IT აკადემია STEP – ტექნოლოგიური განათლების მომავალი საქართველოში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ტექნოლოგიები ყოველდღიურად ცვლიან ჩვენს ცხოვრებასა და კარიერულ გზას, თუმცა ცოდნა მხოლოდ მაშინ არის ღირებული, როცა მას პრაქტიკაში ვიყენებთ. სწორედ ამისთვის არსებობს IT აკადემია STEP – ადგილი, სადაც იდეები რეალობად იქცევა და თითოეულ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, შექმნას საკუთარი ტექნოლოგიური მომავალი.
"ჩვენი მთავარი მისიაა ადამიანების პიროვნული და კარიერული ტრანსფორმაცია. ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური უნარების სწავლება – ჩვენ თითოეულ სტუდენტს ვეხმარებით საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენაში", – ამბობს მაკა მახათაძე, "IT აკადემია STEP საქართველოს" დამფუძნებელი და დირექტორი, Grace Hopper Awards-ის გამარჯვებული.
"IT აკადემია STEP საქართველო" საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელის ნაწილია, რომელიც 1999 წლიდან არსებობს და დღეს უკვე 25 ქვეყანაში 100-ზე მეტი ფილიალი აქვს.
"სტეპი არ არის მხოლოდ სასწავლო დაწესებულება – ეს არის ტრანსფორმაციული პლატფორმა, რომელიც ცვლის ადამიანების ცხოვრებას ტექნოლოგიური განათლების მეშვეობით", – აღნიშნავს მაკა.
"IT აკადემია STEP" არის Microsoft-ის, Cisco-ს, CompTIA-ის, VMware-ის და Adobe-ის ავტორიზებული სასწავლო ცენტრი, სადაც სტუდენტები არა მხოლოდ სწავლობენ, არამედ იღებენ საერთაშორისო სერტიფიკატებს, რომლებიც კარიერულ გზებს უხსნის მათ მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში.
"სტეპის ბრენდ-მოტო "განვითარდი და განავითარე" ასახავს ჩვენს ღრმა რწმენას, რომ ნამდვილი ცვლილება იწყება საკუთარი თავიდან და გადადის საზოგადოებაზე. ჩვენ არ ვასწავლით მხოლოდ ტექნოლოგიებს – ჩვენ ვაშენებთ ეკოსისტემას, სადაც სტუდენტები პროფესიონალებად ყალიბდებიან".
როგორც მაკა Entrepreneur-თან ინტერვიუში აღნიშნავს, საქართველოს ბაზარზე IT აკადემია STEP საქართველოს გახსნა გლობალურ ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას უკავშირდება.
"Intel-ში მუშაობისას ვხედავდი, როგორ იცვლებოდა მსოფლიო ტექნოლოგიური ინოვაციებით, მაგრამ ასევე, ვხვდებოდი, რომ საქართველო ამ პროცესს ჩამორჩებოდა. ჩვენს ქვეყანას ჰქონდა უდიდესი პოტენციალი, მაგრამ აკლდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი IT განათლების პლატფორმა", – იხსენებს მაკა, რომელიც Intel Corporation-ში რეგიონული დირექტორის პოზიციაზე 9 წლის განმავლობაში მუშაობდა.
გარდამტეხი მომენტი 2015 წელს დადგა, როდესაც მაკამ ბაქოში გამართულ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კონფერენციაზე IT Academy Step-ის უნიკალურ საგანმანათლებლო მოდელს გაეცნო.
"შემდეგ, როცა ოდესაში, სტეპის სათავო ოფისში ჩავედი და ვნახე, როგორ შეიძლება პრაქტიკული, თანამედროვე და შედეგზე ორიენტირებული ტექნოლოგიური განათლების მიწოდება, მივხვდი, რომ ეს იყო ზუსტად ის, რაც საქართველოს სჭირდებოდა ციფრული ტრანსფორმაციისთვის".
საქართველოს ბაზარზე შესვლისას IT აკადემია STEP-ის მთავარი გამოწვევა იყო არა მხოლოდ თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა, არამედ სრულიად ახალი საგანმანათლებლო კულტურის დამკვიდრება.
"ჩვენ არ ვქმნიდით მხოლოდ სასწავლო ცენტრს – ჩვენ ვაშენებდით ეკოსისტემას, სადაც თითოეულ სტუდენტს – "სტეპერს" – შეეძლებოდა გამხდარიყო გლობალური ტექნოლოგიური საზოგადოების ნაწილი", – ამბობს მაკა.
21-ე საუკუნეში განათლება აღარ არის მხოლოდ კონკრეტული ასაკის ან ეტაპის ნაწილი – ის უწყვეტი პროცესია, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება. ამ ხედვის შესაბამისად, IT აკადემია STEP გთავაზობთ პროგრამებს ყველა ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანისთვის:
Junior IT აკადემია (9-13 წელი) – ბავშვები ეცნობიან რობოტიკას, ანიმაციას, თამაშების შექმნას და პროგრამირების საფუძვლებს.
მოზარდებისთვის (14-17 წელი) – საშუალება აქვთ სკოლის პარალელურად დაეუფლონ პროგრამირების ან გრაფიკული დიზაინის მიმართულებებს.
ზრდასრულებისთვის (18+) – 18-თვიანი კურსები პროგრამირებაში, გრაფიკულ დიზაინსა და კიბერუსაფრთხოებაში.
სტეპის Online აკადემია – მათთვის, ვისაც დრო ან გეოგრაფიული მდებარეობა არ აძლევს საშუალებას, ფიზიკურად დაესწროს ლექციას და დისტანციურად სწავლა ურჩევნია.
"დღეს ჩვენი სტუდენტები არიან როგორც 9 წლის ბავშვები, რომლებიც თავიანთ პირველ თამაშებს ქმნიან, ისე ბანკის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც Python-ის კოდს წერენ. სტეპი აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც ტექნოლოგიური მომავლის ნაწილი უნდა გახდნენ".
IT აკადემია STEP-ის წარმატება მისი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მიღწევებით იზომება. როგორც მაკა ამბობს, წარმატება ყველასთვის განსხვავებულია – ზოგისთვის ეს არის პირველი კოდის დაწერა, ზოგისთვის პირველი სერტიფიკატი, ზოგისთვის კი პირველ IT კომპანიაში დასაქმება.
"ჩვენ სტეპში დიდი ზეიმით აღვნიშნავთ თითოეულ ასეთ მიღწევას".
IT აკადემია STEP-ს უკვე ჰყავს 2000-ზე მეტი კურსდამთავრებული, რომელთა უმრავლესობა დასაქმებულია გლობალურ და ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიებში.
"ჩვენი სტუდენტები სწავლის პროცესშივე იღებენ რეალურ გამოცდილებას, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, სასწავლო კურსების დასრულებამდე დასაქმდნენ".
სტეპი აქტიურად თანამშრომლობს მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებთან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
"საქართველო ვერ დარჩება მხოლოდ ტექნოლოგიების მომხმარებელი – ჩვენ უნდა ვიყოთ ამ ცვლილებების აქტიური მონაწილე", – აღნიშნავს მაკა.
2023-2024 წლებში IT აკადემია STEP-მა მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო პროგრამაში Do IT in Georgia, რომლის ფარგლებში 800-ზე მეტმა ადამიანმა შეისწავლა მომავლის პროფესიები და მიიღო საერთაშორისო სერტიფიკატები.
2024 წელს აკადემიამ გახსნა "სტეპ სკოლა" – პირველი ქართული ინოვაციური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა, სადაც VII კლასიდანვე იწყება ტექნოლოგიური განათლება.
"ჩვენ ვაშენებთ მომავალს, სადაც ციფრული ცოდნა ყველას აძლევს განვითარების შესაძლებლობას. ჩვენ არა მარტო IT პროფესიონალებს ვამზადებთ, არამედ საქართველოს ტექნოლოგიურ მომავალს ვქმნით", - ამბობს მაკა.
IT აკადემია STEP გლობალური ცოდნისა და ლოკალური შესაძლებლობების სინთეზია. მისი სტუდენტები არა მხოლოდ ტექნოლოგიური სფეროს სპეციალისტებად ყალიბდებიან, არამედ საქართველოს ტექნოლოგიურ მომავალს ქმნიან.
"განვითარდი და განავითარე" – ეს არ არის მხოლოდ ლოზუნგი, ეს არის ფილოსოფია, რომელიც ცვლის ადამიანების ცხოვრებას", – გვეუბნება მაკა მახათაძე.