცდილებაზე და არა მხოლოდ თეორიაზე, ასევე გვყავს სხვადასხვა არა ციფრული დიზაინ მიმართულების სპიკერები როგორებიცაა: 3D, Architecture, Fashion მიმართულებები.



ღონისძიება კინო სახლის განახლებულ, მულტიფუნქციურ სივრცეში ჩატარდება რომელიც საჯარო პლატფორმაა შემოქმედებითი, კულტურული და სოციალური განვითარების პროგრამებით. დეტალურად შეგიძლიათ ეწვიოთ Kinoshub ის ვებ გვერდს.

სად შემიძლია მეტი ინფორმაცია მივიღო ან დავრეგისტრირდე?

ბილეთების შეძენას და სპიკერებზე დეტალების ნახვას honestly.global-ზე შეძლებთ. ეს არის წლის ღონისძიება, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ!

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ქალი ანტრეპრენერი

ელენე კერძაია - La Clinique

"მთავარი მოტივაცია არის ის, რომ ვხედავ ჩვენი სერვისის მაღალ შედეგიანობას"