იმედი L-ის ახალი პროდუქტი – ხელმისაწვდომი ავტოდაზღვევა ყველა მძღოლისთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დაზღვევა ფინანსური სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც მომხმარებლებს გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან იცავს. სწორად შერჩეული სადაზღვევო პროდუქტი მომხმარებელს სიმშვიდესა და კომფორტსაც ანიჭებს. სწორედ მომხმარებლის საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინების პრინციპით მოქმედებს იმედი L-ი, რომელიც თანამედროვე ბაზრის გამოწვევებზე მორგებულ დაზღვევას გვთავაზობს.

2024 წელი იმედი L-ისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა – კომპანია საცალო დაზღვევის მიმართულების გაძლიერებასა და ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის შეთავაზებების გაფართოებაზე კონცენტრირდა. იმედი L-ის საქმიანობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ავტომობილის დაზღვევის მრავალფეროვანი პაკეტებია, რომლის შესახებ Entrepreneur-ს იმედი L-ის არასამედიცინო დაზღვევისა და საცალო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი, ნათია ანასტასიადი ესაუბრა:

"2024 წელს "იმედი L"-ს ბევრი სიახლე დაემატა. გადაწყდა, რომ განსაკუთრებით უნდა გაძლიერდეს საცალო მიმართულება. გარდა იმისა, რომ ჩვენ ძალიან ბევრ კომპანიას, იურიდიულ პირს ვემსახურებით ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით, მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკურ პირებსაც შევთავაზოთ სხვადასხვა პროდუქტი და ჩვენი გამოცდილება გავაძლიეროთ. მაგალითად, 2024 წლის ზაფხულიდან დავიწყეთ ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის შეთავაზება. წარსულში "იმედი L"-ი უფრო ჯანმრთელობის დაზღვევაზე იყო ორიენტირებული, თუმცა ახლა უკვე ქონების დაზღვევის მიმართულებითაც ვმუშაობთ და სწორედ ამის ფარგლებში, უკვე თებერვლიდან მომხმარებლებს ავტომობილის დაზღვევასაც ვთავაზობთ. აღსანიშნავია, რომ ქონების დაზღვევის მიმართულებით კომპანიებთან გასული წლიდან ვთანამშრომლობთ და ახლა ინდივიდუალურ პირებსაც მოვემსახურებით ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სადაზღვევო პროდუქტით – ავტოდაზღვევით".

ქართველი მომხმარებელი ავტოდაზღვევას კარგად იცნობს და ეს პროდუქტი ბაზარზე საკმაოდ პოპულარულია. მიუხედავად ამისა, საქართველოში დაზღვეული ავტომობილების მაჩვენებელი ძალიან დაბალი, დაახლოებით 7%-ია. ერთ-ერთ მიზეზად შეგვიძლია ავტოდაზღვევის ფასიც განვიხილოთ.

ავტომომსახურების ხარჯების პროპორციულად ავტოდაზღვევის ხარჯებიც მუდმივად იზრდება. როგორც ნათია ანასტასიადი აღნიშნავს, "იმედი L"-ის გუნდის მიზანი იყო, ეპასუხა ამ გამოწვევისთვის და შეექმნა ისეთი პროდუქტები, რომელიც ყველა ტიპის მძღოლის საჭიროებებსა და ბიუჯეტს გაითვალისწინებდა.

"იმედი L"-ის ავტოდაზღვევა არის ყველასთვის, ვისაც სურს თავიდან აირიდოს ავტომობილთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი და უსიამოვნო ხარჯი, საკუთარი თუ მესამე პირის მიმართ დაკისრებული პასუხისმგებლობა.

"დღეს სადაზღვევო სექტორი ძირითად აქცენტს პრემიალურ ავტოდაზღვევაზე აკეთებს, რომელშიც ყველა შესაძლო რისკია შესული, თანაც ნულოვანი ფრანშიზით.

ბუნებრივია, ასეთი არჩევანი "იმედი L"-ის მომხმარებლებსაც აქვთ. თუმცა ყველასთვის ასეთი დაზღვევა ხელმისაწვდომი არ არის და მძღოლების საკმაოდ დიდი ნაწილი ბაზარზე დაუზღვეველი რჩება.

ჩვენ გვინდა დავამტკიცოთ, რომ ავტოდაზღვევა ბევრად უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე აქამდე გვეგონა. ამასთან, ხელმისაწვდომი პროდუქტის შექმნისას ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ მომხმარებელს ისეთი რისკი ჰქონოდა დაფარული, რომლის შემთხვევაში ხარჯებთან დამოუკიდებლად გამკლავება გაუჭირდებოდა.

ავტოქარის პროდუქტით, ვფიქრობ, მთავარი ამოცანა ამოვხსენით - ეს არის ავტოდაზღვევა, რომელიც ყველასთვის არის ხელმისაწვდომი და მსხვილი ფინანსური ხარჯისგან დაიცავს მომხმარებელს გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს".

"იმედი L"-ის ახალი ავტოდაზღვევა - ავტოქარი - თვეში 50 ლარი ღირს და მისი შეძენა როგორც ონლაინ, "იმედი L"-ის ვებგვერდზე, ისე სადაზღვევო მენეჯერის დახმარებით არის შესაძლებელი.

ეს პროდუქტი გათვლილია 10 000 დოლარამდე ღირებულების ავტომობილებისთვის და მისი შეძენა შეუძლია ყველა კატეგორიის მძღოლს 21 წლიდან.

ავტოდაზღვევის ახალი პროდუქტებით "იმედი L"-ის მიზანია, ის დანაკლისი შეავსოს ბაზარზე, რომელიც მძღოლების საკმაოდ დიდ ნაწილს მოიაზრებს. ეს არის საშუალო ღირებულების მანქანები, რომლის მძღოლები დაზღვევისგან ფასის გამო იკავებდნენ თავს.

ავტოქარის გარდა "იმედი L"-ი მომხმარებელს კიდევ რამდენიმე ავტოდაზღვევის პროდუქტს სთავაზობს, რომელიც სხვადასხვა დაფარვას მოიცავს, დაწყებული მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევით, დამთავრებული სრული ავტოდაზღვევით ნულოვანი ფრანშიზით.

"იმედი L "-ი სადაზღვევო ბაზარზე ბევრი მიმართულებით გამოირჩევა. ის უკვე მრავალი წელია საშუალო და მსხვილ ბიზნესს ემსახურება, მაგრამ ამასთან ერთად, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მცირე ბიზნესისა და ინდივიდუალური პირების სეგმენტის განვითარებაც. სწორედ მრავალფეროვანი პროდუქტებით და მომხმარებელზე მორგებული მომსახურებით მოიპოვა "იმედი L"-მა დიდი ნდობა საზოგადოებაში.

"ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით გვაქვს ასეთი პრაქტიკა: ვაზღვევთ ისეთ კომპანიებს, ისეთ მცირე ბიზნესს, რომლის თანამშრომელთა რაოდენობა იწყება სამი დასაქმებულიდან. ქონების დაზღვევის მიმართულებითაც ვაგრძელებთ ამ სტრატეგიას. ასევე გვაქვს სამოგზაურო დაზღვევა და ძალიან გვეამაყება, რომ ამ მიმართულებით "იმედი L"-ი ლიდერია. ეს მიმართულება წელს კიდევ უფრო გავაძლიერეთ და ბევრი სასიამოვნო სიახლე შევთავაზეთ მომხმარებელს. როგორც აქამდე სამოგზაურო დაზღვევის, ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზღვევის მიმართულებით ვიყავით ბაზარზე გამორჩეული და სანდო კომპანია, ახლა უკვე ქონების დაზღვევის მიმართულებითაც იმავე სტანდარტის მომსახურებას გავუწევთ მომხმარებელს. დარწმუნებული ვართ, რომ ამ მხრივაც მოვიპოვებთ ნდობას. ჩვენი მიზანი სწორედ ის არის, რომ ერთგულ მომხმარებლებს სადაზღვევო მომსახურების მთელი სპექტრი შევთავაზოთ", – აღნიშნავს ნათია ანასტასიადი.

მნიშვნელოვანია, რომ სადაზღვევო მომსახურება თანამედროვე ადამიანის ცხოვრების სტილს, მის მოთხოვნებსა და მოლოდინს შეესაბამებოდეს. აუცილებელია, რომ სადაზღვევო მომსახურება იყოს მოქნილი და მარტივად ხელმისაწვდომი. "იმედი L"-ის სტრატეგია სწორედ ამ პრინციპს ემყარება – კომპანიამ შექმნა მრავალარხიანი სისტემა, რომელიც დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, დაზღვევის პირობებს სრულყოფილად გაეცნონ, სასურველი პაკეტი მარტივად შეიძინონ და სადაზღვევო სერვისებიც ციფრულად მიიღონ.

ნათია ანასტასიადი:

"ყველა ის პროდუქტი, რომელსაც ჩვენ წარვადგენთ, გვინდა შეძენის მხრივ მარტივად ხელმისაწვდომი იყოს. ამიტომ პირობების გაცნობისა და შეძენის შესაძლებლობას აუდიტორიას მრავალი არხით ვთავაზობთ – როგორც ონლაინარხების, ასევე ჩვენი გაყიდვების გუნდის მეშვეობით.

"იმედი L"-ის სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მომხმარებლის უკუკავშირს. კომპანია მუდმივად აკვირდება შეფასებებს, რათა მაქსიმალურად კომფორტული და მორგებული სადაზღვევო პროდუქტები შექმნას. სწორედ ეს მიდგომა განსაზღვრავს "იმედი L"-ის მოწინავე პოზიციებს ბაზარზე.

"ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენი მომხმარებლების მხრიდან იმ ფაქტს, რომ სადაზღვევო პროდუქტების მრავალფეროვან სპექტრს ვთავაზობთ. დამეთანხმებით, კომფორტულია, როცა მრავალმხრივი მომსახურებით ერთ კომპანიასთან თანამშრომლობ. მომხმარებლის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის დიდ ყურადღებას ვუთმობთ ამას. ჩვენთვის გადამწყვეტია კომუნიკაცია, უკუკავშირის მიღების სტრატეგიის გაძლიერება და ეს შემდგომ ჩვენს მომსახურებაში, ჩვენს სიახლეებშიც აისახება. სწორედ მომხმარებლის ჩართულობა, მისი უკუკავშირი გვეხმარება, რომ მეტად მოვარგოთ პროდუქტი ინდივიდუალურ საჭიროებებს", – ამბობს ნათია ანასტასიადი.

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ

მენეჯმენტი

დამშვიდების მარტივი გზები სტრესისა და შფოთვის დროს

სტრესისა და შფოთვისგან თავის დაღწევას ვერ ახერხებთ? ეს ტექნიკა სცადეთ და დამშვიდდებით კიდევაც და შინაგანად ბედნიერადაც იგრძნობთ თავს