ინოვაციური ტექნოლოგიები განათლების ხელმისაწვდომობისთვის - ფილიპ მორის საქართველოსა და ცოდნის ფონდის ინიციატივა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, "ფილიპ მორის საქართველო" და ცოდნის ფონდი სტუდენტურ კონკურსს - "განათლება საზღვრების გარეშე" ახორციელებენ.
კონკურსში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ. ისინი მუშაობენ ისეთი იდეებისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, სოციალურ ინკლუზიურობას და ამ პროცესში ისეთი ბარიერების დაძლევას, როგორებიცაა: გეოგრაფიული მდებარეობა, ფინანსური რესურსები თუ სოციალური მდგომარეობა.
კონკურსში "განათლება საზღვრების გარეშე" 21 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც 3-3 სტუდენტისგან იყო დაკომპლექტებული. მეორე ეტაპზე საუკეთესო შედეგის მქონე 8 გუნდი გადავიდა, მათგან კი 3 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა.
6 აპრილს ჟიურის წევრებმა გამარჯვებული გუნდი დაასახელეს, რომლებიც მიიღებენ სწავლის ნაწილობრივ დაფინანსებას და, ასევე, ფინანსურ მხარდაჭერას საკუთარი იდეის განსახორციელებლად.
"ფილიპ მორის საქართველოსთვის განათლება და სოციალური ინკლუზიურობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ‑ერთი მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ჩვენ მხარს ვუჭერთ უნივერსიტეტის სტუდენტებს შექმნან ინოვაციური, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, რომლებიც მიზნად ისახავს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ინიციატივა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ სწავლის დაფინანსება და ამასთან, ხელს უწყობს მათ, აქციონ საკუთარი იდეა პრაქტიკულ გადაწყვეტად და წვლილი შეიტანონ მნიშვნელოვანი, პოზიტიური ცვლილების განხორციელების პროცესში", - აღნიშნავენ ფილიპ მორის საქართველოს გუნდში.