Insta X LAPP - ექსკლუზიური პარტნიორული შეხვედრა ქართული საწარმოო სექტორის განვითარებისთვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
12 მარტს, კომპანია "ინსტას" ორგანიზებით, ინდუსტრიული ელექტროობისა და საკაბელო სისტემების გლობალური ლიდერის, LAPP-ის ექსკლუზიური პარტნიორული შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ქართული საწარმოო სექტორისთვის თანამედროვე საინჟინრო გამოწვევების გაცნობასა და გერმანული გამოცდილების გაზიარებას.
LAPP საკაბელო და კავშირგაბმულობის ტექნოლოგიების გლობალური ლიდერი და გერმანული ხარისხის უცვლელი სტანდარტია. 1959 წლიდან კომპანია ინდუსტრიულ სამყაროს სთავაზობს კომპლექსურ საინჟინრო გადაწყვეტებს, რაც ცალკეული პროდუქტების მიწოდებასთან ერთად, რთული სისტემების პროექტირებასა და ტექნოლოგიურ მხარდაჭერას მოიცავს.
შეხვედრის მთავარი ღირებულება LAPP-ის გერმანელი წარმომადგენლებისა და წამყვანი საინჟინრო სპეციალისტის მონაწილეობა იყო. "ინსტასთვის", როგორც დარგის ექსპერტისთვის, პრიორიტეტულია პარტნიორებისთვის ცოდნის გაზიარება და საერთაშორისო გამოცდილების ხელმისაწვდომობა. სწორედ ამ მიზნით, შეხვედრის ფარგლებში სპეციალისტებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს ის უახლესი მიდგომები, რომლებიც უშუალოდ ინდუსტრიული პროდუქტების განვითარებასა და თანამედროვე სტანდარტებით დანერგვას ეხება.
სანდრო ბახსოლიანი, კომპანია "ინსტას" დირექტორი: "ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართულ კომპანიებს პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ იმ ცოდნასა და ტექნოლოგიებზე, რაც დღეს მსოფლიო ბაზარზეა. "ინსტას" ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, საერთაშორისო გამოცდილება ადგილობრივ სპეციალისტებამდე მარტივად მიიტანოს. სწორედ ასეთი პარტნიორობები გვეხმარება, რომ ერთად ვუპასუხოთ თანამედროვე საინჟინრო გამოწვევებს და სამუშაო პროცესში მაღალი ხარისხი შევინარჩუნოთ."
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიხილეს ინდუსტრიულ გარემოში არსებული ისეთი კრიტიკული ფაქტორები, როგორებიცაა:
- ინდუსტრიულ გარემოში ელექტრო სისტემების თანამედროვე გამოწვევები
- საკაბელო სისტემების სწორი შერჩევა სხვადასხვა საწარმოო პროცესისთვის
- უსაფრთხოების, საიმედოობისა და უწყვეტობის უზრუნველყოფის საინჟინრო მიდგომები
- თანამედროვე მასალები და კონსტრუქციები, რომლებიც ზრდის სისტემის სიცოცხლის ციკლს
- LAPP-ის ახალი პროდუქტები და ინოვაციები ინდუსტრიული გამოყენებისთვის
- პრაქტიკული მაგალითები და რეალური ქეისები საწარმოო სექტორიდან
ღონისძიება სრულად ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, რითაც მონაწილეებს საშუალება მიეცათ, თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული რეკომენდაციებიც მიეღოთ. LAPP-ის ინჟინერთან ერთად კონკრეტული საინჟინრო ამოცანებისა და მათი გადაჭრის გზების დეტალურმა განხილვამ შეხვედრას კიდევ უფრო მეტი პრაქტიკული ღირებულება შესძინა. ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, რაც მათ პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტების გაზიარებას ადასტურებს. მსგავსი ფორმატები ხელს უწყობს სპეციალისტებს შორის გამოცდილების რეალურ გაცვლასა და ხარისხზე ორიენტირებული თანამშრომლობის გაძლიერებას.
"ინსტა", როგორც განვითარებასა და ინოვაციებზე ორიენტირებული ბრენდი, კვლავაც გააგრძელებს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და წამყვანი გლობალური ბრენდების ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას.
"ინსტას" შესახებ:
"ინსტა" ელექტრო სისტემების პროექტირებისა და ინჟინერიის მიმართულებით საქართველოს ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც 28 წელია წარმატებით მოღვაწეობს. კომპანია სექტორზე მორგებულ სრულ საინჟინრო გადაწყვეტებს ნერგავს, რაც მოიცავს ავტომატიზაციას, მწვანე ტექნოლოგიებს, განათებასა და ძალოვანი ფარების წარმოებას.
"ინსტას" პორტფელი 1000-ზე მეტ განხორციელებულ პროექტს აერთიანებს, რომლებიც ისეთ გლობალურ ბრენდებთან პარტნიორობით შესრულდა, როგორებიცაა SIEMENS, LAPP, JUNG, PHOENIX CONTACT, EATON, OBO BETTERMANN, MENNEKES, COURBI და სხვა. კომპანიის მუშაობის სტილი ხარისხზე ორიენტირებულ, მოქნილ და საიმედო სამუშაო ეთიკას ეფუძნება.
დღეისათვის "ინსტა" საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ლოგისტიკურ ცენტრს ფლობს. აღნიშნულ სივრცეში მუდმივად ხელმისაწვდომია 40-ზე მეტი საერთაშორისო პარტნიორის 20,000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი, რაც მომხმარებლისთვის ოპერატიულ და სრულყოფილ მომსახურებას უზრუნველყოფს.