"იელთი ჯგუფში" კომპლექსური რებრენდინგის პროცესი დაიწყო
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
2025 წლიდან კომპანია "იელთი ჯგუფი" თქვენს საჭიროებებზე მეტად მორგებულ პროდუქტებსა და ხარისხიან სერვისს გთავაზობთ.
"იელთი ჯგუფის" რებრენდინგის იმპლემენტირების პროცესი, სავარაუდოდ, 4-6 თვეს გაგრძელდება. ამ პროცესით ჯგუფში შემავალი კომპანიები განვითარების ახალ ეტაპზე გადადიან.
დეველოპერულ სამყაროში "იელთი" ნიშას პრემიუმ საინვესტიციო მიმართულებით დაიკავებს. 2025 წლიდან კომპანია ქართული ბაზრისთვის ინოვაციურ და თანამედროვე ტენდენციებზე მორგებულ პროდუქტებს დააანონსებს, რაშიც "ჯგუფს" საერთაშორისო პარტნიორების გამოცდილება და ექსპერტიზა დაეხმარება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, Entrepreneur-ი "იელთი ჯგუფის" გენერალურ დირექტორს, მამუკა მახარაძეს ესაუბრა.
"იელთი ჯგუფის" ოპერირებაში მნიშვნელოვანი ეტაპია, კომპანიამ დაიწყო მასშტაბური რებრენდინგი. რა პროცესია და რა იქნება საბოლოო შედეგი, რა იცვლება კომპანიის ცხოვრებაში?
რებრენდინგის სტრატეგია შარშან დამტკიცდა. პროცესი კომპლექსურია და მის იმპლემენტირებას 2025 წლის ზაფხულამდე ვგეგმავთ. ჯერჯერობით, შიდა, ე.წ. ინსაიდერული სამუშაოები მიმდინარეობს და თებერვლის თვიდან პროცესს ნაწილობრივ გავასაჯაროებთ, აქტიურ კამპანიებსაც ამ პერიოდიდან დავიწყებთ.
გარდა გარე საკომუნიკაციო ატრიბუტიკისა, მიმდინარეობს შინაარსის ცვლილებაც, რამაც, საბოლოო ჯამში, კომპანიის რეპოზიციონირება უნდა გამოიწვიოს. "იელთი ჯგუფი" მასში შემავალი კომპანიებით გადადის განვითარების ახალ ეტაპზე, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დავიკავოთ პრემიუმ საინვესტიციო უძრავი ქონების მიმართულებით.
როგორია "იელთი ჯგუფის" განვითარების სტრატეგია?
ჩვენი განვითარების სტრატეგია განსხვავებულობაშია, შესაბამისად, რებრენდინგიც ამ შინაარსით განვითარდა. "იელთის" სახელი პრესტიჟულ და უნიკალურ პროდუქტს, მაღალი ხარისხის ეფექტურ მომსახურებას დაუკავშირდება.
პარალელური მიზანია, რომ "იელთის" ინვესტორები/პარტნიორები საკუთარ თავს ჩვენი სწრაფი და მასშტაბური განვითარების ნაწილად აღიქვამდნენ. ფართომასშტაბიანი ცვლილებების გათვალისწინებით, კომპანია ასევე ცდილობს, რომ ახალი პროდუქტები ადგილობრივი მომხმარებლებისა და ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომი დარჩეს.
საკმაოდ გაზრდილია ლოკალური მოთხოვნაც პრემიუმ სეგმენტის უძრავ ქონებაზე, მომხმარებლები ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ და არა სპონტანურს, როგორც რამდენიმე წლის წინ.
თქვენი ახალი პროექტების შესახებ რას გვეტყოდით?
2025 წლის იანვრიდან ბათუმის "იელთი კვარტალში" ახალი პროექტის "სტატუს ჰაუსის" გაყიდვა დაიწყო. ჩვენი ყველა პროდუქტი სამიზნე აუდიტორიის საჭიროებების მოკვლევას ეხება. ეს პროდუქტიც, შესაბამისად, ბაზრის ტენდენციებს და მომხმარებელთა საჭიროებებს მოვარგეთ.
"სტატუს ჰაუსი" ჩვენი პირველი საინვესტიციო პროექტია, სადაც აქცენტი გრძელვადიანი ცხოვრებისა და გაქირავების მოდელზე გავამახვილეთ. ამ მომენტისთვის ბათუმში ეს პროდუქტია მოთხოვნადი და, შესაბამისად, ვცდილობთ ჩვენი მომხმარებლების ინვესტიცია ეფექტიანად დავაბანდოთ.
დამატებით, წლის განმავლობაში, ორ ახალ პროექტს დავაანონსებთ, საიდანაც ერთი ბათუმში, ხოლო მეორე თბილისში დაიწყება და ორივე პროექტი თავისი შინაარსით განსხვავებულია ბაზრის კონკურენციისგან.
ეს პროექტები იქნება ადამიანებისთვის, რომლებიც ეძებენ კომფორტს და არა "პირველ ბინას". ვფიქრობთ, რომ ის დეტალები, რომლებიც პროექტების შინაარსში შევიტანეთ, საბოლოო ჯამში, ჩვენს მესაკუთრე/ინვესტორებისთვის პრესტიჟულობისა და "დამსახურებული დაფასებულობის" განცდას შექმნის. სწორედ ამიტომ, რებრენდინგის პროცესში დიდი ინვესტიცია და აქცენტები მომსახურების ხარისხსა და შინაარსს ეთმობა.
როგორ გეხმარებათ საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობა მაღალი ხარისხისა და უნიკალურობის შენარჩუნებაში, რა როლი აქვთ მათ თქვენს სამომავლო გეგმებში?
რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორობას, იცით, რომ ეს ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მისიაა. ერთგვარ პასუხისმგებლობად მიგვაჩნია, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, საქართველოში რეპუტაციული საერთაშორისო ბრენდები შემოვიყვანოთ და ადგილობრივ ბაზარს მათი გამოცდილება და ექსპერტიზა მოვარგოთ.
ჩვენი გაცხადებული გეგმა გულისხმობს, რომ ყველა ჩვენს საცხოვრებელ-საინვესტიციო კომპლექსში ხელმისაწვდომი იქნება 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს დონის ინფრასტრუქტურა და სერვისები. ადამიანები მათ მუდმივ საცხოვრებელშიც მიიღებენ ყველა შესაბამის სასტუმრო ტიპის სერვისს, რაც, რა თქმა უნდა, ისევ კომფორტსა და პრესტიჟულობასთან ასოცირდება.
ჩვენს ესპანელ პარტნიორებთან, Barceló Hotel Group-თან ერთად, ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ მეორე კოლაბორაციულ პროექტზე ვმუშაობთ, რომლის გაყიდვები აპრილ-მაისიდან დაიწყება. რაც შეეხება თბილისში დასაანონსებელ ახალ კომპლექსს, დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ, რადგან პროექტირების ეტაპზე ვართ და დაახლოებით 6-7 თვეში მის წარდგენასაც შევძლებთ.
საუბარია 2ჰა ტერიტორიის განაშენიანებაზე. სადაც იქნება სასტუმრო და საცხოვრებელი აპარტამენტებიც, სპა-ველნეს ცენტრი, თანამედროვე სპორტული სივრცეები, მოედნები, ბავშვთა სათამაშო ზონები, კაფე-ბარები, სალონები, მარკეტები, აფთიაქები და ყველა საჭირო და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
ჩვენი განვითარების ხედვა ითვალისწინებს ამ დონის რეპუტაციული ბრენდების გამოცდილების გაზიარებას ჩვენი მომხმარებლებისთვის. იცით, რომ Barcelo Hotels-ის პარალელურად ვთანამშრომლობთ Wyndham Hotels and Resorts-თან და ამ წლის მარტში ვხსნით პირველ La Quinta by Wyndham- ჩვენს რეგიონში.
რას აკეთებს ELT Group-ი იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ბრენდის იდენტობა და მომსახურების მაღალი სტანდარტი?
პერმანენტული ბაზრის კვლევით და მომავლის ტენდეციების შესწავლით, კომპანია მიჰყვება იმ მოთხოვნებს, რაც ჩვენთვის სასურველ იდენტობას გვძენს და გვინარჩუნებს. იცით, რომ ჩვენი მიზანი არასოდეს ყოფილა მხოლოდ პროექტების ფასადური დიზაინი. კმაყოფილება შინაარსიდან მოდის, სწორედ აქ ვახდენთ ინვესტირებას. ეს მოიცავს პროექტების ინფრასტრუქტურას, სასტუმროს ტიპის თანამდევ სერვისებსა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომსახურების უმაღლეს სტანდარტს.
შინაარსში, ანუ ინფრასტრუქტურასა და სერვისებში ვახდენთ მსხვილ ინვესტიციებს, თუმცა მომსახურების სტანდარტის მუდმივი მონიტორინგი და ზრდა ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტია. რებრენდინგის პროცესის ნაწილია მომსახურების გაციფრულებაც, რაც საშუალებას მოგვცემს, გაცილებით ოპერატიული და ეფექტიანი ვიყოთ სერვისის მიწოდებაში. საქართველოში პირველად, ჩვენს ჯგუფში ამოქმედდება ე.წ. მომხმარებელთა ციფრული კაბინეტი, სადაც ყველა ჩვენი მესაკუთრე/ინვესტორი ცოცხალ რეჟიმში მიიღებს ნებისმიერ ინფორმაციას თუ განახლებას. კაბინეტშივე მოგვცემს დავალებებს და დააკვირდება მათი აღსრულების პროცესს.
დამატებითი მსხვილი ინვესტიციები იდება გაყიდვების შემდგომ მომსახურებაში. ჩვენი ყველა პროექტი საერთაშორისო სასტუმროს მმართველი კომპანიების მიერ იმართება. მათი გამოცდილების გაზიარების პარალელურად, ეს პირდაპირპროპორციულია მესაკუთრე/ინვესტორთა კმაყოფილების. ადამიანები გრძნობენ და "ციფრული კაბინეტის" საშულებით კიდევ მეტად იგრძნობენ ზრუნვას. იმას, რომ მათი ცხოვრების ხარისხსა და ინვესტიციის ეფექტიანობაზე კონკრეტული ადამიანების ჯგუფი მუშაობს.
როგორ შეაჯამებდით ინტერვიუს და როგორ ფიქრობთ, რას მოიტანს რებრენდინგი თქვენი კომპანიისთვის?
როგორც აღვნიშნე, "იელთის" რებრენდინგი კომპლექსურად მიმდინარეობს. რებრენდიგს გადის არა მხოლოდ კომპანია, არამედ ჯგუფის თითოეული წევრიც. რებრენდინგი დავიწყეთ ჩეენივე თავით, პირველ რიგში, სწორედ ჩვენ ვიხვეწებით და უნდა გავხდეთ უკეთესები.
პარალელურად, რა თქმა უნდა, იცვლება ბრენდული სახელწოდებაც, ფერებიც და ლოგოც, რაც ჩვენს ბრენდს ახალ სიცოცხლესა და ტემპს შესძენს. შინაარსობრივი ნაწილიც იხვეწება, რაც, როგორც მოგახსენეთ, პირველ რიგში, მომსახურების ახალი სტანდარტით განისაზღვრება.
დამატებით დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, ვინაიდან აპრილ-მაისში იგიგმება ღონისძიება ჩვენი მომხმარებლების, ინვესტორებისა და პარტნიორებისთვის, სადაც ყველა დეტალი გამჟღავნდება და თქვენი პლატფორმაც ერთ-ერთი პირველი იქნება ინფორმირებულთა და მოწვეულ სტუმართა შორის.