Get All Access for $5/mo

HONOR 200-ის სერიის სმარტფონები AI ტექნოლოგიითა და 2 ფოტომოდულით ერთდროული გადაღების შესაძლებლობით უკვე საქართველოშია!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბაზარზე სიახლეა! საერთაშორისო ბრენდმა HONOR საქართველოში სმარტფონების ახალი სერიული ხაზის ყველა მოდელი - HONOR 200, 200 Lite და HONOR 200 Pro წარადგინა. HONOR-თან ერთად მომხმარებლები აღმოაჩენენ მაღალი კლასის ფლაგმანურ მახასიათებლებს, პირველი მყიდველები კი მიიღებენ განსაკუთრებულ საჩუქარს - უკაბელო ყურსასმენებს გარე ხმაურის აქტიური დამხშობი სისტემით. ჩვენ კი მოგიყვებით, თუ რით გამოირჩევიან ახალი მოდელები და ასევე გაგიზიარებთ თუ როგორი იქნება მათი ფასი.

ფოტოშესაძლებლობები. სამივე მოდელი შეიძლება განვიხილოთ როგორც პროფესიონალური შესაძლებლობა მობილური ფოტოგრაფებისთვის. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ HONOR 200-მა და HONOR 200 Pro-მ მიიღეს მძლავრი გადაწყვეტები როგორ ფოტოების, ისე ვიდეოების გადასაღებად. ამიტომაც, ჩვენს მოკლე მიმოხილვაში სწორედ მათზე გავამახვილებთ ყურადღებას.

ორივე მოდელში მთავარი სენსორი 50MP-ია, მაგრამ HONOR 200-ის შემთხვევაში ეს სენსორი Sony IMX906-ია, HONOR 200 Pro-ში კი - OmniVision H9000, როგორც HONOR Magic6 Pro კამერის ტელეფონში. სმარტფონები გამოირჩევიან 2,5x ოპტიკური ზუმის 50MP კამერით და ოპტიკური სტაბილიზაციით. 12MP ულტრაფართო კუთხის კამერას შეუძლია ფოტოების გადაღება არა მხოლოდ 112° გადაღების კუთხით, არამედ სუპერ მაკრო გადაღება 2,5სმ დისტანციიდან.

ახალ სმარტფონებში ერთმანეთს ერწყმის უმაღლესი დონის სენსორები და ხელოვნური ინტელექტის გასაოცარი შესაძლებლობები, რომლის ალგორითმებიც შეისწავლიან სახის მახასიათებლებს იდეალური ფონისა და განათების შესარჩევად. პორტრეტული ფოტოგრაფიის მოყვარულებს განსაკუთრებით დააინტერესებთ როგორც ორი ლინზით ერთდროულად გადაღების შესაძლებლობა, ისე Harcourt-ის ფილტრები, რომლებიც შექმნილია ამავე სახელწოდების მსოფლიოში ცნობილ ფრანგულ პორტრეტულ სტუდიასთან თანამშრომლობით.

ბრწყინვალე ეკრანი მხედველობის მრავალშრიანი დაცვით. აღსანიშნავია, რომ HONOR 200 და HONOR 200 Pro აღჭურვილია მოწინავე AMOLED მატრიცებით, რომლებშიც მხედველობის დაცვის მიზნით გამოყენებულია სხვადასხვა ტექნოლოგია, როგორიცაა 3840 ჰც ულტრა მაღალი PWM სიხშირე, რომლის დახმარებითაც ეკრანის ციმციმი აღარ შეგაწუხებთ, ღამის ცირკადული რეჟიმი ფერის ტემპერატურის გლუვი ცვლილებით, რომელიც დამოკიდებულია გამოყენების პირობებზე და მოწყობილობაზე ლურჯი ფერის დონის შემცირება.

ამასთანავე, გარემოს განათების უკეთესად აღსაქმელად, HONOR 200 Pro-ს ეკრანი ორი სენსორით არის აღჭურვილი. სისტემა ასევე აანალიზებს გარემოს ფერის ტემპერატურის ცვლილებას და დელიკატურად არეგულირებს მატრიცის ტონალობებს. რაც შეეხება ეკრანის ზომას, HONOR 200-ის ეკრანის დიაგონალი 6,7 ინჩია, ხოლო HONOR 200 Pro-სი ოდნავ უფრო მეტი - 6.78 ინჩი.

სილიკონ-ნახშირბადის ბატარეა. ახალი თაობის ბატარეას აქვს 5200 mAh სიმძლავრე, რაც უზრუნველყოფს უწყვეტ მუშაობას მთელი დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას. კომპლექტში ასევე შედის ძლიერი 100 W HONOR SuperCharge დამტენი, რომლის საშუალებითაც ბატარეის 50%-მდე დამუხტვას სულ რაღაც 15 წუთი სჭირდება. ამასთანავე, HONOR 200 Pro-ს ასევე აქვს 66W უკაბელო დამუხტვის მხარდაჭერა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თუნდაც ყველაზე ინტენსიური მუშაობის დროს, თქვენ არ მოგიწევთ სმარტფონის სიმხურვალეზე ნერვიულობა, რადგან ახალი HONOR 200 და HONOR 200 Pro სმარტფონები აღჭურვილია ყოვლისმომცველი გაგრილების სისტემით, რომელიც ეფექტურად ანაწილებს სითბოს.

აღალი დონის შესრულება. HONOR 200 Pro-მ მიიღო უახლესი მესამე თაობის Snapdragon 8s ჩიპი, რომელიც გამოირჩევა არა მხოლოდ მაღალი სიმძლავრით, არამედ ჩაშენებული გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ფუნქციების მხარდაჭერით. რაც შეეხება HONOR 200 მოდელს, ის დაფუძნებულია მესამე თაობის Snapdragon 7 ჩიპზე.

ორივე სმარტფონი ხელმისაწვდომია 12GB ოპერატიული მეხსიერებით და 512GB შიდა მეხსიერებით. HONOR 200 კი ხელმისაწვდომია 8/256 GB მეხსიერებით.

და ეს ყველაფერი არ არის! HONOR 200 და HONOR 200 Pro გამოირჩევიან დახვეწილი დიზაინით, ხმამაღალი სტერეო დინამიკებით, HONOR Histen სივრცითი ხმით, eSIM მხარდაჭერით და მოწინავე MagicOS 8 ოპერაციული სისტემით. გარდა ამისა, HONOR 200 Pro დაცულია მტვრისგან და ტენიანობისგან IP65 სტანდარტის მიხედვით.

***

ახალი HONOR 200 სერიის გაყიდვები უკვე დაწყებულია. HONOR 200 Pro-ის შეძენა შესაძლებელია 1899 ლარად, HONOR 200-ის 12 GB ოპერატიული და 512 GB შიდა მეხსიერების მოდელის - 1499 ლარად, ხოლო 8/256 GB მოდელის კი - 1299 ლარად. რაც შეეხება HONOR 200 Lite-ს 8/256 GB მეხსიერებით, მისი შეძენა შესაძლებელია მხოლოდ 799 ლარად.

გაითვალისწინეთ, რომ 15 აგვისტომდე HONOR 200 და 200 Pro სმარტფონების შეძენისას, საჩუქრად მიიღებთ HONOR CHOICE Earbuds X5 ყურსასმენებს. შეამოწმეთ სასაჩუქრე მოწყობილობების ხელმისაწვდომობა თქვენს მიერ შერჩეულ მაღაზიაში და თვალი ადევნეთ HONOR-ის აქციებსა და სიახლეებს ბრენდის ოფიციალურ Facebook გვერდზე.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი