You can be on Entrepreneur’s cover!

Interiordesigner.org 12 წლის Mason Monahan-ის საინტერესო და სასარგებლო პროექტი

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მოგეხსენებათ, ინტერიერის დიზაინით ნებისმიერი ჩვენგანი დაინტერესებულა, რადგან ინტერიერი ქმნის იმ გარემოს სახლში, რომელი გარემოც ჩვენი ცხოვრების ნაწილია. შესაბამისად, ინტერიერის დიზაინზე ზრუნვა ბევრი ჩვენგანისთვის აუცილებელი და ზოგჯერ რთული პროცესია, რიგ შემთხვევებში კი სირთულეს და პრობლემასაც კი წარმოადგენს დიზაინერის მოძიება. რაოდენ საოცრებაც არ უნდა იყოს, მსგავსი პრობლემის გადაჭრის გზა 12 წლის და Mason Monahan მა მოძებნა და შექმნა პლატფორმა Interior Designer სადაც კლიენტებს საუკეთესო ინტერიერის დიზაინერების მოძიება, მათი შედარება და მათთან დაკავშირება შეუძლიათ. საიტის არსიც ეს გახლავთ, რომ ინტეიერის დიზაინით დაინტერესებული კლოენტები დაუკავშირდნენ საუკეთესო ინტერიერის დიზაინერებს.

მე-7 კლასელი ბიჭის შეხედულება მისი პროექტის შესახებ

Mason Monahan, რომელიც ჯერ მხოლოდ 12 წლის გახლავთ, აცხადებს, რომ მისი მთავარი მოტივაცია და მიზანი, იმ უამრავი ადამიანის სურვილის დაკმაყოფილებაა, რომელიც ინტერიერის დიზაინით არიან დაინტერესებულები. "მე ჯერჯერობით მე-7 კლასში ვარ და ვიცი, რომ არ შემიძლია ინტერიერის დიზაინერი ვიყო, თუმცა, მინდა დავეხმარო ინტერიერის დიზაინერებს კლიენტების მოძიებაში, და იმ 130 000 ადმაინას რომელიც ეძებს ინტერიერის დიზაინერს, ყოველი თვის განმავლობაში" აცხადებს Mason - ი.

მას მხედველობაში აქვს გუგლის საძიებო სისტემაში არსებული ძებნების რაოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან საფუძვლიანად შეისწავლა ბაზარიც და მისი ინტერესები გონივრულ მიზანთან დააკავშირა.

Interiordesigner.org საიტის დიზაინი და სტრუქტურა

საიტი ძალიან დახვეწილია და მომხმარებლებისთვის ძალიან მარტივია მათთვის სასურველი ინფორმაციის მოძიება. საიტზე ჩაშენებული ფუნქციონალი საშუალებას გაძლევთ, მოძებნოთ სხვადასხვა კატეგორიის ინტერიერის დიზაინერი თქვენთვის სასურველ ლოკაციაზე.

საიტზე შესაძლებელია ინტერიერის კომპანიებმა განათავსონ თავიანთი კომპანიები, რომელთა დათვალიერების და შერჩევის საშუალებაც კლიენტებს ექნებათ ინდივიდუალური გადაწყვეტილების საფუძველზე. საიტზე აგრეთვე შესაძლებელია უამრავი საიტნერესო ინფორმაციის მოძიება, რომელიც დიზაინს და განსაკუთრებით ინტერიერის დიზაინს ეხება. აქვე შეგიძლიათ გაიცნოთ საიტის შემქმნელი და მოისმინოთ მიზი აზრი საკუთარი პროექტის შესახებ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი