"ჯეოსთილმა" საქართველოში არმატურის გაყიდვების რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ფოლადის საწარმო "ჯეოსთილმა", რომელიც უკვე 15 წელია სამშენებლო ინდუსტრიის ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, საქართველოში არმატურის გაყიდვების ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. კომპანიის მოლოდინით, სტაბილური ზრდა მომდევნო 12-24 თვის განმავლობაში გაგრძელდება, რასაც ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და ურბანული განვითარება უწყობს ხელს.
"მზარდმა გაყიდვებმა გაზარდა "ჯეოსთილის" წილი შიდა ბაზარზე, რაც ადგილობრივი მიწოდების ჯაჭვს აძლიერებს და ეკონომიკური დოვლათის საქართველოში შენარჩუნებას უწყობს ხელს. შედეგად, იმპორტზე დამოკიდებულება მცირდება, რაც დასაქმების მაჩვენებლის ზრდას, მომიჯნავე დარგების განვითარებას და სამშენებლო სექტორის მდგრადობას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ მოთხოვნის ზრდა რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობითაა განპირობებული. ძირითადად ეს გახლავთ საცხოვრებელი, კომერციული და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის სერტიფიცირებული არმატურის სტაბილური მოთხოვნა და ინვესტორების ნდობის გამყარება. ჩვენი კონკურენტული უპირატესობა ხარისხის, მიწოდების საიმედოობისა და სერტიფიცირებული სტანდარტების ერთობლიობაშია, რამაც მსხვილი პროექტებისთვის არმატურის მთავარ მიმწოდებლად გვაქცია," — განმარტავს "ჯეოსთილის" აღმასრულებელი დირექტორი საჯივ ბალაკრიშნანი.
საწარმო ხარისხის კონტროლის თანამედროვე მეთოდებს იყენებს. წარმოების პროცესში უწყვეტი ტესტირებისა და ხარისხის დოკუმენტირების სისტემა თითოეული პარტიის სრული კონტროლის საშუალებას იძლევა. ხარისხის უზრუნველყოფის გუნდი ნედლეულის მკაცრ შერჩევას, მეტალურგიულ კონტროლს და, საჭიროების შემთხვევაში, მესამე მხარის მიერ ტესტირებას ახორციელებს. ყოველ პარტიასა თუ გზავნილს ტესტირების დამოწმებული სერტიფიკატი ახლავს თან.
"ჩვენ ვფლობთ ისეთ პრესტიჟულ სამშენებლო სტანდარტების სერტიფიკატებს, როგორიცაა UK CARES და ISO. ისინი პროდუქციის სტაბილური ხარისხის, გამჭვირვალობისა და წარმოების პროცესის სრულყოფილების დასტურია. დეველოპერებისთვის ეს ნიშნავს ტექნიკური რისკების შემცირებას, ნებართვების მიღების დაჩქარებას და აქტივის გრძელვადიანი ღირებულების უზრუნველყოფას. შესაბამისად, "ჯეოსთილის" სერტიფიცირებული ფოლადი ბევრად უფრო უსაფრთხო არჩევანია, ვიდრე დაბალფასიანი, არასერტიფიცირებული ალტერნატივები," — აცხადებენ კომპანიაში.
მათივე განმარტებით, ეკონომიკური ზრდის მიმდინარე ინდიკატორებზე დაყრდნობით, მომდევნო 12-24 თვის განმავლობაში ვარაუდობენ სამშენებლო ბაზრის სტაბილურ ზრდას, რასაც ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და ურბანული განვითარება შეუწყობს ხელს.