ჯეფ ბეზოსი Tesla-ს კონკურენტს უშვებს, რომელიც "ხელმისაწვდომობით" გამოირჩევა აი, როგორ გამოიყურება ახალი ელექტროსატვირთო

By Erin Davis

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გასულ თვეს, Reddit-ზე გამოჩნდა ფოტო, სადაც ლოს-ანჯელესში, ავტოსადგომზე ამოუცნობი პატარა სატვირთო მანქანა იყო ასახული. ამ ფოტოსურათის შესახებ Carscoops-მა პირველად მას შემდეგ აღნიშნა, რაც TechCrunch-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯეფ ბეზოსი მეტად "ხელმისაწვდომი" ავტომობილის წარმოებას იწყებდა "საიდუმლო ელექტრომობილების სტარტაპისთვის" სახელწოდებით Slate Auto.

ინტერნეტდეტექტივებმა სწრაფად დაადგინეს (ხოლო TechCrunch-მა დაადასტურა), რომ Reddit-ის ფოტოსურათზე გამოსახული სატვირთო მანქანა სწორედ Slate Auto-ს კონცეპტუალურ მანქანას წარმოადგენდა.

ამჟამად კი კომპანია მზადაა ჯავშნებისთვის, ხოლო პრიორიტეტს პერსონალიზაცია წარმოადგენს. შესაძლებელია, რომ ყველაფერი პერსონალურად იყოს მორგებული - ექსტერიერის იერსახიდან დაწყებული, ფერითა და ინტერიერის ღილაკებით დამთავრებული.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველას უნდა შეეძლოს საკუთარი მანქანის პერსონალიზება. თუმცა ამჟამად არ არის შექმნილი ისეთი მანქანები, რომლის პერსონალიზებასაც ისეთი ადამიანები აკეთებენ, რომლებიც მათ მიმართ ინტერესით დიდად არ გამოირჩევიან (ჩვენ გვიყვარხართ, მანქანების მოყვარულებო). ამიტომ ჩვენ ეს შევცვალეთ", - ნათქვამია ვებსაიტზე.

X-ზე ახალი "რადიკალურად მარტივი, რადიკალურად ხელმისაწვდომი Slate-ის სატვირთოს" შესახებ გავრცელებულ ვიდეოში, აღმასრულებელმა დირექტორმა, კრის ბარმენმა აღნიშნა, რომ ფასი "შუა 20-იანებიდან იწყება", თუმცა ის 20 000 დოლართან (ელექტრომობილების ფედერალური საგადასახადო კრედიტების შემდეგ) უფრო ახლოს იქნება. ერთკაბინიანი ელექტროსატვირთოები მომხმარებლებისთვის 2026 წლის ბოლოს გახდება ხელმისაწვდომი. კომპანიის შტაბ-ბინა მიჩიგანის შტატის ქალაქ ტროიში მდებარეობს.

"უსაფრთხო, საიმედო და ხელმისაწვდომი ტრანსპორტის საკითხით უამრავი ადამიანია დაინტერესებული; თუმცა მათთვის ალტერნატივების რაოდენობა დიდი არ არის", - განუცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა, კრის ბარმანმა Business Insider-ს ოფიციალურ წარდგენამდე.

ერთ-ერთი გზა, რომლითაც კომპანია ცდილობს ხელმისაწვდომი ფასების შენარჩუნებას, არის პერსონალიზაცია. მაგალითად, სატვირთო მანქანები იფუთება, არ იღებება, ხოლო მომხმარებელს მათი შეცვლა სურვილისამებრ შეეძლება.

"სხვა მანქანების შემთხვევაში, ფერს ყიდვისას ირჩევთ და სულ ეს არის. ხოლო Slate-ის შემთხვევაში, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს აირჩიოთ ფერი და შეცვალოთ იგი. ეს არის ამ ტიპის პირველი ავტომობილი, რომლის შეფუთვაც ადვილი იქნება", - ვკითხულობთ ვებგვერდზე.

კომპანიის ცნობით, შესაფუთი კომპლექტების ფასი დაახლოებით 500 დოლარიდან დაიწყება. (თუმცა Reddit-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მარტივი ნაცრისფერი ფერის შენარჩუნებით, მანქანა მაინც გამორჩეული იქნება).

TechCrunch-ის მონაცემებით, Amazon-ის დამფუძნებელი ბეზოსი, მარკ უოლტერი (Los Angeles Dodgers-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი და Guggenheim Partners-ის აღმასრულებელი დირექტორი) და ინვესტორი თომას ტალი ახალი ავტომობილების კომპანიას სულ მცირე 111 მილიონი დოლარის მოზიდვაში დაეხმარნენ.

NBC იუწყება, რომ ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, ბეზოსის საოჯახო ოფისის ხელმძღვანელი, მელინდა ლუისონი Slate Auto-ს ახალი დირექტორია.

თარგმანი: მარიამ ქობალია

Erin Davis

Entrepreneur Staff

Trending News Writer

Business News

Talkpal - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელმაც მსოფლიოს მილიონობით ადამიანს ენის სწავლა გაუმარტივა

ქართული გუნდის მიერ შექმნილი გლობალური სტარტაპი უკვე მილიონობით მომხმარებელს ითვლის და მისი ამბავი მხოლოდ ახლა იწყება.

ინდუსტრიული ტრენდები

Maven - თქვენი ბიზნესის ფინანსური კომპასი

ფინანსური სერვისების აუთსორსინგული საკონსულტაციო მომსახურების კომპანია, სადაც აკადემიური ცოდნა და პროფესიული გამოცდილება თითოეულ თანამშრომელშია თავმოყრილი