ისარგებლეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებით Semrush-ზე - ალექსანდრე ჩომახიძის გამოცდილება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბიზნესების განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ბანკი კვლავ უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს. ბიზნესის მართვის გამარტივებისა და გაყიდვების ზრდის მიზნით, საქართველოს ბანკის ახალი ტექ.შეთავაზებები ბიზნეს მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზებების ფარგლებში, Visa-ის და Mastercard ბიზნეს ბარათით გადახდისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, წამყვანი ტექნოლოგიური პლატფორმების გააქტიურებისას (Microsoft 365, DocuSign, Monday.com Notion და ა.შ.) ფასდაკლებებითა და სხვა უპირატესობებით ისარგებლონ.
Visa ბიზნეს ბარათის მფლობელებისთვის ერთ-ერთი ტექ.შეთავაზება Semrush's Pro-ს 14-დღიანი უფასო საცდელი ვერსიით სარგებლობას გულისხმობს. Semrush-ის პლატფორმა SEO ინსტრუმენტების მულტიფუნქციური ნაკრებია, რომელიც თქვენი ან თუნდაც კონკურენტი ვებგვერდების დეტალურ ანალიზს გთავაზობთ. რა უპირატესობები აქვს Semrush's Pro-ს და როგორ შეძლებენ ბიზნესები პლატფორმის გამოყენებას, ამის შესახებ ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, ალექსანდრე ჩომახიძე, გვესაუბრა.
"Semrush ის პლატფორმაა, რომელსაც წლებია, ვიყენებ. ბიზნესის SEO ოპტიმიზაციის მხრივ, Semrush საკმაოდ დიდ როლს ასრულებს, რადგან როგორც თავად ამბობენ, მათ All In One სივრცე აქვთ, რაც საშუალებას გვაძლევს, მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის საშუალებით სრულყოფილად მოვახდინოთ SEO ოპტიმიზაცია. რა თქმა უნდა, დაინტერესებულ პირს შეუძლია სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით სცადოს ეს ყველაფერი, მაგრამ სპეციალისტების რეკომენდაციაა, რომ პროცესი ერთი კონკრეტული პლატფორმით განხორციელდეს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ყველა პლატფორმას განსხვავებული გამოთვლის მეთოდები აქვთ და შესაძლოა, შეცდომაში შევიდეთ", — ამბობს ალექსანდრე ჩომახიძე.
როგორც ალექსანდრე განმარტავს, Semrush's Pro-ს 14-დღიანი უფასო საცდელი ვერსიით სარგებლობისას თქვენ შეძლებთ:
- ვებგვერდის ტექნიკური SEO პრობლემების დადგენას;
- პოზიციების შემოწმებასა და ვებგვერდის Authority Score-ის დადგენას;
- კონკურენტებზე ინფორმაციის მოპოვებასა და რჩევების მიღებას, თუ როგორ გაუწიოთ მათ კონკურენცია SEO პოზიციებში;
- თქვენი ვებგვერდისთვის საჭირო Keyword-ების შერჩევას;
- თქვენი კონტენტის სტანდარტებთან შესაბამისობაში შემოწმებას (მაგ. ქივორდიზედმეტად ხომ არ გაქვთ გამოყენებული ტექსტებში);
- პროგრესსა და ლაივ რეჟიმში თქვენი ჩარევების მიმდინარეობაზე დაკვირვებას.
ბიზნესებს Semrush's Pro-ს პლატფორმა თავიანთი სოც.ქსელების განვითარებისთვისაც შეუძლიათ გამოიყენონ. Semrush-ის მეშვეობით ციფრული მარკეტინგის სრულად მართვა შესაძლებელია, ბიზნესები კი კონკრენტ მენეჯმენტის ფუნქციების გამოყენებით თავიანთი ბიზნესის შემდეგ ეტაპზე გადაყვანას შეძლებენ. ამ და სხვა უპირატესობების გამო, ალექსანდრე ჩომახიძე ბიზნესებს Semrush's Pro-ს პლატფორმის გამოყენებას ურჩევს.
"Semrush იმ მცირე ჩამონათვალიდან ერთ-ერთი პლატფორმაა, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, ქართულ ქივორდებთან იმუშაოს. Semrush-ს საქართველოზე საჭირო მონაცემები გააჩნია, რომელსაც SEO ოპტიმიზაციისთვის ვიყენებთ. გარდა ამისა, Semrush ფლობს როგორც მის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, ასევე საკმაოდ მჭიდრო კავშირი აქვს მსოფლიოს მოწინავე Data Broker-ბთან, ხოლო ეს ინფორმაცია SEO ოპტიმიზაციის განსახორციელებლად დიდ საჭიროებას წარმოადგენს.
Semrush's Pro-ს საცდელი ვერსიით ბევრი საკითხის გაანალიზება არის შესაძლებელი. მაღალი დონის პლატფორმისგან ისეთი რჩევების მიღება, თუ რა არის გასაუმჯობესებელი და სად გვაქვს ძლიერი და სუსტი მხარე, ხოლო შემდგომ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით სამუშაოების განხორციელება, ბიზნესის პროგრესზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს. რაც ყველაზე მთავარია, Semrush საშუალებას გვაძლევს, ანალიზი და რეპორტი საკმაოდ მარტივ ენაზე ამოვიღოთ, რაც გასაგები იქნება როგორც პროფესიონალისთვის, ასევე დამკვეთისთვის, რომელიც შესაძლოა ამ სფეროში არ იყოს გარკვეული", — აღნიშნავს ალექსანდრე.
Semrush's Pro-ს შეთავაზებით სარგებლობა 2024 წლის 31 დეკემბრამდე არის შესაძლებელი. ამ შეთავაზებაზე ფასდაკლების მისაღებად Visa ბიზნეს ბარათით უნდა გადაიხადოთ. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ საქართველოს ბანკის Visa ბიზნეს ბარათი, ბიზნეს მობილბანკით ან ბიზნეს ინტერნეტბანკით ახლავე შეგიძლიათ შეუკვეთოთ. თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში ონლაინ მარტივად და პროცესში შეუკვეთეთ Visa ბიზნეს ბარათი.