Inner-ს და Entrepreneur Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ინერი, როგორც პირველი ქართული მობილური აპლიკაცია მენტალურ ჯანმრთელობაზე, აქტიურად განაგრძობს წამყვან კომპანიებთან პარტნიორობის გაღრმავებას, რომლის ფარგლებშიც Entrepreneur Georgia-სთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
Inner-ის და Entrepreneur Georgia-ს თანამშრომლობით, Entrepreneur-ის პლატფორმაზე რეგულარულად განთავსდება ინერის მიერ შექმნილი სტატიები, რომლის მიზანიც, ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინერის თანადამფუძნებელმა – ირაკლი ლომიძემ და Entrepreneur Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსანდრე სირაძემ კომენტარი გააკეთეს:
"ინერი, როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის ციფრული ჰაბი, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ფსიქიკური კეთილდღეობის მნიშვნელობის პოპულარიზაციას. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო და ღირებულია თანამშრომლობა Entrepreneur Georgia-თან.
Entrepreneur Georgia საკუთარი საქმიანობით, დიდ როლს ასრულებს განსხვავებულ საზოგადოებრივ სეგმენტებთან კომუნიკაციაში, რაც ჩვენს საერთო მიზანს – რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გააცნობიეროს ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობა – კიდევ უფრო ამყარებს. მიგვაჩნია, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას ცნობიერების ამაღლების მიმართულებით." - ირაკლი ლომიძე, Inner-ის თანადამფუძნებელი.
"თანამედროვე ბიზნესსამყაროში, სადაც ტემპი ძალიან მაღალია და სტრესული ფაქტორები მუდმივად იზრდება, მენტალური ჯანმრთელობა წარმატების განუყოფელი ნაწილია. ჩვენი მიზანია, ანტრეპრენერებსა და ბიზნესლიდერებს არა მხოლოდ ბიზნესის მართვაში, არამედ საკუთარი ემოციური რესურსების სწორად გადანაწილებაშიც დავეხმაროთ. "ინერთან" პარტნიორობა გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენს მკითხველს პროფესიონალების მიერ მომზადებული, კომპეტენტური და საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ, რაც მათ პროდუქტიულობასა და ცხოვრების ხარისხზე დადებითად აისახება" - ალექსანდრე სირაძე, Entrepreneur Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი.