"ის რკინის კაცს ჰგავს" - ჯენსენ ჰუანგი ლონდონის ტექნოლოგიურ კვირეულზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Nvidia-ს დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი დღესდღეობით როკვარსკვლავს ჰგავს. Wedbush-ის ანალიტიკოსი, დენიელ აივზი მას "ხელოვნური ინტელექტის ნათლიას" უწოდებს მისი ფართო გავლენის გათვალისწინებით.

ლონდონის ტექნოლოგიურ კვირეულზე ერთ-ერთმა დამსწრემ აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ასეთი რაოდენობა ამ ადამიანის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

"ის რკინის კაცს ჰგავს", - აღნიშნავს დამსწრე, რომელმაც ჰუანგი Marvel-ის სუპერგმირს, ტექნოლოგიურ მილიარდერ გამომგონებელს, ტონი სტარკს შეადარა.

ღონისძიებაზე Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ხელოვნური ინტელექტი ოპტიმისტურად შეაფასა, "წარმოუდგენელ ტექნოლოგიად" მოიაზრა და თქვა, რომ ის ინფრასტრუქტურად უნდა იყოს განხილული, ისევე როგორც ელექტროენერგია.

დიდმა ბრიტანეთმა ჰუანგისგან დიდი მხარდაჭერა მიიღო

ლონდონის ტექნოლოგიურ კვირეულზე მრავალმილიარდიანი ინვესტიციების რეკლამას ადგილი არ ჰქონია. თუმცა სტარმერისა და გაერთიანებული სამეფოსთვის ყველაზე დიდი გამარჯვება ჰუანგის მხრიდან ქვეყნის უხვი ქება იყო.

ჰუანგმა დიდი ბრიტანეთი "მსოფლიოს აღიარების" ობიექტად მოიხსენია, რომელიც გამოირჩევა ძლიერი ვენჩურული კაპიტალის ეკოსისტემით და ასევე დამწყები მეწარმეებით ხელოვნური ინტელექტის სფეროში ისეთი წამყვანი ფირმებიდან, როგორიცაა Google DeepMind, Synthesia, Wayve და ElevenLabs.

ჰუანგთან ერთად ისაუბრა სტარმერმაც, რომელმაც Nvidia-ს მიერ დიდ ბრიტანეთში განხორციელებული ინვესტიციები შეაქო. იმავე დღეს, აშშ-ის ჩიპების მწარმოებელმა კომპანიამ ახალი "დიდი ბრიტანეთის სუვერენული ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ფორუმის" შესახებ განაცხადა და ასევე, ისაუბრა ღრუბლოვანი ტექნოლოგიების მომწოდებლების, Nscale-ის და Nebius-ის ვალდებულებებზე, განათავსონ ახალი ობიექტები, რომლებიც მის Blackwell GPU ჩიპებს შეიცავს.

სტარმერმა ვრცლად ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის პერსპექტივასა და იმ გზებზე, რომლებითაც მას შეუძლია შეამსუბუქოს დიდი ბრიტანეთის საჯარო სექტორის ინსტიტუტების ტვირთი, რომლებიც მოიცავს საავადმყოფოებსა და სკოლებს.

ჰუანგმა დაამატა, რომ დიდი ბრიტანეთი "ინვესტირებისთვის შესანიშნავი ადგილია" და აღნიშნა, რომ Nvidia გეგმავს ქვეყანასთან პარტნიორობას ტექნოლოგიური მუშაკების კვალიფიკაციის ასამაღლებლად და შიდა ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად.

"ინფრასტრუქტურა მეტ კვლევას ითხოვს - მეტ კვლევას, მეტ გარღვევას, მეტ კომპანიას. ეს მანქანა მალე აფრინდება. ის უკვე საკმაოდ დიდია, მაგრამ ჩვენ, უბრალოდ, ამ მანქანის ამუშავებას ვაპირებთ", - განაცხადა Nvidia-ს ხელმძღვანელმა.

ევროპასაც სჭირდება ჰუანგის ნაწილი

ჰუანგი სწორედ ისეთი აღმასრულებელი დირექტორია, რომელთან ერთადაც ყველას სურს დანახული იყოს. Nvidia-მ თავი ხელოვნური ინტელექტის რევოლუციის ცენტრალურ როლში დაიმკვიდრა, რაც, ბევრი კომენტატორის თქმით, საწყის სტადიაშია.

Nvidia-ს სურს, რომ რევოლუცია მის ჩიპებზე აშენდეს. ისეთი ქვეყნებისთვის კი, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, მსგავსი მომენტები ქვეყანას აძლევს შანსს, რომ თავისი საინვესტიციო პოტენციალის რეკლამირება მოახდინოს, ხოლო მისმა ლიდერმა საჯაროდ გაუზიაროს სცენა იმ ადამიანს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარების მამოძრავებელ ძალად მიიჩნევა.

ლონდონი ჰუანგის პირველი გაჩერება იყო ფართო ევროპული ტურნეს ფარგლებში.

Nvidia-ს ხელმძღვანელი ამ კვირის ბოლოს პარიზში გაემგზავრება, სადაც ჩიპების მწარმოებელი კომპანია GTC კონფერენციას უმასპინძლებს. პოლიტიკოსებს, მათ შორის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, ასევე, სავარაუდოდ, ჰუანგთან შეხვედრა სურს. მაკრონი იზიარებს ამბიციას საფრანგეთის ევროპული ხელოვნური ინტელექტის ცენტრის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

Business News

#გამომცემელიგირჩევთ: თამთა ჯაფარაშვილის საკითხავი

მეტი თავისუფალი დრო, საკუთარი თავის უკეთ გაცნობის სურვილი, რეფლექსია და ახალი მიზნების დასახვა