ინვესტირება საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებში - რას გთავაზობთ Galt & Taggart-ის საბროკერო მიმართულება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ფასიან ქაღალდებში ინვესტირება მთელ მსოფლიოში კაპიტალის დაგროვებისა და ზრდის ერთ-ერთი მიღებული პრაქტიკაა. აქციების შეძენისას ადამიანები საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიების მეწილეები ხდებიან და მონაწილეობას იღებენ მათ წარმატებაში.
საფონდო ბირჟებზე ინვესტირება საქართველოში წამყვანი საინვესტიციო კომპანიის, Galt & Taggart-ის მეშვეობითაა შესაძლებელი. კომპანია 25 წელზე მეტია, მომხმარებლებს წვდომას აძლევს ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო ბირჟებზე. ამ სტატიაში კი მის საბროკერო მიმართულებაზე და სერვისებზე გიამბობთ.
"ჩვენი გამოცდილება და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა გვაძლევს შესაძლებლობას, გვქონდეს მომხმარებლის საინვესტიციო ინტერესებზე მორგებული პროდუქტები და სერვისები. სწორედ ამიტომ, Galt & Taggart-ის ჩართულობით, ინვესტირება შესაძლებელია როგორც პირადი ბროკერის მომსახურებით, ასევე ონლაინ სავაჭრო პლატფორმა G&T Trader-ის მეშვეობით", - ამბობს დავით ნიშნიანიძე, Galt & Taggart-ის საბროკერო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
აღსანიშნავია, რომ Galt & Taggart-ის საბროკერო მომსახურების მიღება შეუძლიათ როგორც საქართველოს რეზიდენტ, ისე არაზიდენტ პირებს. საბროკერო დეპარტამენტი მათ იმ ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვაში ეხმარება, რომლებიც ყველა ძირითად საფონდო ბირჟაზეა განთავსებული. მათ შორისაა ლონდონის, ნიუ იორკის, ჰონგ-კონგის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის და სხვა საფონდო ბირჟები. აღსანიშნავია, რომ კომპანია მომხმარებლებს წვდომას აძლევს 45 მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე ხელმისაწვდომ სხვადასხვა სახის ფასიან ქაღალდზე.
მომხმარებლის გამოცდილების გამარტივებისა და გაუმჯობესების მიზნით, Galt & Taggart-ის საბროკერო მიმართულება 2015 წლიდან, ინვესტორებს ონლაინ სავაჭრო პლატფორმა, G&T Trader-ს სთავაზობს. ეს პლატფორმა ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს, დამოუკიდებლად განახორციელონ ინვესტიციები და გლობალური ფინანსური ინსტრუმენტებით ივაჭრონ. ონლაინ პლატფორმის საშუალებით ხელმისაწვდომია 35 000-ზე მეტი ფინანსური ინსტრუმენტი, მათ შორის აქციები, ობლიგაციები, გაცვლითი სავაჭრო ფონდები (ETF) და სხვა მარჯინ პროდუქტები.
კიდევ ერთი პლატფორმა, რომლითაც Galt & Taggart-ის საბროკერო მიმართულება გამოირჩევა, Client Dashboard-ია. ესაა პირველი ონლაინ საინვესტიციო და ანალიტიკური პლატფორმა საქართველოში, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, თვალი ადევნონ პორტფელის დინამიკას და განახორციელონ გარიგებები.
აღსანიშნავია, რომ Galt & Taggart-ის საბროკერო მიმართულება მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს სიახლეებს, ნერგავს ინოვაციებს და ამარტივებს ინვესტირების პროცესს. ამის მაგალითია ახლახან G&T Trader-ზე დამატებული ფუნქციონალი, გახანგრძლივებული ვაჭრობის საათები, რომლის დახმარებით ინვესტორებს ვაჭრობა საფონდო ბირჟის სტანდარტული სამუშაო საათების მიღმაც შეუძლიათ. გახანგრძლივებული ვაჭრობა შესაძლებლობას აძლევს ინვესტორებს, მყისიერი რეაგირება მოახდინონ იმ მოვლენებსა თუ სიახლეებზე, რომლებსაც ადგილი აქვს საფონდო ბირჟის გახსნამდე ან დახურვის შემდგომ პერიოდში. შესაბამისად, პროგნოზები გააკეთონ იმაზე, თუ რა მიმართულებით შეიცვლება კომპანიის აქციების და ფონდების (ETF) ფასი სტანდარტულ სამუშაო საათებში და შესაბამისი ვაჭრობა განახორციელონ ბირჟის გახსნამდე 2.5 საათით ადრე, 15:00 საათიდან ან დახურვის შემდეგ 1 საათის განმავლობაში, 01:00-მდე.
Galt & Taggart აგრძელებს მომხმარებლებზე ზრუნვას და მომავალშიც არაერთ საინტერესო შესაძლებლობას გაუზიარებს მათ.
საფონდო ბირჟებზე ინვესტირების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ Galt & Taggart-ის ვებგვერდს ან დაუკავშირდით საბროკერო დეპარტამენტს კონსულტაციისთვის ამ ბმულზე.