Get All Access for $5/mo

IKON-ის პრემიუმ საცხოვრებელი ბათუმში - ახალი პროექტის წინასწარი გაყიდვები დაიწყო!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დეველოპერული კომპანია IKON-ის ახალი მრავალფუნქციური კომპლექსი მომგებიანი არჩევანია მათთვის, ვინც ეძებს საინვესტიციო შესაძლებლობებს ან უბრალოდ კეთილმოწყობილ საცხოვრებელ გარემოს შავი ზღვის სანაპიროზე.

ბათუმი, როგორც შავი ზღვის სანაპიროზე არსებული ეკონომიკურად სწრაფად მზარდი ქალაქი, ყოველწლიურად იზიდავს როგორც ტურისტებს, ასევე - ინვესტორებს. "ახალი ბულვარი" კი თანამედროვე და უნიკალურ უბნად იქცა, რაც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის და საერთაშორისო ინვესტორებისთვის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ქმნის.

სწორედ ამ დინამიურ რეგიონში, სანაპიროდან სულ რაღაც რამდენიმე წუთის სავალ გზაზე, დაწყებულია IKON-ის 21-სართულიანი პრემიუმ კომპლექსის მშენებლობა, რომელიც ზუსტად ერგება მომხმარებელთა საჭიროებებს საცხოვრებელი თუ საინვესტიციო მიზნებისთვის.

რას მოიცავს მრავალფუნქციური კომპლექსი და რა პირობებით არის შესაძლებელი საცხოვრებლის შეძენა ან მისი საინვესტიციოდ გამოყენება? - ამ და სხვა კითხვებზე Entrepreneur ახალ დეველოპერულ კომპანია, IKON-ს ესაუბრა.

"IKON არის დეველოპერული კომპანია, რომელიც მაღალკვალიფიციურ გუნდთან თანამშრომლობით მასშტაბურ პროექტს ახორციელებს ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და მოთხოვნად ტერიტორიაზე. კომპანიის მიზანია არამხოლოდ თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნა, არამედ ქალაქში ინვესტიციებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ახალი სტანდარტების დანერგვა. IKON-ის პროექტის მოსახერხებელი ადგილმდებარეობა, თანამედროვე დიზაინი და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს განსაკუთრებულ შესაძლებლობას მაცხოვრებლებისთვის, მიიღონ მუდმივი სტაბილური შემოსავალი უძრავი ქონების ინვესტიციიდან" - აღნიშნავენ IKON-ის გუნდში.

ინფრასტრუქტურა და ადგილმდებარეობა:

IKON-ის მრავალფუნქციური კომპლექსი პრემიუმ ინფრასტრუქტურასთან ერთად, აერთიანებს ღია აუზს, ტერასებს, პანორამულ რესტორანს, სპორტდარბაზს, ბავშვთა გასართობ მოედანსა და ვრცელ მიწისქვეშა პარკინგს. კომპლექსში იგეგმება 4 მაღალსიჩქარიანი და დიდი მოცულობის ლიფტის დამონტაჟება, რაც შენობის შიგნით გადაადგილებას უფრო მოსახერხებელსა და სწრაფს გახდის. ამასთან, შენობა აღჭურვილი იქნება ჭკვიანი კარის სისტემით, მაღალტექნოლოგიური შემინვით, გაზიფიცირებით, LED განათებითა და ფართომასშტაბიანი გამწვანებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ საცხოვრებელი კომპლექსის მიმდებარედ იუსტიციის სახლი, სავაჭრო ცენტრი, სკოლა, საერთაშორისო ჰოსპიტალი და ბათუმის ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი ერთ სივრცეშია გაერთიანებული.

IKON-ის განსაკუთრებული პირობები და შეთავაზებები პოტენციური მომხმარებლებისთვის:

IKON-ში ყოველი აპარტამენტი ოპტიმალურადაა დაგეგმარებული. მაცხოვრებლებს შეუძლიათ როგორც სტუდიო ტიპის (33 მ²-დან), ისე - 1-ოთახიანი (44 მ²-დან) ან 2-ოთახიანი აპარტამენტების (71 მ²-დან) შეძენა. ყველა აპარტამენტს საკუთარი დიდი ვერანდა გააჩნია, საიდანაც იშლება ზღვის ან მთის პანორამული ხედები.

რაც შეეხება შესყიდვის პირობებს, IKON-ში აპარტამენტის შეძენას მოქნილი გადახდის პირობით შეძლებთ: თვეში მხოლოდ 500$ დან; პირველადი შესატანი 10%-ით და 36 თვიანი შიდა უპროცენტო განვადებით.

გარდა ამისა, სრული გადახდის შემთხვევაში, IKON-ის პოტენციური მაცხოვრებლები 5% ფასდაკლებას მიიღებენ. კომპანია აპარტამენტის შეძენის მსურველებს კრიპტოვალუტით აპარტამენტის შეძენასაც სთავაზობს.

IKON-ის პროექტის მშენებლობა უკვე დაწყებულია და 2027 წელს დასრულდება. პროექტის ბიუჯეტი 10 მილიონი დოლარია. TBC ბანკის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, პროექტი უზრუნველყოფს საუკეთესო პირობებს როგორც ინვესტორებისთვის, ასევე მაცხოვრებლებისთვის.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ IKON-ის ვებგვერდს.
ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ტექნოლოგიური ტრენდები

5 ანტრეპრენერი, რომელიც რადიკალურად ცვლის განათლებას

ბავშვები ჩვენი მომავალია, ეს ანტრეპრენერები კი საგრძნობლად დიდ შესაძლებლობას აძლევენ მათ, რომ ხარისხიანი განათლება მიიღონ