Sponsored Content

იფიქრე მომავალზე – დავით ნინიაშვილისა და "ტექტო ჯგუფის" თამაშის მთავარი წესი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართული და საერთაშორისო რაგბის ახალგაზრდა ვარსკვლავის, დავით ნინიაშვილისა და "ტექტო ჯგუფის" ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე შექმნილმა კამპანიამ, რომელზეც Hans & Gruber-მა იმუშავა, რამდენიმე დღეა, რაც რაგბის გულშემატკივრებისა თუ ზოგადად, ქართველი აუდიტორიის ყურადღება მიიპყრო.

დავით ნინიაშვილის წარმატების გზა თითოეული ქომაგისთვის ამაღელვებელია, თუმცა, საინტერესოა, მაინც რაზეა დაფუძნებული კამპანიის სათქმელი – "იფიქრე მომავალზე" ან თავად ეს ურთიერთთანამშრომლობა.

"დავით ნინიაშვილს სჯერა, რომ წარმატება და გამორჩეული თამაში არის მუდმივი პროცესი და არა ერთხელ მიღწევადი მდგომარეობა. რამდენად შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს კონკრეტული გამარჯვება, მის მიღმა კიდევ უფრო გრძელი და ამაღელვებელი გზაა. არც ერთი მიღწევა არ ნიშნავს საბოლოო წერტილს. სპორტშიც, ისევე როგორც შენების პროცესშიც, ნაბიჯ-ნაბიჯ, დაგეგმვისა და შრომის შედეგად იქმნება საუკეთესო შედეგი. "ტექტო", როგორც ბრენდი და მის მიერ შექმნილი თითოეული პროექტი, გააზრებული ნაბიჯების ერთობლიობაა, იგი საქმის კეთების იმავე იდეაზე დგას, რომელსაც იზიარებს ნინიაშვილი. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის, ორივესთვის მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ მომავალზე. გვჯერა, რომ ჩვენი ნებისმიერი მომხმარებლისთვის, "ტექტოსთან" საკუთარი ცხოვრების ისეთი მნიშვნელოვანი ეტაპის დაკავშირებაც, როგორიც სახლის შეძენაა, სწორედ მომავალზე ფიქრის ნაწილი და დამსახურებაა", – აცხადებს ტექტოს კომერციული დირექტორი, ავთანდილ აროშიძე.

მომავალზე ფიქრი სპორტსმენისთვის თამაშის ყოველდღიურად დახვეწას ნიშნავს, დეველოპერული კომპანიისთვის კი ადამიანის საჭიროებებსა და კომფორტზე მორგებული მშენებლობის უზრუნველყოფას. შესაბამისად, "ტექტოს" პრიორიტეტები ენერგოეფექტურობა, მწვანე არქიტექტურა, ჭკვიანი სახლის სისტემა, უახლესი სამშენებლო მასალები და მშენებლობისას უსაფრთხოების მაქსიმალური მონიტორინგია.

რა უნდა ვიცოდეთ "ტექტო ჯგუფის" შესახებ?

"ტექტო ჯგუფი" ქართული სამშენებლო დეველოპერული კომპანიაა, რომელიც მასშტაბური პროექტების გარდა, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალებს აწარმოებს. ამჟამად კომპანია სამი საერთაშორისო ISO სერტიფიკატის მფლობელია და აჭარაში ეკოსისტემის დაუზიანებლად ბუნებასთან ჰარმონიაში მყოფ, თანამედროვე და მაღალი დონის საცხოვრებელი კომპლექსებს ქმნის.

ბათუმში "ტექტო ჯგუფს" ორი გამორჩეული პროექტი აქვს, რომელიც მომავალ მაცხოვრებლებს ყველანაირ კომფორტს სთავაზობს და რაც მთავარია, უნიკალური ეკოსისტემის განვითარებას უწყობს ხელს.

"ტექტო ფრანკო" 11 000 კვ.მ ფართობზე გაშენებული საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც 4 შენობაში არსებულ 921 ბინას, კომერციულ ფართებს, სპორტულ მოედნებს, პარკინგს, ბავშვთა გასართობ ცენტრსა და რეკრეაციულ ზონებს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ 11 000 კვ. მეტრიდან 6 000 კვ. მეტრი ხელუხლებელ რეკრეაციულ სივრცეს უკავია.

რაც შეეხება "ტექტო რაკურსს", ის კომპანიის ახალი პროექტია, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა, სუბტროპიკულ ზონაში, კურორტ ჩაქვში შენდება. კომპლექსი ზღვის ზოლიდან 30 მეტრში, ბოტანიკურ ბაღთან და მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარედ უნიკალურ პანორამულ ხედებს გვთავაზობს. 12 417 კვ.მ-ზე განთავსებული კომპლექსი ჭკვიანი სახლის სისტემით აღჭურვილ პრემიუმ კლასის აპარტამენტებს მოიცავს. ამჟამად 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მხოლოდ 7 სართულია დასრულებული, მშენებლობა კი ევროპული (ISO) სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ პროექტი საკუთარ ნავსადგურსაც ითვალისწინებს, შესაბამისად "ტექტო რაკურსის" მიმართულებით გადაადგილება ბათუმის იახტკლუბიდან კატერითაც იქნება შესაძლებელი.

შეიძლება ითქვს, რომ "ტექტო ჯგუფს" თითოეული პროექტი საკმაოდ ამბიციურია და თავდაუზოგავი შრომის იდეაზე დგას.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი