IDC-მ Microsoft Dynamics 365 AI ERP-ის ლიდერად აღიარა – საქართველოში მას SMART business ნერგავს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მეტი ავტომატიზაცია, მეტი ანალიზი, უკეთესი ბიზნეს-გადაწყვეტილებები. საერთაშორისო კვლევითმა კომპანია IDC-მ Microsoft Dynamics 365 AI-ით აღჭურვილი ERP სისტემების ლიდერად დაასახელა. საქართველოში ამ პლატფორმას Smart Business Georgia ნერგავს – მსხვილი და კომპლექსური ERP პროექტების განხორციელების ლიდერი.
IDC-ის ვერდიქტი: Microsoft ლიდერია
2026 წლის სექტემბრის შეფასებაში – "IDC MarketScape: Worldwide AI-Enabled Operational ERP 2026" – IDC-მ ERP სისტემები შესაძლებლობებითა და სტრატეგიით შეადარა. ორივე კრიტერიუმით საუკეთესო პოზიცია Microsoft-მა დაიკავა – Oracle-ის, SAP-ის, Infor-ისა და IFS-ის წინ.
AI ბიზნესის ოთხ მიმართულებაში
Dynamics 365-ში ხელოვნური ინტელექტი პირდაპირ ყოველდღიურ პროცესებშია ჩაშენებული:
- ფინანსები და ოპერაციები – AI ეხმარება საბანკო შეჯერებას, ანგარიშგებასა და ფინანსურ ანალიზს.
- გაყიდვები და მომსახურება – Copilot ამზადებს გაყიდვის შეკვეთებს და კლიენტზე ინფორმაციას ერთ ადგილას აგროვებს.
- მიწოდების ჯაჭვი და მარაგები – AI აგენტები ეხმარებიან შესყიდვების დაგეგმვასა და მარაგის კონტროლს.
- თანამშრომელთა სამუშაო სივრცე – ERP ხელმისაწვდომია Outlook-სა და Teams-ში, ყოველდღიური სამუშაოს ნაკადში.
SMART business Georgia: როცა პროექტი მასშტაბური და რთულია
SMART business Georgia საქართველოში მსხვილი და კომპლექსური ERP პროექტების განხორციელების ლიდერია. კომპანია იქ არის ძლიერი, სადაც სტანდარტული დანერგვა საკმარისი არ არის: მრავალი იურიდიული პირი, რთული ბიზნეს-პროცესები, ინტეგრაციები სხვა სისტემებთან და ინდივიდუალური დეველოპმენტი. Microsoft -ის აღიარებული ოქროს პარტნიორი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდით უზრუნველყოფს კონსულტაციას, დანერგვას, დეველოპმენტსა და მხარდაჭერას, და გლობალურ პლატფორმას ქართულ კანონმდებლობასა არგებს.
"მსოფლიო ლიდერი ტექნოლოგია შედეგს მხოლოდ სწორი დანერგვით იძლევა. ჩვენი ამოცანაა, ქართულმა კომპანიებმა იგივე უპირატესობა მიიღონ, რაც საერთაშორისო ბაზრის ლიდერებს აქვთ", – ამბობს SMART business Georgia-ს დირექტორი გიორგი კოფენლუ.
მსოფლიოს წამყვანი AI ERP და საქართველოს წამყვანი ინტეგრატორი – ერთად.
წყარო: IDC MarketScape: Worldwide AI-Enabled Operational ERP 2026 Vendor Assessment, სექტემბერი 2026, IDC #US54134726.