K2 - სასაწყობე ტექნიკის ლიდერი საქართველოში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თანამედროვე ბიზნესში ეფექტური სასაწყობე მენეჯმენტი წარმატების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს K2 — წამყვანი ინტრალოგისტიკური კომპანია საქართველოში, რომელიც უკვე 8 წელზე მეტია ქართულ ბაზარზე ინოვაციური სასაწყობე მიდგომების დანერგვას ცდილობს.
K2 გამოირჩევა კომპლექსური მიდგომით და ყველა საჭირო სერვისს ერთ სივრცეში აერთიანებს. კომპანიასთან თანამშრომლობით შესაძლებელია როგორც სტრატეგიული დაგეგმარება, ისე სივრცის უახლესი სასაწყობე ტექნოლოგიებით აღჭურვა.
აღსანიშნავია, რომ K2 მსოფლიოს ისეთი წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში, მაგალითად, როგორიცაა ტოიოტა. ეს ფაქტი ამტკიცებს, რომ მომსახურების ხარისხთან ერთად, პროდუქციის ხარისხიც გარანტირებულია.
სრული სასაწყობე მომსახურება ერთ სივრცეში
K2-ის სერვისები თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებზეა მორგებული. კომპანია გთავაზობთ სრულ საკონსულტაციო მომსახურებას, რომელიც მოიცავს როგორც საწყობის დაგეგმარებას, ისე შესაბამისი აღჭურვილობის შერჩევას. სერტიფიცირებული სპეციალისტები ტექნიკის მონტაჟზე, მის მოვლა მოვლა-პატრონობასა და ტექნიკურ მხარდაჭერაზე არიან პასუხისმგებელნი.
K2-ის სერვისები მოიცავს დამტვირთველების იჯარას (მოკლევადიან და გრძელვადიან), ტექნიკურ მომსახურებას და ორიგინალი სათადარიგო ნაწილების მიწოდებას.
კომპანია ასევე გთავაზობთ საწყობის სივრცის ოპტიმიზაციას, მათ შორის საპალეტე თაროების, სექციური კარებისა და დოკ ლეველერების მონტაჟს. ამ პროდუქტების წყალობით სივრცის ოპტიმიზაცია და ხარჯების შემცირება გადაულახავი გამოწვევა აღარ არის.
K2-ის სერვისები მიზნად ისახავს მომხმარებლის დროისა და რესურსების დაზოგვას, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ბიზნესის განვითარების დინამიკაზე. ინოვაციური მიდგომა და მუდმივი სიახლეების დანერგვა ქართულ ბაზარზე K2-ს სანდო და სტაბილურ პარტნიორად აქცევს.
K2-ის გუნდი მუდმივად ეცნობა დარგში არსებულ სიახლეებს და ნერგავს ინოვაციურ გადაწყვეტილებებს ქართულ ბაზარზე, რაც ადგილობრივ ბიზნესებს კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში ეხმარება.
კომპანიის კიდევ ერთ უპირატესობად შეიძლება 24/7 სერვისი ჩაითვალოს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სერვისებით სარგებლობა სცდება დედაქალაქის ფარგლებს და მთელ საქართველოს ფარავს. შესაბამისად, K2-ის პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობით გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა პრობლემები სწრაფად და ხარისხიანად გადაჭრათ.
თანამედროვე საწყობი უკვე აღარ არის მხოლოდ სივრცე, რომელიც ტვირთის შესანახადაა განკუთვნილი. ის იქცა სისტემად, სადაც ყველა პროცესი ავტომატიზებული და ოპტიმიზებულია. K2, როგორც ამ ტრანსფორმაციის დამნერგავი კომპანია, ქმნის ახალ სტანდარტს ქართულ ბაზარზე — სადაც ტექნოლოგია, ინოვაცია და ადამიანური რესურსი ერთმანეთს ავსებს.
გამოცდილი გუნდი კი მზადაა დეტალურად განიხილოს თქვენი ბიზნესის საჭიროებები და შემოგთავაზონ ოპტიმალური გადაწყვეტილებები შემოგთავაზოთ.
დეტალურ ინფორმაციისათვის დარეკეთ ნომერზე: 551 07 22 22
ან ესტუმრეთ ვებგვერდს: www.k2.ge