Get All Access for $5/mo

HURO - სიცოცხლისუნარიანი, კომფორტული და ნაფიქრი არქიტექტურა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

არქიტექტურული კომპანია HURO ტატიანა ბაშელეიშვილმა და ოთო ხელაშვილმა 2021 წელს დააარსეს. HURO არის არქიტექტურული გამოცდილების მიმწოდებელი ბრენდი, რომელიც დამკვეთთან დიალოგითა და გარემოს კონტექსტის გათვალისწინებით ფუნქციურ, ნაფიქრ, ოპტიმალურ არქიტექტურას ქმნის, წინასამშენებლო პროცესის სრული გადმობარებით.

"საპროექტო გვაქვს თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირის 46-10-ში. ორივე ძალიან პასუხისმგებლიანი, მოტივირებული ვართ და ბევრს ვფიქრობთ ჩვენს გუნდთან ერთად, თუ რა იქნება უკეთესი ჩვენი დამკვეთებისთვის და იმ არეალისთვის, რომელშიც მომავალში ჩვენი პროექტი განხორციელდება, რაც საბოლოოდ უნიკალურ არქიტექტურულ გამოცდილებას ქმნის", - აღნიშნავს ტატიანა.

HURO სრულ საპროექტო მომსახურებას უზრუნველყოფს სანებართვო დოკუმენტაციის შეფასებიდან, კონცეფციის შექმნიდან - მშენებლობის ნებართვის მოპოვებამდე მთელი საქართველოს მასშტაბით.

"ჰუროს" ბრენდის Სახელის გათვალისწინებით, რომელიც ხუროთმოძღვრებიდან მომდინარეობს, ვცდილობთ, რომ ჩვენი ყველა პროექტი არქიტექტურის საუკუნოვანი დინამიკისა და ევოლუციის მაგალითი იყოს.

ფიქრები და იდეები ქაოტურია ხოლმე, თუმცა ამ ქაოსს ინდივიდუალური არქიტექტორის გონებაში სისტემის სახე აქვს. როდესაც ახალ პროექტს ვიწყებთ, უპირველეს ყოვლისა, გარემოს შევისწავლით, ვცდილობთ, მას მაქსიმალურად პატივი ვცეთ.

ვაცნობიერებთ, რომ დედამიწაზე შეზღუდულია თავისუფალი ადგილები და კონკრეტულ ნაკვეთზე ჩვენი დიზაინითა და არქიტექტურით შენობის შექმნა, რომელსაც ადამიანების ყოველდღიურობაზე ხილული თუ უხილავი გავლენა ექნება, უდიდესი პატივია",- აღნიშნავს ოთო.

ტატიანა ამბობს, რომ Პროექტი, ამავდროულად, უნდა პასუხობდეს ყველა სტანდარტს, დამკვეთის სურვილებსა და საჭიროებებს, იყოს საინტერესო და კონტექსტში ჩასმული. რაც მთავარია, "ჰუროს" პროექტები სიცოცხლისუნარიანია, გულწრფელი ინტენსიური დიალოგის შედეგად .

"გარანტირებულად გეტყვით, რომ ნდობას დანაპირების შესრულებით მოვიპოვებთ. თავიდანვე ხაზს სწორ მოლოდინებს ვუსვამთ. ჩვენი სტრატეგია საჭირო დოკუმენტაციის წინასწარ გათვალისწინებას მოიცავს, რათა დამკვეთს პროცესში მინიმალური სიურპრიზები დახვდეს და მაქსიმალურად შეძლოს არქიტექტურული პროექტირების პროცესისგან სიამოვნების მიღება.

მინდობილობის საფუძველზე ჩვენ სრულ სერვისს ვაწვდით, რათა ადამიანებმა ადვილად შეძლონ მშენებლობის დაწყება. პროექტირების დასრულებით ჩვენი ურთიერთობა არ სრულდება, გვაქვს საავტორო ზედამხედველობის მომსახურებაც, რათა არქიტექტურული ჩანაფიქრი შესაბამისად აღსრულდეს", - გვიყვება ტატიანა.

"ჰუროს" ერთ-ერთი მთავარი მიგნება ის გახლავთ, რომ ადამიანები, ვისაც არქიტექტურული საპროექტოს მომსახურება სჭირდებათ, ძალიან დაკავებულები არიან, მუშაობენ და უჭირთ დროის გამონახვა.

"გადავწყვიტეთ ხელის შეწყობა, საპროექტოს სამუშაო საათები გავხადეთ არასტანდარტული. საღამოს სესიებიც გვაქვს დამკვეთებთან. ეს ის დროა, როდესაც დამკვეთს შეუძლია მთელი ყურადღება სწორედ არქიტექტურაზე გადაიტანოს და კრეატიული გუნდიც ბევრად ბედნიერია, რადგან პირველი პირისგან ამომწურავ პასუხებს იღებს. დამკვეთის გრაფიკს ვერგებით და კრეატიული გუნდიც არ არის შეზღუდული სამუშაო საათებში, რაც ენერგიას მაქსიმალურად სწორი არქიტექტურული გადაწყვეტილებებისკენ მიმართავს".

კომპანია დისტანციურადაც მუშაობს საზღვარგარეთ მცხოვრები დამკვეთებისთვის და ყველა მოსახერხებელ ციფრულ მედიუმშია ხელმისაწვდომი.

თითოეულ პროექტზე მუშაობის დაწყებამდე კლიენტები ავსებენ სპეციალურ კითხვარს, რათა თავად უკეთ გაერკვიონ საკუთარ სურვილებში და კომპანიისთვის უფრო მკაფიო იყოს ტექნიკური დავალება. მომდევნო ეტაპია ინტერაქტიული დიზაინის სესიები. შემდეგ უკვე დამოუკიდებლად მუშავდება თითოეული ნახაზი.

საცხოვრებელი პირობები, რელიეფი, მდებარეობა, მზის მოძრაობა, ბუნება, ნალექები და სხვა გეოგრაფიული ფაქტორები იყო ყველაფერი, რისი გათვალისწინებაც ხუროთმოძღვარს უწევდა. ოდითგანვე ხუროთმოძღვარი მხოლოდ არქიტექტორი არ იყო, მას ასევე სამშენებლო საკითხებიც კარგად ესმოდა და, ფაქტობრივად, თავისი გამოცდილებით, ინტუიციითა და ხედვით აყალიბებდა სტანდარტს. საქართველოს ყველა კუთხეს განსაკუთრებული და განსხვავებული სტანდარტი ჰქონდა, ხელმისაწვდომი მასალის შესაბამისად", - გვიყვება ოთო.

დღეს საქართველოში არქიტექტურის სტანდარტის ჩამოყალიბება თანამედროვე არქიტექტორების ხელშია. თითოეულმა პროფესიონალმა უნდა გაიაზროს, რამდენად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, არ დაკმაყოფილდეს მოკლევადიანი წახალისებით და გრძელ ვადაში იზრუნოს იმაზე, რაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დატოვებს კვალს.

ნელ-ნელა საქართველოშიც იდგამს ფეხს ენერგოეფექტურობა, რომელიც ევროკავშირში უკვე მრავალი წელია დამკვიდრებულია, რაც ეკოლოგიური ბალანსისთვის აუცილებელია.

"არქიტექტურა, ურბანისტიკა უდიდეს გავლენას ახდენს ყოველდღიურობაზე, ჩვენს მენტალურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა".

"ჰუროს" პროექტები პირველივე დღიდან ითვალისწინებს გლობალურ სტანდარტებს, რომლებიც ქართულ ობიექტურ რეალობას ერგება. ტატიანა გვიყვება, რომ მაღალი დონის არქიტექტურული კომპანიისა და კარგი არქიტექტორის არსენალში ყოველთვის არსებობს საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული არგუმენტები, თუმცა ხშირია კამათი დამკვეთთან, როდესაც არ არსებობს კონკრეტული კანონიერი შეზღუდვა.

მისი თქმით, არქიტექტურული სტანდარტების ჩამოყალიბება საკმაოდ ბუნებრივი პროცესია, რაც შეგვიძლია პირდაპირ ევოლუციას მივამსგავსოთ. ეს პროცესი უფრო დაჩქარდება ევროკავშირში გაწევრებით - ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტია ჩვენს ქვეყანაში გაიზრდება ისე, როგორც არასდროს.

"თითოეული პროექტის ფარგლებში ინდივიდუალურად ვთანამშრომლობთ პროფესიონალ კონსტრუქტორებთან, ტოპოგრაფებთან, დიზაინერებთან, გეოლოგებთან, ინჟინრებთან, რითაც ჰუროს ხარისხის კონსისტენტურობა ნარჩუნდება.

ჩვენი არქიტექტორები კომპანიის წახალისებითა და დაფინანსებით ესწრებიან ინდუსტრიაში წამყვან კონფერენციებსა და ტრენინგებს, სამშენებლო-არქიტექტურულ გამოფენებსა და პანელურ დისკუსიებს.

უმცროსი არქიტექტორების ძიების პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ ბაზარზე კვალიფიკაციის პრობლემაა, ამიტომ შევადგინეთ უნიკალური სასწავლო პროგრამა და სტუდენტების ინდივიდუალურ საჭიროებებზე, საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული სილაბუსი არქიკადის პროგრამის სასწავლებლად".

კურსის მსვლელობისას სტუდენტები მუშაობენ ინდივიდუალურ პროექტზე რეალური არქიტექტურული სცენარებით, პრაქტიკოსი წამყვანი არქიტექტორების, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მაგისტრების მენტორობით.

შარშან არქიკადის ინდივიდუალური სასწავლო პროგრამა წარმატებით 10-მა ადამიანმა გაიარა, როგორც არქიტექტურის/ სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებმა, ასევე უკვე დასაქმებულმა არქიტექტორებმა კვალიფიკაცის ასამაღლებლად.

პროექტის მიზანია საქართველოს ბაზარზე არქიტექტორების პროგრამული კვალიფიკაციის ამაღლება და უნარების განვითარება, რომელთაც ისინი გამოიყენებენ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პროექტებზე მუშაობისას.

"ბაზარზე მოთხოვნის აღმოჩენამ გამოიწვია ის, რომ დაგვემატა კონსულტაცია დეველოპერული კომპანიებისთვის, რომლის ფარგლებშიც ვადგენთ საინვესტიციო სტრატეგიას და გავცემთ წინასანებართვო რეკომენდაციებს.

დაარსების დღიდან გვჯერა, რომ შესაძლებელია იმ ფიზიკური კომფორტის ზონების პროექტირება, რომლებსაც ადამიანები გულწრფელი სიამოვნებით დაუბრუნდებიან. სახლი უნდა იყოს კომფორტის ზონა.

ჩვენი გაწაფული არქიტექტორები ბავშვობიდან არქიტექტორობაზე ოცნებობდნენ და მათი უშრეტი მოტივაცია უკეთესი პროექტების შექმნაა სერვისის მაქსიმალურად დახვეწით, სხვანაირად არც განიხილება".

HURO-ს გუნდის წევრები არიან ოთო ხელაშვილი, თანადამფუძნებელი და არქიტექტურის ხელმძღვანელი, ურბანისტი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მაგისტრი 8-წლიანი პროფესიული გამოცდილებით;

ტატიანა ბაშელეიშვილი, თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ESM ბიზნესსკოლის ალუმნი 8-წლიანი პროფესიული გამოცდილებით;

იოსებ ბარამაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მაგისტრი 7-წლიანი პროფესიული გამოცდილებით, მრავალბინიანი და მრავალფუნქციური არქიტექტურის სპეციალიზაციით;

Სანდრო ოთარაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მაგისტრი, არქიტექტორი და დეველოპერული მიმართულების განვითარების მენეჯერი 14-წლიანი პროფესიული გამოცდილებით.

"სამომავლოდ ვგეგმავთ ნაბიჯების გადადგმას კერძო დასახლებების განვითარებაში HURO-ს სტანდარტებით. მიზანი იყო და იქნება ჩვენი გუნდის წევრებისა და დამკვეთების კმაყოფილება".

Instagram: huroarchitects

Facebook: HURO • ჰურო

www.huro.ge

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

ინსპირაცია

როგორ ვმართოთ შიში?

სიმშვიდე აუცილებელი პირობაა, რომ ადამიანმა წონასწორობა შეინარჩუნოს.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია